Home ახალი ამბები უკრაინაში პუტინზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილის ცოლი მოკლეს

უკრაინაში პუტინზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილის ცოლი მოკლეს

877
უკრაინაში პუტინზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილის, ადამ ოსმაევის ავტმობილს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად ოსამაევი დაიჭრა, მისი ცოლი ამინა ოკუევა კი დაიღუპა.

ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ დაწერა.

გერაშენკოს თქმით, შემთხვევა კიევთან ახლოს მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ოსმაევსა და მის ცოლზე თავდასხმა მიმდინარე წლის ივნისშიც მოხდა. ოსმაევი 2012 წლის თებერვალში ოდესაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა დააკავეს და ბრალად კორპუსის აფეთქებისთვის მზადება წაუყენეს. გამოძიება ასევე მას თანამზრახველებთან ერთად პრეზიდენტ ვალდიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებას ედავდებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here