გერმანიის კანცლერობაზე პრეტენზიას ლესბოსელი კანდიდატი აცხადებს
გერმანიაში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლების თავისუფლების საკითხზე გამარტივებული წარმოდგენაა გავრცელებული. გერმანიის საზოგადოების მენტალობას წარუშლელი დაღი დაამჩნია ცნობილმა “175-ე პარაგრაფმა”, რომელიც ერის მამად წოდებულმა ოტო ფონ ბისმარკმა 1871 წელს მიიღო და კანონგარეშედ დააყენა მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირი.
ეს “პარაგრაფი” ძალაში რჩებოდა თითქმის 100 წლის განმავლობაში. მისი სულისკვეთებით აღიზარდა გერმანელების რამდენიმე თაობა.
მხოლოდ 1969 წელს გაუქმდა გერმანიაში სისხლის სამართლებრივი სასჯელი, 21 წლის ასაკს მიღწეული მამაკაცების ნებაყოფლობითი სექსუალური კონტაქტების გამო რომ იყო დაწესებული.
გაიხარეს პედერასტებმა! უფრო მეტად _ 1973 წელს, როცა სხვათა უკანალზე ორიენტაციის უფლება 18 წლიანებს მიენიჭათ.
ამ სიხარულს ოდნავ ამიქშერებდა “ჰომოსექსუალების ვარდისფერი სიები”, რომლებსაც პოლიცია ადგენდა ყოველი შემთხვევისთვის. 1994 წლის ივნისში კი ეს “დისკომფორტიც” მოეხსნათ, როცა გაერთიანებული გერმანიის ბუნდესტაგმა საერთოდ გააუქმა ყოველგვარი შეზღუდვები.
მიდი, მიაწექ!
სამოცდაათიანი წლების დასაწყისში საზოგადოებაში გავრცელდა მოარული ხმები, რომ ბერლინის კინოფესტივალი მამათმავლების კინოდათვალიერებაა. მაგრამ იმ პერიოდში დომინირებული ინფორმაციული შეზღუდულობის მიზეზით შეუძლებელი იყო ამ ხმების დადასტურებაც და უარყოფაც. იმ დროის “განუვითარებელი” საზოგადოებრივი აზრისთვის ზნეობის დაცემის ამგვარი ვარიანტი მაინც მიუღებელი ჩანდა.
“ნეტარ არიან მორწმუნენი”… დღეს აბსოლუტურად დადასტურებულია, რომ თანამედროვე ლგბტ მოძრაობა მაინცდამაინც ბერლინის XXI კინოფესტივალზე ჩაისახა რეჟისორ როზ ფონ პრაუნჰაიმის ფილმის დემონსტრაციით _ “ჰომოსექსუალი კი არ არის გარყვნილი, არამედ სიტუაცია, რომელშიც იგი ცხოვრობს”.
იყო წელი 1971 და იყო ერთადერთი გამონაკლისი, როცა მამათმავლებმა რაღაცის ჩასახვა შეძლეს.
იმავე წელს დასავლეთ ბერლინში შეიქმნა ქვეყანაში პირველი გეების უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Homosexuelle Aktior Westberlin Aktion Westberlin.
ეტყობა, ლატენტური მამათმავლობა, რომელიც მას შემდეგ ჩაითესლა გერმანიაში, რაც საბჭოთა არმიამ ბოლომდე იხმარა ნაქები ვერმახტი, რასაც შედეგად 70-იანების პირველსავე წელს ლგბტ მრავალი ორგანიზაციის აღმოცენება მოჰყვა, ხოლო 1972 წელს ქალაქ მიუნსტერში გერმანიის ისტორიაში ლგბტ-ის უფლებების დამცავი პირველი დემონსტრაციები გაიმართა.
ცოტა კიდევ და, გერმანიაში სამუშაო ადგილებზე მამათმავალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროფკავშირული გაერთიანებებიც კი შეიქმნა, მათ შორის, პოლიციელების, სამხედროების, სკოლების მასწავლებლების, ექიმებისა და ასე შემდეგ.
ასე შემდეგ კი საქართველოშიც აქოთქოთდნენ, აკრიახდნენ კრუხები, ანუ ქათმები, მაგრამ დღეს ჩვენ ამათზე სალაპარაკოდ არ გვცალია.
დღეს გერმანიაზე ვსაუბრობთ, სადაც ჰომოსექსუალობა, როგორც ექსპერტები გვიდასტურებენ, მარგინალური სოციალური ჯგუფების, უცხოური დიასპორების, ბოჰემისა და სტუდენტობის ერთი ნაწილის ხვედრად რჩება. იგი ძნელად ლეგალიზდება პრივილეგირებულ სოციალურ წრეებში. მაღალი თანამდებობის პირთა მამათმავლობის მაგალითები უფრო გამონაკლისია. ყოველ შემთხვევაში, ძირითადი პოლიტიკური პარტიების მმართველობაში მსგავსი არაფერი დასტურდება.
ეს კი არა, ახლადარჩეული პრეზიდენტი, 39 წლის მაკრონი მასზე 24 წლით უფროსი ცოლის ერთგულების ნიმუშად წარმოგვიდგა.
მაგრამ ეს საფრანგეთია.
გერმანიაში კი ბუნდესკანცლერის თანამდებობაზე პარტიამ “ალტერნატივა გერმანიისთვის” წამოაყენა ლესბოსელი ალისა ვაიდელი.
მკვლევარები გვიმტკიცებენ, რომ ნებისმიერი პატიოსანი გერმანელის შეკითხვაზე _ შეიძლება თუ არა გერმანიის ფედერალური კანცლერი ლესბოსელი გახდეს? _ გიპასუხებთ, რომ ასეთი რამ ყოვლად წარმოუდგენელია.
რატომ?
იმიტომ, რომ გერმანიის სახელმწიფოს მეთაური, თუ იგი ქალია და არა ვიღაც სექსორიენტაცია აღრეული გაუგებრობა, რომელიც “ქალზეა” დაქორწინებული და შვილს მამის გარეშე ზრდის, ადამიანის ბუნების საწინააღმდეგო, ანუ გარყვნილების ფაქტია _ გონების გარყვნილების, რწმენის წარყვნის, როგორც ბიბლია გვასწავლის.
ეს ბიბლიური დოგმა კი, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, გერმანელებს “დედის რძესთან ერთად აქვთ შესისხლხორცებული”.
მაშ, რომელ კომბოსტოში იპოვეს ეს ლესბოსელი კანცლერობის კანდიდატი? და აირჩევს კი მას საშუალო გერმანელი?
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ანალიტიკოსები გადაგვამისამართებენ პარტია “ალტერნატივა გერმანიისთვის” ვიცეთავმჯდომარესთან, 76 წლის ალექსანდრ გაულანდთან, რომელმაც ფსონი მაინცადამაინც 38 წლის ალისა ვაიდელზე დადო, რომელთან ერთადაც აპირებს არჩევნების მოგებას.
გერმანული პოლიტიკის ეს “ხანდაზმული” მოღვაწე, როგორადაც მას წარმოგვიდგენენ, უწინ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს იყო მიტმასნილი, მართალია, მეორეხარისხოვან თანამდებობებს ვერ გასცდა, მაგრამ ინტრიგების ხლართვის დიდი გამოცდილება შეიძინა. პოლიტიკაში ასე თუ ისე წარმოჩნდა მას შემდეგ, რაც 2013 წელს გადაბარგდა პარტიაში “ალტერნატივა გერმანიისთვის”, რომელიც ის-ის იყო ყალიბდებოდა და ვიცეთავმჯდომარეობასაც მიაღწია.
გაულანდს მიაწერენ, რომ სწორედ მისი წყალობით შეძლო ახალმა პარტიამ “გაეთავისებინა ამომრჩეველთა განწყობილებანი… ის პოლიტიკური რეგისტრები, რომლებითაც მიიპყრო გერმანიის მოქალაქეთა საკმაოდ დიდი ნაწილის ყურადღება” და ზოგიერთ ფედერალურ მიწაზე წამყვან პარტიებსაც კი მიუახლოვდა.
ამბობენ, გაულანდს გუმანმა უკარნახა, რომ აღარ ღირდა პარტიის მაშინდელი ლიდერის _ ფრაუ პეტრის იმედად ყოფნა, რადგან იგი პოლიტიკური კრიტიკის საცერში იმდენჯერ გაატარეს და იმდენჯერ “რეცხეს ქვიშითა”, რომ მას უკვე ეუხერხულებოდა ზოგიერთი პარტიული ლოზუნგის აფიშირება და პარტნიორების დათანხმება, თავიანთი მოძრაობა ბურჟუაზიული პარტიის ჩარჩოებში მოექციათ. მან ისიც კი მოითხოვა, რომ “ალტერნატივა გერმანიისთვის” პროპაგანდისტული მიმართვებიდან ამოეღოთ რასისტული, ანტისემიტური და ნაციონალისტური ხასიათის დებულებები.
მისი გათვლით, ახალი ლიდერი თაფლის ის წვეთი იქნებოდა, რომელსაც გერმანელი ლგბტ-ები ისე დაეხვეოდნენ, როგორც სტამბოლიდან მოფრენილი, ტკბილ ნექტარს დახამებული ბუზები.
ესეც _ ელექტორატი!
ხომ გერმანიაში იშვა ლოზუნგი: “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!”, ამიერიდან მამათმავლების, ლესბოსელების, ტრანსგენდერებისა და კიდევ იმათი, “ვინც მოდის მანდ, მომავლიდან” შეერთების ლოზუნგის ავტორობაც ამ ქვეყანას მიეწერება… ოღონდ გერმანიის, უფრო კონკრეტულად, ერთი პარტიის _ “ალტერნატივა გერმანიისთვის” მასშტაბით.
ჰოდა, ვაშა იმ პარტიას, რომელიც ლესბოსელს დაასვამს გერმანიას თავზე.
ამ დიდებულ ქვეყანას.
მე აქ ამათ, რაც შემიძლია, ვლანძღავ, გაულანდს კი იმედი აქვს, რომ სწორედ ასე იქნება.
არცთუ უსაფუძვლოდ.
ჯერ ერთი, ლგბტ ჩვენი დროის წარმატებული პროექტია; მეორე, ნეოლიბერალიზმი მოდური იდეოლოგიაა; მესამე, ეგებ უმთავრესი არ უნდა დაგვავიწდეს _ “ცისარტყელისფერებიანი ინტერნაციონალი” თავისი ფინანსური, ორგანიზაციული და არალეგალური რესურსებით.
ამიტომო, ვარაუდობენ ექსპერტები, არატრადიციული ორიენტაციის კანდიდატის წამოყენებას შეიძლება მოულოდნელი ეფექტი მოჰყვეს.
ამას გარდა: საეჭვოა, საშუალო ბიურგერი ალისა ვაიდელით მოიხიბლოს, უფრო _ პირიქით. სხვა საქმეა ახალგაზრდობა _ სიახლის მძებნელი, მარგინალები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები. მათი მხარდაჭერა არც ისე ეფემერულია, როგორადაც ერთი შეხედვით ჩანს.
“ალტერნატივა გერმანიისთვის” ანტიისლამური კურსი დადასტურებულია პარტიის ლოზუნგით: “ისლამს გერმანიაში არ დაედგომება!”. ამ მკაცრი რიტორიკის ფონზე, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ინტელიგენტური და გარეგნულად მომხიბვლელი ალისა ვაიდელი განსაკუთრებით ეფექტურად აღიქმება. თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ მან განაცხადა, რომ ყველა თურქს, რომლებიც გერმანიას არიან შეკედლებულნი და ხმა ერდოღანს მისცენ, უნდა გაუუქმდეთ გერმანიის მოქალაქეობა.
ალექსანდრ გაულანდი გვარწმუნებს, რომ ლესბოსელი ალისა ვაიდელი პარტიული სიის სათავეში “ალტერნატივა გერმანიისთვის” ფედერალურ არჩევნებში ხმების 15-დან 30 პროცენტს მიიღებს.
იქამც იყოს!
არმაზ სანებლიძე
P.S. პედერასტია შეტევაზეა გადასული, სახელმწიფო მმართველობისთვის იბრძვის, თუმცა ახლაც ხელს არ აკლებენ.
რომის პაპმა, იეზუიტმა ფრანცისკმა ამასწინათ მიიღო პედერასტების წყვილი _ ლუქსემბურგის პრემიერმინისტრი კსავიე ბეტელი და მისი “ქმარი” გოტიე დესტენეი, _ იტყობინება GSN.
“ჩემთვის და გოტიესთვის დიდი პატივი იყო კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მიწვევა”, _ დაწერა თავის “ტვიტერში” ლუქსემბურგის ნაკაცარმა პრემიერმინისტრმა…
ერთი მაგათი… მაგრამ ვერც შეაგინებ, რადგან მამათმავლებში ჩაგწერენ.