რუსეთის ჰიპოთეზური შეტევის მოსაგერიებლად უკრაინას არ ეყოფა ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექს FGM-148 Javelin–ის ის რაოდენობა, რომელიც ამჟამად აქვს, _ მიაჩნია Popular Mechanics–ის მიმომხილველ კაილ მიზოკამის.
მიმომხილველი აღნიშნავს, რომ ეს ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსი მართლა ეფექტიანია, მაგრამ ამჟამად უკრაინაში არსებული “ჯაველინებით” მხოლოდ 3 ბატალიონის (28-დან) აღჭურვა შეიძლება. ამასთანავე, ამ მოწყობილობის დაზიანება ან განადგურება ადვილია არტილერიით, რადგან მონტაჟდება მსუბუქ ჯავშანმანქანებზე. რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის შემთხევაში “ჯაველინები” უკრაინისთვის მეორეხარისხოვან როლს შეასრულებენ.
vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ