Home რუბრიკები პოლიტიკა უკრაინის გათავისუფლება ზელენსკის ისტორიული გოდების ფონზე

უკრაინის გათავისუფლება ზელენსკის ისტორიული გოდების ფონზე

ვალერი კვარაცხელიას პუბლიცისტური წერილები. საავტორო გვერდი

814

მეშვიდე გამოშვება

ჩვენ თუ დავინახავთ, რომ ომს გერმანელები იგებენ, რუსეთს უნდა დავეხმაროთ; თუ დავინახავთ, რომ რუსეთი იგებს, გერმანიას უნდა დავეხმაროთ. მათ, რაც შეიძლება, მეტად უნდა ხოცონ ერთმანეთი”.

ჰარი ტრუმენი, აშშ პრეზიდენტი

1941 წლის 22 ივნისს ფაშისტი დამპყრობლები უკრაინის მხრიდან საბჭოთა კავშირში შემოიჭრნენ. უკრაინის მიწაზე უწმინდური ფეხი დადგეს ფაშისტური არმია “სამხრეთის” მეომრებმა, რომელთა განკარგულებაში იყო 53 დივიზია (დაახლოებით მილიონ-ნახევარი ჯარისკაცი); 1 190 ტანკი; 1 778 თვითმფრინავი; 16 000 საარტილერიო დანადგარი. ამ არმადას მხარს უჭერდნენ რუმინეთი, უნგრეთი და მესამე რაიხისადმი ლოიალურად განწყობილი სხვა ევროპული სახელმწიფოები. თითქმის სამი წელიწადის განმავლობაში ღვრიდნენ ისინი უკრაინელთა სისხლს, აწამებდნენ და ანადგურებდნენ მათ იანოვსკის (ლვოვი), სირეცკის (კიევი) და სხვ. საკონცენტრაციო ბანაკებში. ამ უსასტიკეს ომს ყოველი მეხუთე უკრაინელის სიცოცხლე შეეწირა. 1943 წლის 6 ნოემბერს საბჭოთა არმიის პირველმა უკრაინულმა ფრონტმა (სარდალი _ არმიის გენერალი ნიკოლოზ ვატუტინი) ფაშისტი დამპყრობლებისგან გაათავისუფლა კიევი. 1944 წლის 28 ოქტომბერს კი უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორია მთლიანად იქნა გაწმენდილი ფაშისტური ურდოსგან

მას შემდეგ გრძელმა და წინააღმდეგობებით აღსავსე სამოცდათვრამეტმა წელიწადმა ჩაიარა. ფაშიზმის დამმარცხებელი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ისტორია რამდენიმეჯერ გადაიწერ-გადმოიწერა, ტყუილ-მართალი ერთმანეთში აირია, ღირებულებები გადაფასდა, მაგრამ ფაშისტური იდეოლოგია დღემდე რჩება იმ საშინელებად, რომელიც შემზარავია ნებისმიერ სახელმწიფოსა თუ კონტინენტზე მცხოვრები ადამიანისთვის. ბევრ რამეს შეუცვალეს მნიშვნელობა, ბევრი რამ საერთოდ თავდაყირა დააყენეს ადამიანთა ცნობიერებაში, მაგრამ ფაშიზმის გათეთრება, მისი გამართლება და მისთვის ლეგიტიმურობის მინიჭება დღემდე ვერ ხერხდება, თუმცა… 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებული შეიქნა, რომ შემდეგი შინაარსის განცხადება გაეკეთებინა: “Мною принято решение о проведении специальной военной операции. Её цель – защита людей, которые на протяжении восьми лет подвергаются издевательствам, геноциду со стороны киевского режима. И для этого мы будем стремиться к демилитаризации и денацификации Украины.” იმ უკრაინაში, ფაშისტური ჯოჯოხეთისგან რომლის განთავისუფლებასაც მილიონობით უკრაინელი (საბჭოთა) ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, დღეს, თურმე, დენაციფიკაციაა ჩასატარებელი. ირკვევა, რომ ფაშიზმის ჯოჯოხეთგამოვლილი უკრაინის ხელისუფლებაში სამოცდათვრამეტი წლის გასვლის შემდეგ ფაშისტები მოსულან, რომლებმაც ფაშიზმისგან უკრაინის განმათავისუფლებელი სარდლის, ნ. ვატუტინის, ძეგლი ჩამოაგდეს და შეურაცხყვეს. მაშ, რა აზრი ჰქონდა მილიონების მსხვერპლად შეწირვის წარმოუდგენელ ბატალიებს, თუკი, თუნდაც სამოცდათვრამეტი წელიწადის გასვლის შემდეგ, ამა თუ იმ გზით, უკრაინის ხელისუფლებაში მაინც ფაშისტები აღმოჩნდებოდნენ?! რა აზრი ჰქონდა საბჭოთა ჯარისკაცების იმ გასაოცარ თავგანწირვას, თუკი, თუნდაც სამოცდათვრამეტი წელიწადის გასვლის შემდეგ, რუსეთს უკრაინის დენაციფიკაციის ჩასატარებლად ფართომასშტაბიანი სამხედრო სპეცოპერაცია დასჭირდებოდა?! რა უნდა იყოს უფრო მკაფიო მაგალითი ადამიანური უგუნურების უკიდეგანობისა, თუ არა ის, რომ ფაშიზმთან თავგანწირულ ბრძოლაში დაცემულ უკრაინელთა მესამე თუ მეოთხე თაობა თავად ჩაეფლო ფაშიზმის ჭაობში და არა სადმე სხვაგან, სხვა სახელმწიფოსა და სხვა კონტინენტზე, არამედ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მოსახლეობას ეროვნული კუთვნილების გამო ტყვიას უშენს და თავზე ბომბებს აყრის?! უკრაინის ხელისუფლებაში მოსულმა ფაშისტებმა ბოლო რვა წლის განმავლობაში დონბასის ტერიტორიაზე თხუთმეტი ათასი რუსი ეროვნების მოქალაქე დახოცეს. სამწუხაროდ, ასეთი სასწაულების მოწმენიც ვხდებით, მაგრამ უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება ცისქვეშეთში. პუტინი ამას ასე ხსნის: “Проблема в том, что на прилегающих к нам территориях создаётся враждебная нам «анти-Россия», которая поставлена под полный внешний контроль, усиленно обживается вооружёнными силами натовских стран и накачивается самым современным оружием.

 “ანტირუსეთი”, ანუ რუსოფობია კოლექტიურმა დასავლეთმა იდეოლოგიად აქცია. ისევე როგორც ებრაელების, სლავების, ბოშების სიძულვილი ფაშისტური გერმანიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი იყო, დღევანდელი კოლექტიური დასავლეთის იდეოლოგიური ქვაკუთხედი რუსეთის სიძულვილი და უმთავრეს საერთაშორისო პრობლემად მისი წარმოჩენაა. რუსოფობია ერთგვარ სავიზიტო ბარათადაც კი იქცა ამა თუ იმ ხალხისა და სახელმწიფოს დემოკრატიულობის დასადგენად. სახელმწიფოს, რომელიც რუსეთს დაუპირისპირდება და მას მტრად გამოაცხადებს, ცივილიზებულ სამყაროში (როგორც დასავლეთი საკუთარ თავს უწოდებს) საპატიო ადგილი გარანტირებული აქვს, ხოლო სახელმწიფო, რომელიც გაბედავს, რომ რუსეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ან თუნდაც ჰუმანიტარული ურთიერთობა დაამყაროს, ავტომატურ რეჟიმში მოინათლება რეჟიმად, დიქტატურად და ტირანიად. რუსეთის მიმართ დასავლეთის ეს დამოკიდებულება გამოწვეულია მისი დაჩოქების, განიარაღებისა და განადგურების მძაფრი სურვილით. ამ საბოლოო მიზანს ისახავს ნატოს მცდელობა, ალყაში მოაქციოს რუსეთი. ამ საგანგაშო მდგომარეობის გამო მოსთხოვა რუსეთმა აშშ აღმოსავლეთით ნატოს გაფართოების შეჩერება და უსაფრთხოების წერილობითი გარანტიები, რაზეც მტკიცე უარი მიიღო. ეს, ალბათ, ერთ-ერთი ბოლო წვეთი იყო, რომელმაც რუსეთის მოთმინების ფიალა აავსო: “Продолжать просто наблюдать за тем, что происходит, мы больше не можем. Это было бы с нашей стороны абсолютно безответственно.” სულ უკანასკნელი წვეთი, კი, რომელმაც მოთმინების ფიალა შეავსო და გადმოიღვარა კიდეც, უკრაინის ფაშისტური ხელისუფლების მიერ ბირთვული იარაღისკენ თვალის გაპარება იყო. პუტინს ეს არ გამორჩენია: “Теперь претендуют ещё и на обладание ядерным оружием. Мы не позволим этого сделать”.

როგორც ვხედავთ, უკრაინაში 1943 წელს დაწყებული დენაციფიკაციის პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ფაშიზმი არ ჩამცხრალა. იგი ვულკანივითაა _ ხან თვლემს, ხან იღვიძებს, ხან კი გავარვარებულ ლავად ამოხეთქავს და ამოიფრქვევა. მეოცე საუკუნის ევროპული ფაშიზმი ოცდამეერთე საუკუნის ამერიკულმა ფაშიზმმა შეავსო. მათ შორის საერთო სხვათა მიმართ უკიდეგანო სიძულვილი და მათი დაპყრობის სურვილია, განმასხვავებელი მხოლოდ ფორმები და მეთოდებია. ევროპული ფაშიზმი თუ ღია მოვლენა იყო, რომელიც საკუთარი სახის დამალვისა და თავისი თავის საპირისპიროთი შენიღბვის გარეშე, პირდაპირ ომით, საკონცენტრაციო ბანაკებითა და სიკვდილით მოდიოდა, ამერიკული ფაშიზმი, სანამ ომამდე და სისხლისღვრამდე მივიდოდეს, ჯერ დემოკრატიით, სიტყვის თავისუფლებით, ადამიანის უფლებების ქადაგებითა და საზოგადოების გამაბრუებელი მრავალი სხვა საფანელით მოდის, რასაც კრედიტები, სესხები და ათასგვარი ფინანსური ინიექციები მოსდევს. ამერიკელები ომს მხოლოდ იქ იწყებენ, სადაც მთავრობის მოსყიდვისა და ხალხის გულის მოგების ეს მდიდარი არსენალი არ ჭრის.

კორეა, ვიეტნამი, იუგოსლავია, ერაყი, ლიბია, სირია და ათასი სხვა მაგალითი ამერიკელების მიერ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ხალხისთვის თავსდატეხილი უბედურებისა მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდებოდა ხოლმე, როდესაც ისინი რწმუნდებოდნენ, რომ ქრთამისა და მოსყიდვის ოდითგანვე ნაცადი მეთოდი არ ჭრიდა. ამერიკელებმა ნაციონალიზმის (ფაშიზმის) ბაცილა ფართოდ გამოიყენეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მეოცე საუკუნის 50-იანი წლებიდან გაჩაღებულცივ ომში”, როგორც მოკავშირე რესპუბლიკების ცენტრისთვის დაპირისპირების ერთერთი უმთავრესი მექანიზმი. უკრაინაში კი ორიათასიანი წლების დასაწყისშივე, ყოველგვარი შეფარვის გარეშე, გააცოცხლეს ფაშისტური სულისკვეთებაც და ფაშისტური ორგანიზაციებიც. ამერიკულიფერადი რევოლუციისგზით უკრაინის ხელისუფლებაში მოსულმა პრეზიდენტმა იუშჩენკომ პირწავარდნილ ფაშისტებს: სტეპან ბანდერასა და რომან შუხევიჩს, რომლებიც დიდი სამამულო ომის წლებში გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომლობდნენ და უამრავი სისაძაგლე აქვთ ჩადენილი, უკრაინის ეროვნული გმირის წოდებები მიანიჭა.

ზელენსკი კი, რომელიც უკრაინაში 2014 წელს განხორციელებული სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოსული ხელისუფლების წარმომადგენელია, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ბანდერას ასე ახასიათებდა: ბანდერა ერთერთი ის ადამიანია, რომელიც უკრაინის თავისუფლებას იცავდა”. ხოლო შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა ბანდერას სახელობის პროსპექტები უკრაინაში, მისი პასუხი ასეთი იყო: ბანდერა გმირია უკრაინელი ხალხის დიდი ნაწილისთვის, ამიტომэто нормально и классно~. აქ მთავარი იუშჩენკოს, ზელენსკისა და მათი მსგავსი ნაძირალების დამოკიდებულება კი არ არის იმ ფაშისტური ლანდების მიმართ, როგორებიც ბანდერა და შუხევიჩი არიან, აქ მთავარი ამერიკელთა მიერ ფაშიზმის, როგორც ყველაზე აგრესიული და სისხლიანი იდეოლოგიის, აღორძინების შემზარავი ფაქტია, რასაც ისინი არ თაკილობენ. “დემოკრატიამერიკელები არ თაკილობენ ფაშისტებთან თანამშრომლობას; არ თაკილობენ სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობას; ტერორისტების გამოყენებას; ტერორისტული სახელმწიფოების ჩამოყალიბებასაც კი. მეტიც, მსოფლიოზე ბატონობისკენ სწრაფვაში აშშ თვითონ იქცა იმ ტერორისტულ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც მისაღებია უკანონო გადაწყვეტილებები, ლინჩის წესით გასამართლება, მკვლელობები, ცხედრები, გვამები, გამქრალი ერები, განადგურებული სახელმწიფოები და, რაც მთავარია, გარყვნილი საზოგადოებები და გარყვნილი თაობები

_ საკმარისია! – უნდა ეთქვა ვიღაცას.

_ Этому не бывать! _ თქვა რუსეთის პრეზიდენტმა. “Да, собственно, и до последнего времени не прекращались попытки использовать нас в своих интересах, разрушить наши традиционные ценности и навязать нам свои псевдоценности, которые разъедали бы нас, наш народ изнутри, те установки, которые они уже агрессивно насаждают в своих странах и которые прямо ведут к деградации и вырождению, поскольку противоречат самой природе человека. Этому не бывать!” აქედან უკვე ნაბიჯიღა იყო გადასადგმელი, თუმცა ეს ძალიან ძნელად გადასადგმელი ნაბიჯი იყო. ეს, ალბათ, ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება იყო იმ პიროვნებისთვის, რომელიც უკვე ოცდაორი წელიწადია, რუსეთის სათავეში იმყოფება და, ბუნებრივია, მრავალი რთული გადაწყვეტილებაც მიუღია. პუტინმა ეს ნაბიჯიც გადადგა: “Mною принято решение о проведении специальной военной операции…”

სამხედრო ოპერაცია თუ ომი? არა, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს სურს ეს პროცესი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომად გაასაღოს, ეს ისევე არ არის ომი, როგორც კიევის გასათავისუფლებლად 1943 წელს და სრულიად უკრაინის გასათავისუფლებლად 1944 წელს დაგეგმილი ოპერაციები არ იყო საბჭოთა კავშირის ომი უკრაინასთან. ახლა, 2022 წელს, უკრაინაში ჩვენ თვალწინ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაც ფაშისტი დამპყრობლებისგან განმათავისუფლებელი ისეთივე სამხედრო ოპერაციაა, როგორი განმათავისუფლებელიც საბჭოთა ხელმძღვანელობის მიერ 1943-44 წლებში დაგეგმილი ოპერაციები იყო.

უბედურება ის არის, რომ ბევრს არ შეუძლია ამის გაგება. არ შეუძლია, რადგან ჩართულია დასავლეთის უმძლავრესი პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც პრესით, ტელევიზიით, რადიოთი, ინტერნეტით, სოციალური ქსელებით 24 საათის განმავლობაში აღწევს ყველა კუთხე-კუნჭულში და გაუთავებლად წამლავს და წამლავს მსოფლიო საზოგადოების ცნობიერებას.

პუტინმა რუსი ხალხისადმი მიმართვაში ამ მდგომარეობას საგანგებოდ გაუსვა ხაზი: “Кстати, сами американские политики, политологи и журналисты пишут и говорят о том, что внутри США создана в последние годы настоящая “империя лжи”. Трудно с этим не согласиться – так оно и есть”.

რა შედეგები შეიძლებოდა ამ ოპერაციის დაწყებას მოჰყოლოდა? პირველი, რაც ამ შემთხვევაში გონებაში გაიელვებს, ესაა კოლექტიური დასავლეთისა და ნატოს ჩართვა პროცესში, რაც მსოფლიო ომს ნიშნავს. ფაქტია, რომ დასავლეთმა ეს ვერ გაბედა. ამაში უდიდესი როლი პუტინის იმ სიტყვებმა იქონია, რომლებიც მან რუსი ხალხისადმი მის ისტორიულ მიმართვაში წარმოთქვა და, რომელიც დასავლეთისკენ იყო მიმართული: “Теперь несколько важных, очень важных слов для тех, у кого может возникнуть соблазн со стороны вмешаться в происходящие события. Кто бы ни пытался помешать нам, а тем более создавать угрозы для нашей страны, для нашего народа, должны знать, что ответ России будет незамедлительным и приведёт вас к таким последствиям, с которыми вы в своей истории ещё никогда не сталкивались. Мы готовы к любому развитию событий. Все необходимые в этой связи решения приняты. Надеюсь, что я буду услышан”. დასავლეთმა არამხოლოდ მოისმინა, არამედ კიდეც შეისმინა პუტინის სიტყვები. ისინი მიხვდნენ, რომ რუსეთთან სამხედრო ენაზე ლაპარაკი შეუძლებელია, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში მთელი მსოფლიო იმ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რომელიც პუტინმა ერთ წინადადებაში ჩამოაყალიბა, როგორც რუსეთის ყოფნა-არყოფნის კრედო, რაც, იმედია, სამუდამოდ ემახსოვრებათ დასავლეთსა თუ აღმოსავლეთში, რადგან ამიერიდან ეს მათი კრედოც არის: А зачем нам такой мир, если там не будет России?!

ეს ყველაფერი იმისთვის მოგახსენეთ, რომ საკუთარი ხალხისადმი რუსეთის პრეზიდენტის ამ ერთი მიმართვის ფონზეც კი სრულად ჩანს, რა არის მამოძრავებელი იმ პროცესისა, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. წინა წერილში ვწერდი, რომ უკრაინა ამ პროცესების განვითარების თეატრია მხოლოდ. სინამდვილეში კი ეს პროცესი, რუსეთისა და უკრაინის ურთიერთობას კი არა, რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობას ეხება. თუ კიდევ უფრო დავაზუსტებთ, ეს პროცესი არის დასავლეთის მიერ რუსეთის კედელთან მიყენების მცდელობის შედეგად წარმოშობილი პროცესი. ეს არის დასავლეთის მიერ რუსეთისთვის გადმოგდებული ხელთათმანი, რომლის შინაარსი, შესაძლებელია, ასე იყოს ფორმულირებული: დაგვნებდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ომს გიცხადებთ!

რუსეთმა დანებებაზე უარი თქვა. აშშ-მა მარიონეტ ზელენსკის დონბასში რუსი ეროვნების მოსახლეობისთვის ცეცხლი გაახსნევინა. ამ რეგიონში უკრაინის ფაშისტურმა ხელისუფლებამ რვა წელიწადში თხუთმეტი ათასი რუსი ეროვნების საკუთარი მოქალაქე გაანადგურა, რასაც რუსეთი თვალებზე შემშრალი სიმწრის ცრემლებით ითმენდა და იტანდა. ზელენსკის ჯალათებმა ამერიკელთა დავალებით სერიულ მკვლელობათა მასშტაბი გაზარდეს, ანუ დონბასში რუსი ეროვნების მოსახლეობის აშკარა გენოციდს მიჰყვეს ხელი. წინა წერილში იმასაც ვწერდი, რომ რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის თეორიული შანსიც კი არ არსებობს, ყირიმში ან დონბასში კიევის ხელისუფლების შეჭრის გარდამეთქი. რუსეთი კი არ შეიჭრა უკრაინაში, კიევის ხელისუფლება შემოიჭრა რუსულ სივრცესა და რუსი ეროვნების მოსახლეობაში. ამას მოჰყვა რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება, შემდეგ კი, არა სამხედრო შეჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ სამხედრო ოპერაცია უკრაინის ტერიტორიაზე დონბასის მოსახლეობის დასაცავად და უკრაინის დემილიტარიზაციადენაციფიკაციისათვის.

ვიმეორებ: ეს არის სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიმართულია ამერიკელთა მიერ უკრაინაში შეტანილი უზარმაზარი რაოდენობის იარაღის გასანადგურებლად, ანუ დემილიტარიზაციისკენ და მათ მიერვე სახელმწიფო გადატრიალების გზით მოყვანილი ნაცისტური რეჟიმისგან ქვეყნის გასაწმენდად, ანუ დენაციფიკაციისკენ. ეს არის უკრაინის განთავისუფლების ისეთივე სამხედრო ოპერაცია, როგორიც იყო 1943 წლისა და 1944 წლის სამხედრო ოპერაციები ფაშისტური რეჟიმისგან ჯერ კიევის, შემდეგ კი მთელი უკრაინის გასათავისუფლებლად. დასავლეთმა გლობალური ომის წამოწყება ვერ გაბედა, მაგრამ რუსეთს არამხოლოდ ეკონომიკური, არამედ ყველანაირი სანქცია დაუწესა, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას უდიდეს დარტყმას მიაყენებს. ეს კი ბირთვული თავდასხმის ტოლფასია. ამის პასუხად პუტინმა საბრძოლო მზადყოფნაზე გადაიყვანა რუსეთის მთელი ბირთვული არსენალი: “Высшие должностные лица ведущих стран НАТО допускают и агрессивные высказывания в адрес нашей страны, поэтому приказываю министру обороны и начальнику Генерального штаба перевести силы сдерживания Российской армии в особый режим несения боевого дежурства”. ეს იმას ნიშნავს, რომ პუტინი რუსეთზე ბირთვული თავდასხმის შემთხვევაშიც არ დაიჩოქებს და გამოწვევას მიიღებს. საბოლოო ჯამში რას ნიშნავს ეს ყველაფერი _ ბირთვული კატასტროფის მოახლოებას? მე ვფიქრობ, რომ პირიქით. პუტინმა, მისი თავიდან ბოლომდე სწორად გათვლილი დიპლომატიითა და პოლიტიკით, არმიაში გატარებული ბრწყინვალე რეფორმებით, წელში გამართული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსითა და გაღვიძებული პატრიოტული სულისკვეთებით ამ ეტაპზე კაცობრიობას ბირთვული საფრთხე, რომლისკენაც აშშ მიაქანებდა, აარიდა. ეს არის ის ისტორიული მიღწევა, რომლის მოწმენიც ამ დღეებში ვართ, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგებით. ამ შედეგთა შორის გამოვყოფ, ჩემი აზრით, უმთავრესს:

* უკრაინის დემილიტარიზაციადენაციფიკაციის ოპერაცია მალე წარმატებით დასრულდება. უკრაინელი ნაცისტები გასამართლდებიან, ქვეყანაში კი ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები, რომლის შემდეგ უკრაინელი ხალხი თავად გადაწყვეტს, რა გზით სურს სიარული.

* დასავლური წნეხისგან განთავისუფლდება საქართველოც. დასრულდება ნატოსკენ სწრაფვის ასე შეურაცხმყოფელი ისტორია და ცუდ მოგონებად შემორჩება საზოგადოებრივ ცნობიერებას.

* აშშ და ნატო იძულებული იქნებიან, აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდანაც უკან დაიხიონ და დასავლეთსა და რუსეთს შორის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის ბუფერული სივრცე შექმნან, რომელიც დაძაბულობის მოხსნის აუცილებელი პირობაა.

* რუსეთი განთავისუფლდება დასავლეთის კომპლექსისგან, რომელიც ლამის საბედისწეროდ ექცა ბოლო ოცდაათი წელიწადის განმავლობაში. დასავლეთის წინაშე თავის დადრეკის სამარცხვინო სენი თანდათანობით უკან დაიხევს და წინა პლანზე რუსული კულტურა, მეცნიერება, ხელოვნება და ტრადიციული ღირებულებები წამოიწევს.

* დასავლეთის კომპლექსისგან განთავისუფლდება ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეც, განსაკუთრებით კი საქართველო, რომელმაც ჯერ საკუთარ თავზე იწვნია, ახლა კი უკრაინის მაგალითზეც იხილა და განიცადა, რასაც ნიშნავს დასავლეთისსტრატეგიული პარტნიორებისადა ნატოს იმედად ყოფნა.

ჩვენ ხომ მოვისმინეთ დასავლეთის მიერ პანღურნაკრავი და მიტოვებული ზელენსკის გოდება, რომელიც, როგორც ასეთ დროს იტყვიან-ხოლმე, ცას სწვდებოდა: „Кто готов дать Украине гарантию вступления в НАТО? Честно, все боятся. Я спрашиваю у них: вы с нами? Они отвечают, что с нами, но нас с собой в Альянс брать не готовы. Я спросил сегодня у двадцати семи лидеров Европы, быть ли Украине в НАТО. Прямо спросил. Все боятся”. აქ შეუძლებელია არ გაგახსენდეს ბიბლიური “იერემიას გოდება”, სადაც ასეთი მრავლისთქმელი სიტყვებია ჩაწერილი: მოგატყუეს და გძლიეს შენმა კეთილისმყოფელებმა, ლიაში ჩაგეფლა ფეხი, მათ კი მიგატოვეს და წავიდნენ” (38,22).

ბრიყვები არიან ისინი, ვინც ამერიკისგან ელიან ხსნას. ამერიკას ერთი სურვილი ამოძრავებს: ერებმა, ხალხებმა, ცივილიზაციებმა, რაც შეიძლება, მეტად ხოცონ ერთმანეთი თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის საბაბით. დასაბუთება გნებავთ? ინებეთ: ამ სტატიას ხომ აშშ-ის პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის სწორედ ის სიტყვები წარვუმძღვარე ეპიგრაფად, რომლებიც საუკეთესო დასაბუთებაა ამ დებულებისა.

P.S. მასალა უკვე რედაქციაში მქონდა გაგზავნილი, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ისტორიული მნიშვნელობის მქონე განცხადება გააკეთა: “დროა, ამერიკული ბირთვული შეიარაღება ევროპიდან სახლში დაბრუნდეს, მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა კი ლიკვიდირებულიქნას.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here