Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესიის ორმა მღვდელმსახურმა ქალი ტაძარში გალახა

უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესიის ორმა მღვდელმსახურმა ქალი ტაძარში გალახა

1656
უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესიის ორმა მღვდელმსახურმა ქალი ტაძარში გალახა

ოდესაში უკრაინის რასკოლნიკური მართლმადიდებელი ეკლესიის ორმა მღვდელმსახურმა _ იაროსლავ მუგრინეცმა და თეოდორ ორობეცმა _ წირვის მიმდინარეობისას, მარხვის მიუხედავად, მრევლის სხვა წევრებთან ერთად პირდაპირ ტაძარში ქალი გალახა.

5 მარტს მომხდარის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელეს. მასზე მკაფიოდ ჩანს, როგორ იღებს ქალი ტელეფონით რაღაცას, მასთან მიდის სხვა ქალი და ცდილობს, ხელიდან ტელეფონი გამოჰგლიჯოს.

რამდენიმე წამის განმავლობაში ქალები ერთმანეთს ეჯაჯგურებიან, შემდეგ კი უკრაინის “რასკოლნიკური” მართლმადიდებელი ეკლესიის კლირიკებმა (მღვდელმსახურებმა) ქალს, რომელიც ტელეფონით იღებდა, სცემეს. ეს ყველაფერი ხდებოდა უშუალოდ ტაძარში, კლირიკებს კი საეკლესიო სამოსი ეცვათ.

კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისტ ნეონილ ტკაჩენკოს თქმით, ქალს აღენიშნება საშუალო სიმძიმის დაზიანებები. მომხდარი სოციალურ ქსელში შეაფასა მართლმადიდებელმა ჟურნალისტმა ალექსანდრე ვოზნესენსკიმ: “ვიღაცისთვის დიდმარხვა მონანიებითა და შერიგებით დაიწყო, ვიღაცისთვის კი _ ბოროტებით, აგრესიისა და ზიზღის გამოვლენით. ქალის ცემა სიმდაბლეა, ბრბოს მიერ ქალის ცემა საზიზღრობაა და, როცა ამას ტაძარში აკეთებს კლირკი, ეს ადამიანურ ნორმებს სცდება”, _ დაწერა ჟურნალისტმა.

eadaily.comზე გამოქვეყნებული

მასალის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here