Home ახალი ამბები მსოფლიო “უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტით აშშ დაინტერესებული არ არის”

“უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტით აშშ დაინტერესებული არ არის”

136

ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში ვითარების მადესტაბილიზებელია და ყველაზე ნაკლებად არის დაინტერესებული რუსეთსა და უკრაინას შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტაში, _ წერს ჩინური გაზეთი Global Times.

“აშშ ყველაზე დიდი მადესტაბილიზებელი ფაქტორია ევროპაში. ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ნაკლებად არის დაინტერესებული რფ-სა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტაში”, _ აღნიშნულია Global Times-ის სარედაქციო სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონი ხელს არ უწყობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს, პირიქით _ ცდილობს კონფლიქტის გაღრმავებას და მოსკოვისა და კიევის ურთიერთობის გაცივებას. გაზეთი აღნიშნავს, რომ, თუ გათვალისწინებული იქნება შეშფოთება ორივე მხარისა, რომლებიც ცდილობენ, მიიღონ საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები, მაშინ ავტომატურად დასუსტდება აშშ-ისა და ნატოს როლი.

“აშშ-ს, ეჭვგარეშეა, არ სურს, დადებითი შედეგები”, _ ნათქვამია სტატიაში. გაზეთი აღნიშნავს, რომ უკრაინის კრიზისმა მჭიდროდ დააკავშირა ერთმანეთთან ვაშინგტონი და კიევი, ამიტომ უკრაინის მოქმედებები “უფრო ძლიერად იქნება კოორდინირებული ვაშინგტონის მიერ”.

გამოცემის აზრით, “თეთრი სახლი შექმნის ჩიხურ ვითარებას, რათა შემდეგ იქიდან გამოსვლაში გაეხმაროს უკრაინას. ჩინელი ავტორიტეტული პოლიტოლოგის, პროფესორ ლი ჰიდუნის აზრით, უკრაინის კრიზისი აშშ-ისთვის არის ინსტრუმენტი, რომლითაც რუსეთი უნდა დააზიანოს”.

eadauly.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here