Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინელი მედესანტეები ნატოს ნაწილებთან ერთობლივი სწავლებისას საბრძოლო მანქანით წყალში ჩაიძირნენ და დაიღუპნენ

უკრაინელი მედესანტეები ნატოს ნაწილებთან ერთობლივი სწავლებისას საბრძოლო მანქანით წყალში ჩაიძირნენ და დაიღუპნენ

361
უკრაინელი მედესანტეები

2019 წლის 19 ივლისს დონეცკის სახალხო მილიციის პრესცენტრის ხელმძღვანელმა დანიელ ბეზსონოვმა (პირობითი სახელი “გუდვინი”) განაცხადა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსანი სამხედროები მალავენ დანაკარგებს. მისი თქმით, ნატოს ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით სწავლების მიმდინარეობისას, წყლის წინაღობის დაძლევის მომენტში საბრძოლო მანქანა წყალში ჩაიძირა და მასში მყოფი 3 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

ეს უბედური შემთხვევა მოხდა ლვოვის ოლქში განლაგებულ მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრში. საბრძოლო-სადესანტო მანქანასთან ერთად ჩაიძირა მისი ეკიპაჟიც, უკრაინის შეიარაღებული ძალების 95-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის მედესანტეები. აღნიშნული ბრიგადა (სამხედრო ნაწილი AO281) ბაზირებულია ჟიტომირში.

“დაზვერვის მონაცემებით, ლვოვის ოლქის მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრში ნატოს ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით წყლის წინაღობის დაძლევის ტაქტიკური სწავლებისას წყალში ჩაიძირა 95-ე სადესანტო მოიერიშე ბრიგადის სადესანტო საბრძოლო მანქანა. ჯავშანმანქანაში იმყოფებოდა სამი მედესანტე”, _ განაცხადა ბეზსონოვმა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here