Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინა პირველ ადგილზეა კორუმპირებულ სახელმწიფოთა შორის

უკრაინა პირველ ადგილზეა კორუმპირებულ სახელმწიფოთა შორის

1202
კორუფცია

ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, ინდოეთისა და აფრიკის 41 სახელმწიფოს შორის კორუმპირებულობის მიხედვით, Ernst & Yourg აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, პირველ ადგილზე უკრაინა დასახელდა.

ქრთამის საშუალო ოდენობამ მიმდინარე წელს, ტელეარხგრომადსკის მიხედვით, დაახლოებით 1,4 ათასი ევრო შეადგინა, რაც საშუალო ხელფასს ხუთჯერ აღემატება.

კორუფცია გავრცელებულია პრაქტიკულად ყველა სფეროში _ უწყებათაშორისი კორუფციით დაწყებული, უნივერსიტეტებით, საგადასახადო ორგანოებითა და სასამართლოებით დამთავრებული. უფრო მეტიც, აშშ-ში მიიჩნევენ, რომ კორუფციამ უკრაინაში ბირთვულ დარგშიც კი შეაღწია. აშშ-ის პრესა წერს, ასეთ სერიოზულ დარგში რომ მექრთამეობა შეიძლება გახდეს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის მსგავსი კატასტროფა.

“პრობლემები, რომლებიც უკრაინის ატომურ ენერგეტიკაში წარმოიქმნა, მრავალწახნაგოვანია, მაგრამ მათ შორის მთავარი არის კორუფცია, რომელიც ბადებს უპასუხისმგებლობასა და უდარდელობას კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაში”, _ წერს ვაშინგტონ თაიმსი”.

ნუ წარმოიდგენენ ჩვენი მკითხველები ისე, თითქოს ახლახან გაჩნდა ეს პრობლემა ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, არა. კორუფციის დონის შესამცირებლად დონორ ქვეყნებს ადრეც არაერთხელ გამოუყვიათ ათობით მილიონი დოლარი, კორუფცია კი არა თუ არ კლებულობს, არამედ უფრო ვრცელდება.

კორუფციას და ხელისუფლების გაუმჭვირვალობას წლების განმავლობაში ებრძვიან ევროკავშირიც, დიდი ბრიტანეთიც, კანადაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც, მაგრამ მათ მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი სახსრები უფრო ჰგავს მექრთამეობის ხანძრისთვის შეკეთებულ მუგუზალს, ვიდრე ხანძარზე მიშვებულ წყლის ჭავლს.

ანალიტიკურ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელებში ახლახან გამოქვეყნდა, ჟურნალისტი დიანა ოვსეპიანი საინტერესოდ მიმოიხილავს უკრაინისა და დასავლეთის წამყვანი ქვეყნების ურთიერთობას ამ კუთხით.

ასე, მაგალითად, სულ რამდენიმე თვის წინათ აშშის სახელმწიფო დეპარტამენტმა 800 ათასი დოლარი გამოუყო უკრაინის საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მასმედიას ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების გასაკონტროლებლად. შემდეგ დამატებით გაიღო 20 მილიონი დოლარი კიევის ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ორგანიზების, მოქალაქეთა მიერ მოხელეების საქმიანობის გაკონტროლებისა და ქვეყნის კანონმდებლობის ევროპული სტანდარტების დონემდე ასამაღლებლად. გასულ თვეში ამავე მიზნების განსახორციელებლად უკრაინას კიდევ 54 მილიონი დოლარი უბოძეს.

შედეგი?!

“არც თეთრი სახლი, არც სახელმწიფო დეპარტამენტი არ იტყობინება, სად მიედინება ამერიკელ გადამხდელთა მილიონობით დოლარი და რა შედეგებს მიაღწია ვაშინგტონმა კიევში”, _ აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ესენი დუმან, პრეზიდენტი პოროშენკო კი არ მალავს უკმაყოფილებას თავის ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციული საქმიანობით.

ევროპის აუდიტორთა სასამართლოს მონაცემებით, 2007-დან 2015 წლებში ევროკავშირმა ამ ქვეყნის ხელისუფლებას 1,6 მილიარდი ევრო გამოუყო გრანტების სახით, 3,4 მილიარდი ასესხა. ამ სასამართლოს დასკვნით, ევროკავშირის მიერ გაღებული ფული უეფექტოდ იხარჯება, უკრაინა ევროპაში ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნად რჩება. “შედეგები არამდგრადია”, _ ხაზს უსვამენ აუდიტორები.

უცნაური ლოგიკაა: აღიარებენ, რომ ფული წყალს მიაქვს და განაგრძობენ დაფინანსებას: აპრილის დასაწყისში უკრაინა ევროკავშირმა 600-მილიონი ევროთი დააფინანსა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კი 3 აპრილს 1 მილიარდი დოლარის ტრანში მიართვა ეკონომიკური რეფორმების განსახორციელებლად.

ფინანსური დახმარების საერთო ოდენობა 8.4 მილიარდი დოლარია.

აშშ-ის დოლარების საბეჭდი დაზგა გამართულად მუშაობს.

იქით კანადამ გამოიღო ხელი: ოტავამ უკრაინის დემოკრატიზაციის პროგრამა აამოქმედა და მზად არის, 19 მილიონი დოლარი გაიღოს ამ კეთილშობილი მიზნის მისაღწევად. ამ ფულით, როგორც განცხადებულია, შეიქმნება ღია მთავრობა, რომელმაც ქვეყანაში კორუფციის დონე უნდა შეამციროს.

ოტავა კიევში ფედერალური ექსპერტებისა და მოხელეების გაგზავნას აპირებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობა და პოლიტიკურ პროცესებში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა.

დანიაც კი თავს ევლება უკრაინას. 2015 წლიდან აამოქმედა პროგრამა უკრაინაში ანტიკორუფციული საქმიანობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ღონისძიებათა დასაფინანსებლად. ამ მიზნისთვის გამოყოფილი აქვს 10 მილიონი დოლარი, გასულ თვეში 65 მილიონიც დაუმატა.

მოკლედ, უკრაინა ფინანსურ ვალდებულებათა ბადეში ისეა მოქცეული, როგორც ოქროს თევზი, რომელმაც მებადურს ყველა სურვილი უნდა შეუსრულოს.

P.S. სახელმწიფო დაფინანსების გაუმჭვირვალობისა და კორუფციის პრობლემებმა კიევშიევროვიზიისკონკურსის ორგანიზების პროცესშიც იჩინა თავი.

უკრაინის ეროვნული ტელეკომპანიის გადამდგარმა დირექტორმა ზურაბ ალასანიამ განაცხადა, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვების ერთერთი მიზეზი ქვეყანაში სიმღერის კონკურსის ლეგალური და გამჭვირვალე გზის არარსებობა იყო. “ევროვიზიისთვისმომზადების პროცესში, როგორც მან თქვა, თავი იჩინა თანმდევმა ხარჯებმაათობით მილიონი ევროს ოდენობით”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here