Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეებმა ნატოს ინსტრუქტორები გალახეს

უკრაინის სამხედრო ძალების მოსამსახურეებმა ნატოს ინსტრუქტორები გალახეს

1477
ნაცემი ინსტრუქტორი

კიეველმა სამხედროებმა გალახეს ლუგანკსის სახალხო რესპუბლიკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი ნატოს ლიტველი ინსტრუქტორები, რომლებმაც სოფელ ტეპლოეში მცხოვრები ორი არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურეს. ეს ინფორმაცია  ლუგანსკის სახალხო მილიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოდპოლკოვნიკმა ანდრეი მაროჩკომ გაავრცელა. მან განაცხადა, რომ მომხდარს სამხედრო პროკურატურა იძიებს. დანაშაულში ეჭვმიტანილები არიან უკრაინის სამხედრო ძალების მე-14 ბრიგადის ერთ-ერთი ქვედანაყოფის ჯარისკაცები.

მაროჩკომ განმარტა, რომ ცემის მიზეზი  “უცხოეთის მოქალაქეების მხრიდან სამხედრო მოსამსახურეებისა და ადგილობრივი მოსახლეობისადმი თავხედური დამოკიდებულება შეიქნა, ამასთანავე _ სამართალდამცავი ორგანოების წაყრუება დაქირავებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ”.

აღნიშნული ფაქტის შესახებ დაზარალებულმა მხარემ იმავე დღეს, ანუ 12 სექტემბერს აცნობა პოლიციის ადგილობრივ განყოფილებას, მაგრამ მათი განცხადება არ მიიღეს და დაჟინებით ურჩიეს “კრინტი არ დაეძრათ”. ტეპლოეს მცხოვრებნი ისე აღშფოთდნენ, რომ უკრაინის სამხედრო ძალების რამდენიმე ჯარისკაცმა გადაწყვიტა, თვითონვე გასწორებოდნენ მოძალადეებს.

“სამი ნაცემი დაქირავებული, მოტეხილობებითა და ჰემატომებით ხარკოვის საოლქო საავადმყოფოში მოათავსეს”, _ განაცხადა რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

“ეს ფაქტი ნათლად გვიჩვენებს უცხოური დახმარების ჭეშმარიტ არსს, რომლითაც კიევის დანაშაულებრივ რეჟიმს ხელს უმართავენ დონბასში “წესრიგის” დასამყარებლად ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდის საშუალებით”, _ ხაზი გაუსვა მაროჩკომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here