Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინელები პოლონეთში მუშაობაზე: ისე გვეპყრობიან, როგორც პირუტყვებს

უკრაინელები პოლონეთში მუშაობაზე: ისე გვეპყრობიან, როგორც პირუტყვებს

2142
უკრაინელები პოლონეთში მუშაობაზე: ისე გვეპყრობიან, როგორც პირუტყვებს

გვიხდიან გაცილებით ნაკლებს, ვიდრე თავიანთ მუშებს; დაგვცინიან, გვატყუებენ. სამუშაო პირობები კატორღულია”, _ ასე ახასიათებენ სამუშაო სეზონს პოლონეთში უკრაინელისამუშაოს მაძიებელნი” (“ზარაბოტჩანე” _ უკრაინულად).

თავის უკრაინულ თავგადასავალზე უკრაინულ გამოცემა Strana.ua-ს ესაუბრა ქალაქ ლუცკის მცხოვრები გალინა ფედიშინა.

“პოლონელები ადრეც ხშირად დასცინოდნენ უკრაინელებს, ფულს სრულად არ უხდიდნენ. ახლა კი სულ გამხეცდნენ. ბოლო კვირაში ორ მეურნეობაში ვიყავი, ვარშავასთან ახლოს _ და ყოველთვის ცდილობდნენ ჩემს მოტყუებას, ისე გვეპყრობიან, როგორც პირუტყვებს. სამუშაო პირობები კი კატორღულია”, _ თქვა გალინა ფედიშინამ.

პოლონეთის შრომითი მოწყობის სააგენტოებში ამბობენ, რომ ძალიან ბევრია სამუშაოს მაძიებელი. სამუშაო რომ იშოვნონ (ლაპარაკია მარწყვის პლანტაციებზე) უკრაინელებს უზარმაზარ რიგში დგომა უწევთ სასაზღვრო გადასასვლელ “შეგინიზე”.

მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here