Home სხვადასხვა დაიჯესტი უკვე აქამდეც დაეცნენ

უკვე აქამდეც დაეცნენ

1910
უკვე აქამდეც დაეცნენ

აშშში მიიღეს კანონპროექტი გარდაცვლილი ადამიანების კომპოსტად, კომბინირებულ სასუქ მასად, გადამუშავების შესახებ

ვაშინგტონის შტატის ხელისუფლებმა აშშ-ში პირველებმა მიიღეს კანონპროექტი, რომელიც ლეგალურს გახდის ადამიანის დამარხვის პროცედურას მისი ცხედრის კომპოსტად გადამუშავების გზით. შტატის გუბერნატორზე ზემოქმედება იმდენად ძლიერია, რომ იგი უეჭველად მოაწერს ხელს ამ დოკუმენტს, რის შემდეგაც იგი კანონის ძალას მიიღებს.

კომპანია “რეკომპოსტმა” უკვე შეიმუშავა ტექნოლოგია და მოამზადა შესაბამისი კომერციული მომსახურება. ახალი მეთოდის მომხრენი ასეთ არგუმენტებს იშველიებენ: რა არის ტრადიციული საფლავი? ეს არის ნაკვეთი ძვირფასი მიწის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ექსპლუატაციის მიღმა არის დატოვებული და იმ მიწაში განისვენებს ქიმიკატებით გატენილი გვამი ძვირად ღირებული ხისგან დამზადებულ მდიდრულ ყუთში. ეს არის ნულოვანი სარგებლიანობა, დაკრძალვის უდიდესი ხარჯები და გარემოს დაბინძურების კერა.

კრემაციის დროს, რომელიც აშშ-ში დამარხვის ტრადიციულ წესზე იაფი როდი ღირს, მართალია, მიწა არ ცდება, სამაგიეროდ ატმოსფერო ბინძურდება.

სხეულის კომპოსტად გადამუშავება კი მომგებიანია და დამატებით დაავადებათა გავრცელების პრობლემის უებარი საშუალებაცაა. როცა ქალბატონმა ლინ კარპენტერ-ბოქსმა, “რეკომპოსის” მეცნიერმა-კონსულტანტმა, დააპროექტა ადამიანებისთვის განკუთვნილი კომპოსტის მოსამზადებელი კამერა, იგი დაეყრდნო საქონლის გვამების უტილიზაციის ტექნოლოგიას. თავის დროზე ეს ტექნოლოგია დაეხმარა შტატის ფერმერებს ფრინველის გრიპის გავრცელების აღკვეთაში.

მომსახურების ღირებულება 5,5 ათასი დოლარია, კრემაციაზე ოდნავ ძვირია, სამაგიეროდ ტრადიციულ დაკრძალვაზე ბევრად იაფი.

მოსწონთ? დაწვან ან ხელოვნურ სასუქად აქციონ. ყველამ თავის მკვდარი იტიროს!

5 COMMENTS

  1. ვინ ხართ ასეთი ნამუსგარეცხილები (წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი შეირაწყოფის მიყენების, მაგრამ მაიძულეთ). რამდენად გიყიდათ რუსეთმა? სირცხვილია ამდენი ანტი-ამერიკული პროპაგანდა. შტატები რომ არაა, კვლავ რუსეთის უპირობო მონა ვიქნებით

  2. ნინო გელდიაშვილი დაიბარე სიკვდილის მერე დაგაკომპისტირონ ამერიკის ხათრით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here