Home სხვადასხვა დაიჯესტი უკრაინაში “ეკლესიების გაერთიანების” საქმე კარგად ვერ მიდის

უკრაინაში “ეკლესიების გაერთიანების” საქმე კარგად ვერ მიდის

748
უკრაინაში “ეკლესიების გაერთიანების” საქმე კარგად ვერ მიდის

.. უკრაინის ავტოკეფალიური ეკლესიის გამაერთიანებელი კრება, რომელიც 22 ნოემბერს იყო დანიშნული, არ გაიმართება, _ განაცხადა როგორც უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ასევე კონსტანტინოპოლის პრესსამსახურის უფროსმა და თვით უკრაინის პარლამენტის სპიკერმა ანდრეი პარუბიიმ, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვსტომოსის მინიჭებისსაკითხთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ “ისტორიული ღონისძიების ჩატარების თარიღი დამოკიდებულია უკრაინელ ეპისკოპოსებს შორის მოლაპარაკების დასრულებაზე”. ამჟამად მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსების 13 ნოემბრის კრებაზე გადაწყდა, რომ ეს ეკლესია უარს ამბობს გაერთიანებაზე. ეკლესიის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “ტომოსის მინიჭება” გარედან თავსმოხვეული ხელოვნური პროცესია, რომელიც გააღრმავებს მართლმადიდებლებაში წარმოქმნილ განხეთქილებას.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს მცდელობა, “უკრაინის სახლში” (ყოფილი ლენინის მუზეუმი) მოლაპარაკებები გაემართა მოსკოვის საპატრიარქოს იერარქიებთან, წარუმატებლად დასრულდა. შეხვედრაზე მივიდა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ორი ეპისკოპოსი, ამიტომ გადაწყდა, გადაეწიათ “დამფუძნებელი კრების” თარიღი, რადგან გაერთიანების მსურველი არავინ ჩანდა.

უკრაინის უშიშროების სამსახური ამჟამად “გასაუბრებაზე” იბარებს მოსკოვის საპატრიარქოს ეპისკოპოსებს. ეს წნეხში მოქცევაა ეკლესიის იერარქებისა და მათი იძულება “ავტოკეფალიურ შეკრებაში” მონაწილეობაზე.

პარალელურად, პრეზიდენტისადმი მორჩილმა მედიამ დაიწყო იმ ეპისკოპოსების დისკრედიტაციის კამპანია, რომლებიც უარს ამბობენ გაერთიანებაზე, ქვეყნდება სტატიები იერარქების მანქანებზე, უძრავ ქონებაზე, მათ დასვენებაზე პრესტიჟულ კურორტებზე და ა.შ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “გამაერთიანებელი კრება” დანიშნულია 9-10 დეკემბერს, თუმცა ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს. ეს გასაგებიცაა: როგორც ჩანს, ამ წელს უკრაინისთვის “ტომოსის მინიჭებას” ვერ შეძლებენ.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here