Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინელებს ასწავლიან სექსს

უკრაინელებს ასწავლიან სექსს

1004
უკრაინელებს ასწავლიან სექსს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ულიანა სუპრუნმა (აშშის ალაბამის შტატიდან უკრაინის მთავრობაში მიწვეულმა მედდამ) მოსახლეობას აუხსნა, რას ნიშნავს სექსუალურ ურთიერთობაზე დათანხმება.

ძალა არ დაიშურა და იქვე განმარტა, დეტალურად და საფუძვლიანად, როგორ უნდა გაიგონ მოძალადეებმა ის ცვლილებები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანეს გაუპატიურებისა და ძალადობის გამო სასჯელის დამძიმების მიზნით.

ეტყობა, ამით არ დაკმაყოფილდა და ყველაფერი გასაგები რომ ყოფილიყო მასებისთვის, რომლებიც სექსს მინისტრ სუპრუნის მითითებებისა და რეკომენდაციების გარეშეც აქტიურად მისდევენ, თავისი ნაუბარი განავრცო მულტფილმით, რომელიც… ბრიტანეთის პოლიციის თვალსაჩინო პროპაგანდის საცავებში მოიძია.

უკრაინელებს ისღა დარჩათ, რომ მასხრად აეგდოთ საკანონმდებლო ცვლილებების აგიტატორი ულიანა სუპრუნი, ანუ “ექიმი სიკვდილი”, როგორც მას მოიხსენიებენ, და სოციალურ ქსელებში გაევრცელებინათ მხიარული “აქტები სხვა ცოცხალ ადამიანში შეღწევის” ვარიანტების სახით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here