Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინელი რადიკალები თავს დაესხნენ წმინდა სამების ტაძარს ივანო-ფრანკოვსკის ოლქში

უკრაინელი რადიკალები თავს დაესხნენ წმინდა სამების ტაძარს ივანო-ფრანკოვსკის ოლქში

რა აქვს საერთო მაიდანს ავტოკეფალიასთან?

1468
მიტროპოლიტი ონოფრე

უკრაინელი რადიკალები დასავლეთ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სამების ტაძარში შეიჭრნენ და ორი ადამიანი დაჭრეს. ივანოფრანკოვსკის ოლქის დასახლება ბოგოროდჩანიში ნაციონალისტებმა შელეწეს ტაძრის კარი, ჩაამსხვრიეს მინები და შენობის დატოვებისას მორწმუნეები სცემეს. ერთმა მამაკაცმა ტვინის შერყევა მიიღო, მეორეს კი ხელი მოსტყდა. თავდამსხმელებმა შეურაცხყვეს, აგრეთვე, ტაძრის წინამძღვარი ვლადიმერ შუვარი.

ადამიანის უფლებების გაეროს მონიტორინგის მისიამ უკრაინაში გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამა წლის მაის-აგვისტოში უკრაინის მართლმადიდებელი კანონიკური ეკლესიის ტაძრებს 6-ჯერ დაესხნენ თავს, თუმცა სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მხოლოდ 2 შემთხვევაში. სულ კი 4 თვის განმავლობაში ნაციონალისტებმა ხელში ჩაიგდეს 50 ტაძარი.

რა აქვს საერთო მაიდანს ავტოკეფალისთან? _ დე იურე ორივე დამოუკიდებლობას ნიშნავს, დე ფაქტო _ საწინააღმდეგოს.

უკრაინის შემთხვევაში “დამოუკიდებლობის მოპოვება” _ ეს არის რაღაცის ერთი ხელიდან მეორეში გადასვლა. ოღონდ საკითხავია, ვის ხელში? და რა შუაშია აქ აშშ?

გაზაფხულზე ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა საბერძნეთში აშშ-ის ელჩი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში _ ჯეფრი პაიეტი, ხოლო უკრაინაში აშშ-ის ამჟამინდელმა ელჩმა მერი იოვანოვიჩმა მოლაპარაკებები გამართა მოსკოვის საპატრიარქოს უკრიანის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ონოფრესა და კიევის არაკანონიკურ პატრიარქ ფილარეტთან. ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ეკლესიის საკითხის მეშვეობით შეიძლება მოახლოვდეს უკრაინის კონფლიქტის დასრულება.

სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ კიდევ ჯონ კერის მოღვაწეობის პერიოდში შექმნეს რელიგიური საკითხების სპეციალური ოფისი. მე რამდენჯერმე შევხვდი მის ხელმძღვანელს. მისი თქმით, ამერიკული დიპლომატია მივიდა დასკვნამდე: რელიგიური შემადგენლის გარეშე დიპლომატიური მოღვაწეობა წარმატებული ვერ იქნება”, _ განუცხადა კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სპიკერმა, არქიეპისკოპოსმა ევსტრატემ ბრიტანულ ტელეარხ “ბი-ბი-სის”.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში “ბი-ბი-სის” თხოვნაზე კომენტარი გაეკეთებინათ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მოლაპარაკებებში ამერიკული დიპლომატიების მონაწილეობაზე, განაცხადეს, რომ, “ამერიკული დიპლომატები რეგულარულად ურთიერთობენ რელიგიური თემების ფართო წრეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან”.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკრაინის ავტოკეფალიის ნებისმიერი გადაწყვეტილება ეკლესიის საშინაო საქმეა”, _ დასძინა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წამომადგენელმა. მანამდე, 11 სექტემბერს კი, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ კურატორობას გაუწევს “რელიგიური თავისუფლების განვითარებას” უკრინაში. როგორც ხედავთ, უკრაინაში თავისუფლება არ არის, არის მხოლოდ ვიღაცის გავლენა.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here