ირანში გეებს სიკვდილით სჯიან, აშშ–ში _ ათასობით დოლარს უხდიან
მსოფლიოს ორი ექსტრემისტული ძალა ემუქრება: სულიერი წარყვნის _ ლგბტ მოძრაობის სახით და ტერორიზმი “ისლამური სახელმწიფოს” შარიათის კანონებით. ეს იცის ყველამ, ზოგი პირველის მხარესაა, ზოგი მეორის იდეოლოგიას იზიარებს. ორივენი კი ერთმანეთის მოსისხლე მტრებად წარმოგვიდგებიან. ორივე მიუღებელია და უცხო კაცობრიობისთვის.
2017 წლის 1 აპრილს ტერორისტებმა ერაყის სამხრეთით, მოსულიში უცნობი ჰომოსექსუალი შენობის სახურავიდან გადააგდეს და შემდეგ ჩაქოლეს.
წესი აქვთ ასეთი. რიტუალი სირიის “ხალიფატის” კანონით დადგენილი, რადგან მამათმავლები “არსებათა შორის უარესებად” არიან მიჩნეულნი.
განვითარებულ გერმანიაში კი ამ ქვეყნის მოქალაქეთა 80 პროცენტი მხარს უჭერს ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას, _ იტყობინება გაზეთი “დოიჩე ველე”.
“თანაბარი უფლებები _ სიყვარულის ყველა ფორმას” _ ასეთია გერმანიის ფედერალური სახელმწიფოს მთავრობასთან არსებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის კრედო და ლოზუნგი. სწორედ ამ ცენტრის დავალებით შეისწავლეს სოციოლოგებმა გერმანელების დამოკიდებულების საკითხი არატრადიციული სექსუალური ურთიერთობებისადმი.
მოიცალეს!
მოიცალეს და აღშფოთდნენ, რადგან თურმე “საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სამუშაოზე, სკოლებში ჯერ კიდევ შეინიშნება (ცვედნების) შეურაცხყოფის შემთხვევები”.
შეწუხდა ფრიად ამ სიტყვების განმცხადებელი, აღნიშნული ცენტრის დირექტორი ქრისტინე ლუდერსი.
შეწუხდებოდა, რადგან ამისთვის უხდიან ფულს.
უბედურება ისაა, რომ ამავე აზრზე დგას სოციოლოგების მიერ გამოკითხული გერმანელების 80 პროცენტი. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ ქვეყანაში გეები, ბისექსუალები და ტრანსგენდერები უწინდებურად დისკრიმინაციის წნეხის ქვეშ იმყოფებიან. აღნიშნული კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ გამოკითხულთა 95 პროცენტი თვლის, რომ მათ (მამათმავლების და ა.შ.) დასაცავად დადგენილი სამართლებრივი ღონისძიებები ყოველმხრივ გამართლებულია.
სწორიაო.
მაგრამ საოცარი, იცით, რა არის? ის, რომ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მხოლოდ 46 პროცენტი გრძნობს პირადად მათ მიმართ აკვიატებულ დამოკიდებულებას: არავითარი წნეხი, არავითარი დისკრიმინაცია.
ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვის ევროკავშირის სააგენტო მიიჩნევს, რომ ლგბტ თემის მიმართ გერმანელი საზოგადოების ტოლერანტულობა აშკარად გაიზარდა.
მაგალითად, თუ 2006 წელს გერმანელების ორი მესამედი მხარს უჭერდა კლასიკურ ქორწინებას და არა ე.წ. დარეგისტრირებულ კავშირს კაცისა კაცთან და ქალისა ქალთან, ამჟამად ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეთა რიცხვი 82 პროცენტამდე გაიზარდა. ამასთანავე, გამოკითხულთა სამი მეოთხედი თვლის, რომ ერთნაირსქესიანი “მეუღლეები” შვილად აყვანის საქმეში იმავე უფლებით უნდა სარგებლობდნენ, როგორიც მინიჭებული აქვთ ნორმალურ ოჯახებს.
უფრო მეტიც: ორი მესამედის აზრით, ერთნაირსქესიან “ცოლ-ქმარს” ისეთივე სახელმწიფო დახმარება უნდა მისცენ ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევებში, როგორიც ნორმალურ ცოლ-ქმარს ბავშვის ბუნებრივად ჩასახვის დროს ეძლევა.
ინფორმაციას, რომელიც მოგაწოდეთ, შეიძლება გერმანიაში მოსახლეობის მიერ არატრადიციული ურთიერთობებისადმი ტოლერანტული დამოკიდებულების დადასტურება უწოდოთ ან პირიქით _ სულიერების წარყვნის შედეგი.
და გათახსირება.
კიდევ კარგი, რომ იმავე გერმანიაში ყველას არ მოსწონს, როცა ქუჩაში ორი მამაკაცი ერთმანეთს ტუჩებში კოცნის.
“კუჭის წვენის ამოღებამდე”.
დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის დირექტორ ქალბატონს კი (რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ), შექმნილი ვითარება არა მხოლოდ მოსწონს და აკმაყოფილებს, არამედ გერმანელი პოლიტიკოსების გაკრიტიკების უფლებასაც აძლევს: “ქორწინების ყველა ფორმის უფლებათა გათანაბრების მხარდაჭერა არასოდეს ყოფილა ისეთი მაღალი, როგორიც დღეს არის. ეს გვიჩვენებს, რომ საზოგადოებრიობა ბევრად უფრო შორს წავიდა, ვიდრე პოლიტიკოსები”, _ ენამწარობს ფრაუ ლუდერსი და სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს, რომ გერმანია ამ “საქმეში” მნიშვნელოვნად ჩამორჩა ევროპის 14 სხვა ქვეყანას. სტატისტიკაც მის მხარესაა: გამოკითხულთა 20 პროცენტზე ნაკლები ჰომოსექსუალობას ბუნების საწინააღმდეგო მოვლენას უწოდებს, ამორალობად კი მხოლოდ 9 პროცენტი მიიჩნევს.
მაგრამ არც ისე ცალსახაა მოქალაქეთა დამოკიდებულება პედერასტიისადმი, როგორადაც სტატისტიკა წარმოგვიდგენს: ერთია ანონიმური მამათმავლებისა და ლესბოსელების უფლებათა თეორიულ დონეზე მხარდაჭერა და სულ სხვაა რეალობაში მათი ხილვა და შეგუება ამგვარ უზნეობასთან.
იმავე გამოკითხვის შედეგებით ირკვევა, რომ რესპონდენტთა ერთ მეოთხედზე მეტი (27,5 პროცენტი) თავს უხერხულად და შეურაცხყოფილად გრძნობს, როცა ყველას თვალწინ ორი დედაკაცი სასიყვარულო თამაშით არის გართული, ხოლო მამაკაცების ეროტომანიაზე 38,4 პროცენტს გული ერევა.
ყოველ მეათე გამოკითხულს არ მოსწონს ქალი და კაცი ერთმანეთს საჯაროდ რომ ეხუტება.
გერმანელთა ამბივალენტოვნება სიყვარულის არატრადიციული ფორმების მიმართ კიდევ უფრო ძლიერად ვლინდება, როცა ეს თემა მათ პირად ცხოვრებას ეხება.
მარტივად ავხსნათ ეს ვითარება: თუ მავანის სამუშაო ადგილზე არიან გეები და ლესბოსელები, ეს არ აღელვებს გამოკითხულთა თითქმის 90 პროცენტს.
მაგრამ სულ სხვა ვითარება ყალიბდება მაშინ, როცა საქმე ეხება საბავშვო ბაღში შვილის აღმზრდელ ლესბოსელს ან მამათმავალს.
თუ გაირკვევა, რომ საკუთარი ნაშიერი ლესბოსელია ან გეი, მაშინ გერმანელთა 40 პროცენტს უარყოფითი ემოციები უჩნდება. მაგრამ ასეთი პასუხის გამცემთაგან ბევრს არაფერი აქვს საწინააღმდეგო, რომ მათ შვილებს სკოლებში ასწავლიდნენ ტოლერანტულ დამოკიდებულებას ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. ერთ-ერთი მიზანი სასკოლო განათლებისა სწორედ ეს უნდა იყოს, მიიჩნევს გამოკითხულთა 89,6 პროცენტი.
რა მოგახსენოთ!
მით უფრო, რომ ასეთი პოზიცია აღმოცენებულია იმ ფონზე, როცა, სამი მეოთხედის განცხადებით, სიყვარულზე ლაპარაკისას მასწავლებლებმა ეს თემა არ უნდა დაიყვანონ ქალისა და კაცის სიყვარულის დონემდე, რადგან დღეს სასიყვარულო პალიტრა არატრადიციული ურთიერთობების წყალობით “განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია”.
P.S. ჩვენ აქ მორალსა და სიყვარულის სიწმინდეზე ვლაპარაკობთ, აშშ–ში კი ორმა სასამართლო ინსტანციამ დაადგინა, რომ ტეხასის შტატმა 585 470 დოლარი უნდა გადაუხადოს მარკ ფარისსა და მის ქმარს _ ვიკ ჰოლმსს (ორივე ბიოლოგიური მამაკაცია) და კლეოპატრა დელეონსა და მის ცოლს _ ნიკოლ დიმეტმანს (ორივე ბიოლოგიური ქალია), იმის გამო, რომ რამდენიმე წლის წინათ შტატის მთავრობა შეეცადა, აეკრძალა ერთნაირსქესიანთა ქორწინება შტატის ტერიტორიაზე.
გეიწყვილებმა სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და, როგორც ჩანს, გაიმარჯვეს.
აღნიშნულ თანხას და კიდევ 20 202 დოლარს გაღებული სასამართლო ხარჯების დასაფარად შტატის ბიუჯეტი გაიღებს.
შტატის მთავარი პროკურორის წარმომადგენელმა კენ პაკსტონმა, რომელსაც ეს საქმე მიჰყავდა, როგორც ბრალდების მხარეს, განაცხადა, რომ პროკურორი “გულგატეხილია სასამართლოს გადაწყვეტილებით”.
ამის პარალელურად ირანში, ისფაჰანის პროვინციაში, პოლიციამ დააკავა 30 “ელგებეტელი”, რომლებიც კერძო წვეულებაზე დროს სატარებლად სხვებთან ერთად შეიკრიბნენ. ციხეში აღმოჩნდნენ 16-დან 30 წლამდე ასაკის მამაკაცები. დაკავებულებს შორის არიან არა მარტო გეები, არამედ ჰეტეროსექსუალებიც.
ირანში არატრადიციული სექსის მიმდევრებს უმკაცრესი სასჯელი ემუქრებათ, მათ შორის, სასიკვდილო განაჩენიც.
ორივე ეს უკიდურესად განსხვავებული ფაქტი, ორიოდ კვირის წინათ დაფიქსირებული, წარმოგვიდგა, როგორც ერთი მედლის (პრობლემის) ორი მხარე.
ერთნაირად მიუღებელი ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისთვის.
არმაზ სანებლიძე