კიევის საოლქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ 2016 წელს პრივატბანკის ნაციონალიზაცია უკანონო იყო და ის უნდა დაუბრუნდეს მფლობელს _ იგორ კოლომოისკის. ნაციონალიზაციის შემდეგ უკრაინის სახელმწიფომ გაკოტრების პირას მისულ ბანკში 117 მლრდ გრივნა, ანუ 4,4 მლრდ დოლარი ჩადო. ახლა კი ეს თანხა მფლობელს უბრუნდება.
წინა კვირაში უკრაინის სასამართლოებმა:
* გაათავისუფლეს ნადეჟდა სავჩენკო და ვლადიმირ რუბანი;
* შეწყვიტეს სისხლისსამართლებრივი დევნა ჟურნალისტ ანალოტი შარიის მიმართ;
* მოხსნეს ყადაღა იანუკოვიჩის ფულს;
* გააუქმეს პრივატბანკის ნაციონალიზაცია.
ცვლილებების პროცესი ისე სწრაფად მიმდინარეობს და ისეთი ხასიათი მიიღო, შეიძლება იანუკოვიჩის დამხობაც კი გააუქმონ.