Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის სახელმწიფო ვალმა 80 მლრდ-ს გადააჭარბა

უკრაინის სახელმწიფო ვალმა 80 მლრდ-ს გადააჭარბა

441
უკრაინის სახელმწიფო ვალმა 80 მლრდ-ს გადააჭარბა

უკრაინის სახელმწიფო ვალმა ივნისის ბოლოს 2,5%-ით მოიმატა და 80,35 მლრდ შეადგინა. ეს ინფორმაცია უკრაინის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა.

უკრაინის ვალმა დოლარის ეკვივალენტში ერთ თვეში თითქმის 2 მლრდ-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ 80,35 მლრდ-დან 70 მლრდ-ზე მეტი პირდაპირი სახელმწიფო ვალია, დანარჩენი _ სხვადასხვა სამეურნეო სუბიექტის ვალის დასაფარავი სახელმწიფო გარანტიები.

უკრაინის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის თითქმის 18 პროცენტით შემცირებაზე   უკრაინის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებებმა  იქონია გავლენა, რომლებმაც გაართულა ურთიერთობა რუსეთთან. უკრაინის სახელმწიფო ვალის დაფარვა, დიდი ალბათობით, ახალი ვალების აღებით მოხდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here