Home ახალი ამბები უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთვა შესთავაზა

უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთვა შესთავაზა

 

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს შესთავაზა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმში ჩაერთოს, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს შორის გამართულ შეხვედრას ეხება.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მექანიზმის სრულყოფაზე და ქართულ მხარეს შეუძლია, მას შეუერთდეს.

„ამით შეიძლება, მეტი ყურადღება მივიპყროთ და ევროპას სტიმული მიეცეს, გააგრძელოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ საქართველოს კომპონენტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხიდან გამომდინარე“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here