Home ახალი ამბები მსოფლიო უკვე მალე, რუსეთის სამხედრო მრეწველობა ახალ საოცარ მოიერიშე თვითმფრინავს გამოუშვებს

უკვე მალე, რუსეთის სამხედრო მრეწველობა ახალ საოცარ მოიერიშე თვითმფრინავს გამოუშვებს

404
უკვე მალე, რუსეთის სამხედრო მრეწველობა ახალ საოცარ მოიერიშე თვითმფრინავს გამოუშვებს

რუსეთის სამხედრო კორპორაციაროსტეხმაშორი რადიუსის მოქმედების, ახალი თაობის მოიერიშედამჭერი თვითმფრინავის გამოშვებაზე მუშაობა დაიწყო. ახალი თვითმფრინავის პირობითი დასახელებაამიგ-41” (МиГ-41). უკვე ჩატარდა 200 სხვადასხვა სახის ტესტი

თავის პირველ ფრენას “მიგ-41” უკვე 2023 წელს შეასრულებს, ხოლო 2030 წლისთვის მისი სერიული გამოშვება დაიწყება. ახალი თვითმფრინავი ჩაანაცვლებს “მიგ-31”-ს, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების მიერ იქნა ათვისებული 1981 წელს.

რუსეთის ავიამშენებელ კორპორაცია “МиГ”-ში აცხადებენ, რომ “მიგ-41” სამხედრო ამოცანების შესრულებას ახლო კოსმოსშიც შეძლებს. ეს იქნება “აბსოლუტურად ახალი თვითმფრინავი და არა წინამორბედის ღრმა მოდერნიზაცია” – იუწყებიან კონსტრუქტორები, რომლებმაც დასძინეს, რომ “მიგ-41”-ში გამოიყენება სრულიად ახალი ტექნოლოგიები არქტიკულ სივრცეში სამუშაოდ, ხოლო პერსპექტივისთვის, თვითმფრინავი პილოტის გარეშეც შეძლებს მთელი რიგი სამხედრო ამოცანების განხორციელებას.

მართლაც საოცრებაა – 25 კილომეტრზე მაღალ სივრცეში ანუ ახლო კოსმოსში, ახალი თვითმფრინავი საათში 4500-კილომეტრიან სიჩქარეს განავითარებს, მისი დამჭერობის რადიუსი კი 1500 კილომეტრი იქნება. მიზანს “მიგ-41” 300 კილომეტრამდე გაანადგურებს Р-37 და Р-37М რაკეტების საშუალებით.

რუსული თვითმფრინავის ტექნოლოგიურობას ამერიკელი სამხედროებიც აღიარებენ. 2020 წელს ჟურნალმა “Military Watch” ივარაუდა, რომ “მიგ-41” შეითავსებს “მიგ-25” და “მიგ-31”-ის ყველა უპირატესობას, ახალი თაობის ტექნოლოგიებთან ერთად. ამრიგად, – წერდნენ ამერიკელი ექსპერტები, “მიგ-41” შეძლებს, დაემუქროს პირობითი მოწინააღმდეგის კოსმოსურ თანამგზავრებს. ასევე ამერიკულმა გამოცემამ “The National Interest” ახალი რუსული თვითმფრინავი მე-6 თაობას მიაკუთვნა.

https://ge.news-front.info/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here