Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინელი მფრინავები და კონსტრუქტორები რუსეთში გარბიან

უკრაინელი მფრინავები და კონსტრუქტორები რუსეთში გარბიან

499
უკრაინელი მფრინავები და კონსტრუქტორები რუსეთში გარბიან

ბევრი მაღალკვალიფიციური უკრაინელი სპეციალისტი რუსეთში მიემგზავრება. რუსეთი კი სიამოვნებით იღებს უკრაინელ კონსტრუქტორებს, მფრინავებს და მათ სამუშაოსა და მოქალაქეობას აძლევს”, _ განაცხადა ექსდეპუტატმა, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ყოფილმა მინისტრმა ევგენი ჩერვონენკომ არხ Newsone ეთერში.

ჩერვონენკომ დასძინა, რომ უკრაინაში გაუქმდა საპენსიო შეღავათები მფრინავი-გამომცდელებისთვის და ისინი ახლა დაახლოებით 370 დოლარს იღებენ (გრივნებში _ ნ.კ.). არადა, არიან უამრავი მსოფლიო რეკორდის ავტორები.

თავის მხრივ, უკრაინის პარლამენტის ექსდეპუტატმა და ინტერპოლის უკრაინის ბიუროს ყოფილმა ხელმძღვანელმა არხ “ნაშ”-ის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის სხვა თანამშრომლებიც მიდიან რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში სამუშაოდ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here