ლგბტელები ბელარუსიდან გარბიან
16 წლის წინათ ლგბტ თემის ჭრელა–ჭრულა დროშა მინსკში ფრიალებდა და მას ყურადღებას არავინ აქცევდა. არც მამათმავლების საპროტესტო გამოსვლა ჩათვალეს ყურადღების ღირსად სამართალდამცველებმა, როცა ისინი ოპოზიციონერების მიტინგს შეუერთდნენ, პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ რომ იყო მოწყობილი. ხელისუფლებას ცინიკურად ჩაეღიმა, _ ესა ხართ, რაცა ხართო. ოპოზიციონერებს მიუთითა. ამათაც, _ ვინ მოგიწვიათ, ჩვენს საქმეში რომ ეჩრებითო. იმ დემონსტრაციის ლიდერი ედვარდ ტარლეცკი, ამჟამად მადამ ჟუჟუ, ტრავესტი შოუს პოპულარული მსახიობია და მეზობელ უკრაინაში მოღვაწეობს.
(ტრავესტი შოუს დროს აქტიორები, შესაბამის ტანსაცმელში გამოწყობილები, საწინააღმდეგო სქესის ადამიანებს განასახიერებენ: კაცი ქალს ან ქალი _ კაცს; თეატრმცოდნეები მიიჩნევენ, რომ ეს ჟანრი ტელევიზიასა და კინოში თანდათან კვდება).
1990-იანი წლების ბოლოს ედუარდ-ჟუჟუს მიერ შექმნილი ბელარუს სექსუალურ უმცირესობათა ლიგა უკრაინაში მის გადაბარგებამდე, ანუ 2008 წლამდე კიდევ რაღაცას ფაფხურობდა _ მინსკის ბომონდისთვის აწყობდა ხან Belarus Gay Pride-ს ფესტივალებს, ხან _ კონკურსს “ალტერნატიული მის ბელარუსი”, ხან _ “ფერადოვან” პიკეტებს. მაგრამ უთხრეს, ახლა მორჩიო და ისიც აიბარგა მინსკიდან, რადგან დარწმუნდა, რომ “ვერაფერი გააგებინა” თანამემამულეებს. ვერ გააგებინა კი არა, ნათესავებმა სასამართლო დადგენილებით ბინიდან გაასახლეს. მის მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაციის აქტივისტებიც ერთმანეთის მიყოლებით ვინ სად გაიქცა და ვინ _ სად…
ერთ-ერთმა (რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა) განაცხადა, რომ მინსკში ცხოვრება შესანიშნავია, ეპატაჟს თუ არ გადაყვები და თავს არ გამოყოფო.
იგი ამბობს, რომ არასოდეს აფიშირებდა თავის სექსუალურ ორიენტაციას და ასკვნის: “თუ ხვალ მიიღებენ კანონს, რომელიც აკრძალავს ერთნაირსქესიანთა კავშირს და მას დანაშაულად მიიჩნევს, თუ დაბრუნდება იგივე, რაც ძველად იყო, არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი მეგობრები და ნაცნობები, რომლებმაც იციან, ვინც ვარ, არ დამასმენენ”.
ბელარუსში არ არის არც ერთი დარეგისტრირებული ლგბტ ორგანიზაცია. არ ამტკიცებენ კი იმიტომ, რომ ამორალურია, უზნეო და არ უპასუხებს ტრადიციულ ფასეულობებს.
უფლებადამცველ ნატალია მანკოვსკაიას აზრით, ლგბტ თემისადმი ქვეყნის საზოგადოებრიობის დამოკიდებულებას კარგად ასახავს კომპანია SATIO-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის შესწავლის შედეგები. კერძოდ, “70 პროცენტრამდე გამოკითხულ ბელარუსს არ სურს, თავის მეზობლად იხილოს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ადამიანი.
ევროპულ რეიტინგში, რომელიც გეებისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს, ბელარუსს ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი უკავია. მათი უფლებების დაცვის დონე შეფასებულია 13 პროცენტით, შესაძლო 100 პროცენტიდან. ასეთივე მაჩვენებელი აქვს მოლდოვას. უფრო ნაკლები _ სან-მარინოს (12 პროცენტი), მონაკოს (10 პროცენტი), თურქეთს (9 პროცენტი), სომხეთს (7 პროცენტი), რუსეთს (6 პროცენტი), აზერბაიჯანს (5 პროცენტი).
და ამ ქვეყნების არც ერთ ხელისუფლებას ასეთი შეფასება არ აწუხებს.
ბი–ბი–სის პუბლიკაციის მიხედვით
ცნობისთვის: დღეს მსოფლიოში 70 მილიონი ტრანსგენდერია. აშშ–ში კი ყოველწლიურად 2000 ტრანსგენდერს კლავენ.
პედერასტები სიკვდილის შემდეგ დაქორწინდნენ
პოლიციელი კსავიე ჟუჟელე, რომელიც პარიზში ელისეს მინდვრებზე პრეზიდენტის არჩევის წინა დღეს მოკლეს, სიკვდილის შემდეგ შეუღლდა თავის პარტნიორ ეტიენ კარდილესთან, იტყობინება გაზეთი “პარიზიენი”.
საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს სიკვდილის შემდეგ ქორწინების რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, თუ საამისოდ სერიოზული მიზეზები არსებობს (საერთო შვილები, ხანგრძლივი თანაცხოვრება ან სიკვდილის განსაკუთრებული ვითარება. ტერაქტი მათში შედის). ნებართვას გასცემს მხოლოდ პრეზიდენტი თავისი ბრძანებულებით.
ქორწინება გაფორმდა საფრანგეთის დედაქალაქის XIV ოლქში სამშაბათს საღამოს. ცერემონიაზე ბევრი სტუმარი არ ყოფილა, მაგრამ მონაწილეობდნენ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ქალაქ ანის მერი იდალგო და შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერარ კოლონი.
პოლიციის გარდაცვლილი კაპიტანი ჟუჟელე პედერასტი იყო და პოლიციასა და ჟანდარმერიაში მომუშავე ლგბტ თემის წევრების წარმომადგენელთა ასოციაციის წევრი გახლდათ.
მკვლელი სკოლაში?!
დიახ, ასე: მონრეალის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლეების მშობლებმა შეიტყვეს, რომ სასწავლო დაწესებულებაში მოხალისედ (ვოლონტიორად) მუშაობს კარლა ჰომოლკა, რომელსაც მისჯილი ჰქონდა 12 წლით პატიმრობა მოზარდი გოგონების გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის.
1990-იანი წლების დასაწყისში ჰომოლკამ, თავის ქმარ პოლ ბერნაადოსთან ერთად, მოკლა სამი გოგონა, მათგან ერთ-ერთი კლარას და იყო. მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ჰომოლკამ გამოძიებასთან ითანამშრომლა და განაცხადა, რომ მკვლელობებში ძალდატანებით მონაწილეობდა. პატიმრობიდან 2005 წელს გათავისუფლდა, იტყობინება “დეილი მეილი”.
გათავისუფლების შემდეგ ჰომოლკა თავისი ადვოკატის ძმას მისთხოვდა და დატოვა კანადა. მონრეალში ქმართან და სამ შვილთან ერთად ორი წლის წინათ დაბრუნდა. შვილები კერძო სკოლაში მოეწყვნენ და მათმა დედამაც იქ დაიწყო მუშაობა.
სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ იცნობენ ჰომოლკას კრიმინალურ წარსულს. ქალბატონი კლარა დღესაც იქ მუშაობს. მშობლები აღშფოთებულები დარჩნენ.
ეს მოძალადე, მოძალადე მსოფლიო
პირველ ივნისს 16 წლის ჩიკაგოელმა ელზა ვასნიმ სუპერმარკეტში მოიპარა დანა და მაჩეტე, გამოიძახა ტაქსი და მოკლა ტაქსის მძღოლი, 34 წლის გრანტ ნელსონი. დაჭრილმა ტაქსისტმა მოახერხა აგრესიული მგზავრის მანქანიდან გადმოსმა და დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. ელზა ვასნი დანაშაულის ადგილთან ახლოს დააკავეს.
ჩიკაგოს პოლიციამ დააკავა 14 წლის მოზარდი, რომელმაც “ფეისბუქში” მოაწყო 15 წლის გოგოს კოლექტიური გაუპატიურების ონლაინტრანსლაცია.
“ასოშიაიტედ პრესის” ცნობით, ინციდენტი ჯერ კიდევ მარტის შუა რიცხვებში მოხდა. შემთხვევის შესახებ პოლიციას დაზარალებულის დედამ აცნობა: მან ინტერნეტში აღმოაჩინა ვიდეო და პოლიციის სუპერინტენდანტს აცნობა.
უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ ისინი განსაკუთრებით აღშფოთდნენ იმით, რომ ჩადენილ დანაშაულს თვალს ადევნებდა 40 ადამიანი და მათგან არც ერთს მომხდარის შესახებ პოლიციისთვის არ შეუტყობინებია.
პოლიციის ინფორმაციით, კოლექტიურ გაუპატიურებაში 5 თუ 4 მ ამაკაცი მონაწილეობდა.