Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა ტერორისტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა ტერორისტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

348
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავა ტერორისტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა

სოციალურ ქსელში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულიაისლამური სახელმწიფოს.. ომის მინისტრის მოადგილე, საქართველოს მოქალაქე ალ ბარა შიშანი, რომელიც უკრაინაში 2018 წლიდან იმყოფებოდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე შიშანი, რომელიც სხვადასხვა პოსტს იკავებდა “ისლამურ სახელმწიფოში”, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დახმარებით დააკავეს.

უკრაინამდე ტერორისტმა  თურქეთის გავლით მიაღწია, სადაც 2016 წელს სირიიდან ჩავიდა. მანამდე, 2012 წლიდან ის ტერორისტებს მეთაურობდა სირიის ქალაქ ლატაკიაში და იყო  აბუ უმარ აშ-შიშანის მოადგილე, რომელიც სიკვდილამდე (2016 წლამდე) მეთაურობდა “ისლამური სახელმწიფოს” “ბოევიკებს” კავკასიაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here