Home რუბრიკები საზოგადოება უკანალის თაყვანისმცემლები

უკანალის თაყვანისმცემლები

967
ევროვიზია 2017

1970 წელს ლოსანჯელესსა და სანფრანცისკოში პირველი გეიაღლუმების ჩატარების შემდეგ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდამ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები, არამედ მსოფლიო მოიცვა და დღეს ამ პროპაგანდის გავლენა თვალში საცემია ყველა ქვეყანაში, მათ შორის, დასავლურ .. ფასეულობებს ახალნაზიარებ უკრაინასა და საქართველოშიც.

ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტულმა მანქანამ, რომელიც არღვევს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ზნეობრივ ნორმებს და სულ უფრო აღრმავებს უფსკრულს კაცთა მოდგმასა და ქრისტიანულ ფასეულობებს შორის, თანამედროვე ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში შეაღწია _ პოლიტიკაში, ხელოვნებაში, დიზაინში, სპორტში, კინოში, მესმედიაში, შოუბიზნესში…

რობი უილიამსი თბილისში
რობი უილიამსი თბილისში

თუ ადრე ახალგაზრდების კერპები იყვნენ ელვის პრესლი, ფრენკ სინატრა, ჯონ ლენონი, პოლ მაკარტნი, პელე, დიეგო მარადონა, ნილ არმსტრონგი, იური გაგარინი, სილვესტერ სტალონე, ოდრი ჰეპბერნი, კოკო შანელი, ახლა მათი ადგილი დაიკავეს არატრადიციული ორიენტაციის წარმომადგენლებმა, რომელთა განსაკუთრებულობის წარმოჩენასაც ცდილობს ლგბტ-თა მხარდამჭერი მედიასაშუალებები სრულიად მსოფლიოში. ესენია: ჯორჯ მაიკლი, ელტონ ჯონი, , რიკი მარტინი, ტიმ ფორდი, ჯონ გალიანო, დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა, კონჩიტა ვურსტი, რობი უილიამსი და სხვები. თანამედროვე ახალგაზრდების ნაწილის კერპად იქცნენ ადამიანები, რომლებიც არ ერიდებიან თავიანთი გენიტალიებისა და უკანალის საჯაროდ წარმოჩენას, ანუ კერპად იქცა უკანალი…

რამდენიმე დღის წინათ კიევში გამართულ “ევროვიზია 2017”-ის ფინალურ ეტაპს 200 მილიონი ტელემაყურებელი ადევნებდა თვალს და, როცა ამ კონკურსის 2016 წლის გამარჯვებული ჯამალა ასრულებდა სიმღერას, სცენაზე მოულოდნელად აიჭრა ტანზე ავსტრალიის დროშაშემოხვეული უკრაინელი პრანკერი ვიტალი სედიუკი, რომელმაც შარვალი ჩაიხადა და მსოფლიოს უკანალი დაანახვა. ეს ის სედიუკია, რომელიც 2012 წელს მსახიობ უილ სმიტის კოცნას შეეცადა, საპასუხოდ კი მისგან ალიყური მიიღო. 2015 წელს კი კიმ კარდაშიანს, ამერიკელ მსახიობსა და ფოტომოდელს, მიეპარა და უკანალზე აკოცა.

სედიუკის საქციელმა თვით ხელისუფლების სათავეში ამერიკელების ხელდასხმით მოსული დასავლური დემოკრატიული ფასეულობების დამცველი პრეზიდენტი პეტრე პოროშენკოც კი გააღიზიანა:

კონჩიტა ვურსტი
კონჩიტა ვურსტი

“200 მილიონი უყურებდა უკრაინას და ათიათასობით ადამიანმა ძალისხმევა არ დაიშურა არა მხოლოდ ამ ზეიმის მოსაწყობად, არამედ უკრაინის წარმოსაჩენად მსოფლიოში, უცებ კი საიდანღაც გამოძვრა ეს უკანალი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არის ის, რასაც მსოფლიომ უნდა უყუროს. ვიმედოვნებ, რომ ამ ახალგაზრდამ, რომელმაც მსოფლიოს თავისი უკანალი აჩვენა, კონკურსის სტუმრებს ზეიმი არ ჩაუშხამა”, _ განაცხადა პეტრე პოროშენკომ. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა კი, რომელიც, თავის დროზე ჰომოსექსუალიზმში დაადანაშაულეს, სედიუკს ქვეყნის შემარცხვენელი იდიოტი უწოდა და ურჩია, თავისი “ჰობი” დროებითი დაკავებით იზოლატორის ბინადართათვის არ ეჩვენებინა.

ტოლერანტულმა ევროპამ კი “ევროვიზია 2017”-ის შედეგები შეაჯამა და თანამედროვე უკრაინელების ზნეობა მწვავედ გააკრიტიკა, განსაკუთრებით არ მოიწონა პოროშენკოსა და ავაკოვის განცხადებები, აგრეთვე, ანტიჰომოსექსუალური განწყობა, რომელიც შეინიშნებოდა ქვეყანაში.

ელტონ ჯონი
ელტონ ჯონი

გამოცემებმა _ Euractiv-მ და 24ტვ-მ გამოაქვეყნეს სტატიები, რომლებშიც ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ კონკურსის დევიზი “მივესალმებით მრავალფეროვნებას” არ შეესაბამებოდა რეალურ ვითარებას და უკრაინის ხელისუფლება ცდილობს, სასურველი გაასაღოს რეალობად.

ევროპული მისწრაფებებით აღვსილი, კრიზისით შეპყრობილი აღმოსავლეთევროპული ქვეყანა იმედოვნებს, საყოველთაო ყურადღება იმის დემონსტრირებისთვის გამოიყენოს, რომ სურს იმ ფასეულობების დამკვიდრება, რომლებსაც, დიდი ხანია, პატივს სცემენ დასავლეთში”, _ წერს Euroctiv-ი.

კიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანი

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ უკრაინელები მზად არ არიან ტრადიციული ევროპული ფასეულობების გასაზიარებლად. “ლიბერალური ფასადის მიღმა ქალაქისა, რომელსაც სურს, რომ ევროვიზიის თაყვანისმცემლებმა იზეიმონ თავიანთი “უნიკალური განსხვავება”, აღშფოთება და მრისხანება ბობოქრობს ულტრამემარჯვენე ჯგუფებსა და გავლენიან სასულიერო პირებში, რომლებიც ზიზღს ვერ მალავენ ჰომოსექსუალების მიმართ, და, მიუხედავად იმისა, რომ ლგბტ-თა უფლებების დამცველი ჯგუფი კიეველებისა აქვეყნებს გეებისადმი კეთილგანწყობილი ადგილების რუკას, ჰომოსექსუალების დარბევა რუტინული საქმეა. თვით პრემიერმინისტრიც კი ძრწის ერთსა და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების ლეგალიზაციაზე ფიქრისას”. დასავლელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც ევროფასეულობებისკენ სწრაფვა დაუწუნეს უკრაინელებს, დაასკვნეს: უკრაინა ცდილობდა, დაემტკიცებინა ევროპული სახელმწიფოებისთვის, რომ ტოლერანტულად არის განწყობილი გეების მიმართ, მაგრამ “ევროვიზია 2017”-მა ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინა.

“ევროვიზიის” კონკურსზე ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდამ 2014 წელს მიაღწია პიკს, როდესაც ავსტრიელ “წვეროსან ქალს”, ტრანსვესტიტ კონჩიტა ვურსტს (თომას ნოივირტს) გაამარჯვებინეს და ამით ადამიანებს “ტოლერანტობისკენ” მოუწოდეს. ერთი წლის შემდეგ კი 2016 წელს ამ გამარჯვებით ფრთაშესხმული კონჩიტა ვენაში გამართულ საერთაშორისო კონკურსის რეპეტიციაზე საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე კაბით წარდგა და გენიტალიები გამოაჩინა… ისე, თავისი უკანალის საჯარო დემონსტრირებაზე არც ელტონ ჯონი ამბობს უარს და არც რობი უილიამსი, რომელმაც 2016 წელს თავისი უკანალის ჩვენებისთვის საქართველოდან, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა უმუშევარია და სიღარიბის ზღვარს მიაღმაა, რამდენიმე მილიონი წაიღო, თანაც “დინამო არენაზე” გამართული კონცერტის ბილეთის ფასი 20-დან 130 ლარი იყო. (სხვათა შორის, ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, წელს ელტონ ჯონის ჩამოყვანას აპირებენ საქართველოში და, ალბათ, მასაც გადაუხდიან მილიონებს, თუმცა ელტონ ჯონი კარგი მომღერალი მაინც არის).

კრიშიტიანუ რონალდუ
კრიშიტიანუ რონალდუ

აი, ასეთ ღონისძიებებზე ხარჯავდა ხელისუფლება 2016 წელს მილიონებს. აი, ასეთი დასავლური ფასეულობების დაცვისკენ მოგვიწოდებს დასავლეთი და საქართველოს ხელისუფლებაც, მოსახლეობის დიდი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, მორჩილად ასრულებს “დემოკრატიული დასავლეთის” ნებას _ მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი, ახლა კი მიწის გაყიდვასა და ჩვენი შვილების “სექსუალურ განათლებაზე” იწყებს ზრუნვას.

ამ ფონზე გამაოგნებელი იყო ლგბტ-თა უფლებების პროპაგანდა, რომელიც ამა წლის 17 მაისს გამართეს ქართულმა ტელევიზიებმა. 17 მაისი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოწოდებით, ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეა, მაგრამ ქართულ სატელევიზიო სივრცეში თითქმის არაფერი უთქვამთ ოჯახზე, მშობლების პატივისცემაზე, მხოლოდ იმას წარმოაჩენდნენ, რომ ნახეთ, რა შესანიშნავი დიზაინერები არიან ჰომოსექსუალები, რომ ლგბტ-თემის წარმომადგენლები არ უნდა იჩაგრებოდნენ, არ უნდა ირღვეოდეს მათი უფლებები, მაგრამ არავინ დაფიქრებულა, შეილახა თუ არა ნორმალური ადამიანების, განსაკუთრებით _ მოზარდების უფლებები ჰომოსექსუალიზმის ამ გაშმაგებული პროპაგანდით.

ნიკა კორინთელი

P.S. imedianews.geის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია სკოლის მოსწავლეებისთვის რეპროდუქციული, სქესობრივი ჯანმრთელობისა და უფლებების ძირითადი საკითხების სწავლების შესახებ და საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის რეკომენდაცია, აგრეთვე, მოიცავს ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობით სქესობრივი ჯანმრთელობის საკითხებზე მოსწავლეებისთვის სემინარების ორგანიზებას. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის განცხადების თანახმად, მნიშვნელოვანია, რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება, რათა მათ სათანადო ინფორმაცია ჰქონდეთ ოჯახის დაგეგმვის, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებისა და ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. “სამწუხაროდ, აღნიშნული საკითხის სწავლება არ არის ფორმალური საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი და არაფორმალური განათლების აქტივობები ზოგადი განათლების საფეხურზე ნაკლებად ხორციელდება”, _ წერია განცხადებაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here