“უკრაინას გადაარჩენს მხოლოდ გარედან მართვა აშშ–ის მიერ”, _ განაცხადა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ტელეარხ “112 უკრაინა”-ს ეთერში. ჟურნალისტის თქმით, კორუფცირებული პირებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში ერთმანეთს ცვლიან, ქვეყნის გათავისუფლების სხვა გზა არ არსებობს.
“ზოგჯერ ვფიქრობ, როგორ გავარღვიოთ ეს მანკიერი წრე და, ჩემი აზრით, დღეს ერთი გამოსავალი არსებობს. ვიტყვი და ბევრი დაიწყებს ფურთხებას, მხოლოდ გარედან მართვა გვიხსნის, თანაც არა ევროპიდან, რადგან ევროპას თავისი პრობლემები ჰყოფნის. მხოლოდ ამერიკის მმართველობა გადაგვარჩენს, სხვა გზას ვერ ვხედავ”, _ განაცხადა გორდონმა.