Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს პოროშენკოსა და პარუბიის წინააღმდეგ

უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს პოროშენკოსა და პარუბიის წინააღმდეგ

273
უკრაინაში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს პოროშენკოსა და პარუბიის წინააღმდეგ

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმე აღძრეს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: “ძალაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებადასასამართლო ორგანოების მუშაობაში ჩარევა”. ამის შესახებ განაცხადა ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, იურისტმა ანდრეი პორტნოვმა.

“ვავიწროებთ წრეს და ველოდებით გენერალური პროკურორის (იური ლუცენკოს _ ნ.კ.) გადადგომას, რათა დავიწყოთ პირველი დაკავებები და დაპატიმრებები”, _ დაწერა პორტნოვმა სოციალურ ქსელში. უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს სპეციალისტებს პოროშენკოს მიმართ აღძრული აქვთ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე. მას ადანაშაულებენ სახელმწიფოს ღალატში, დანაშაულებრივი შემოსავლების ლეგალიზებაში, გადასახადების დამალვაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, სასამართლო ხელისუფლების უზურპაციაში, აგრეთვე, უკრაინის მინისტრთა კაბინეტის უკანონოდ დანიშვნაში.

გამოძიების ბიურომ სახელმწიფო ღალატის მუხლით გამოძიების დასაწყებად საკმარის საფუძვლად ცნო ის ამბავი, რომ უზენაესი რადის (უკრაინის პარლამენტი) სპიკერმა ანდრეი პარუბიიმ 3 წლის განმავლობაში ხელი არ მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს არმიაში მაროდიორობისა და კორუფციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here