Home ახალი ამბები უკრაინის გენპროკურორი : ავანტიურისტი სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინაში გადატრილებას ამზადებენ

უკრაინის გენპროკურორი : ავანტიურისტი სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინაში გადატრილებას ამზადებენ

უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გადატრიალებას ამზადებს.
ამის შესახებ გამოცემა „გორდონი“ წერს.

„მშვიდობიანი მანიფესტაციის გამართვის უფლება არ ნიშნავს ძალისმიერი გადატრიალების მომზადების უფლებას, რომელსაც 150-200 კაცი გეგმავს. მე ამას არ დავუშვებ. უკრაინული სახელმწიფო უნდა იმართებოდეს კონსტიტუციის, კანონისა და ხალხის ნების მიხედვით და არა ავანტიურისტთა ჯგუფის მიერ, რომლებსაც კრემლის გასართობად გადატრიალების განხორციელება სურთ“, – განაცხადა ლუცენკომ.

მან აღნიშნა, რომ ამ „გადატრიალებას ავანტიურისტი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები ამზადებენ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here