Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

993
გეი წყვილი

აშშში ათაშანგით დაავადებულთა 82 პროცენტი გეებსა და ბისექსუალებზე მოდის

აპრილში გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, დადგინდა, რომ აშშში ათაშანგით (სიფილისით) დაავადებულთა 82 პროცენტი მამათმავლებზე მოდის.

ქვეყნის სამხრეთში დაავადების პროცენტული მონაცემები გაცილებით მაღალია. მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინაში 100 000 გეისა და ბისექსუალზე 748 შემთხვევაა დადასტურებული, ალიასკაში _ 73.

აშშ-ში საშუალოდ 100 ათასი მამათმავლიდან 309 ათაშანგითაა დაავადებული.

ჰეტეროსექსუალ მამაკაცთა შორის ეს მაჩვენებელი ყოველ 100 000-ზე მხოლოდ 29 შემთხვევაში დასტურდება; ქალებს შორის უფრო ნაკლებია _ 1,8 ყოველ 100 000-ზე.

მეცნიერ მედიკოსთა დაკვირვებით, სიფილისით დაავადებულთა 100 შემთხვევიდან 70-ში დასტურდება ვიჩ-ინფექცია.

ტრანსგენდერების ტუალეტი

ქალებისთვის”, “კაცებისთვისდა ცალკე _ “მესამე სქესისთვის

გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში საქართველოს მაშინდელ უპირველეს გაზეთკომუნისტშიგამოჩნდა ახალი რუბრიკარედაქტორის სვეტი”. არაფერი უცნაური და მოულოდნელი ამაში არ იყო. მკითხველმა საზოგადოებამ ეს რუბრიკა აღიქვა, როგორც ჩვეულებრივი საგაზეთო ფაქტი, სლენგს თუ ვიხმართ _ გაატარა.

მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მორიგ “სვეტს” ისეთი რეაგირება მოჰყვა, როგორიც ცოტა მოგვიანებით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის დაწვამ გამოიწვია.

იფეთქა საზოგადოებრივმა აზრმა _ ეს რა გვაკადრა “კომუნისტმაო!”

რა აკადრა?

“რედაქტორის სვეტმა” წამოაყენა საზოგადოებრივი ტუალეტების პრობლემა: არ გვაქვს, მაგრამ, რაც არის, იქ არ შეისვლებაო, და, საერთოდ, ეს ყოფითი კულტურის მაჩვენებელიაო.

აღშფოთდა მკითხველი: ტუალეტებზე წერა რა გაზეთის საქმეაო! სხვა ნაკლი ვერაფერი ნახეს, ამაზე რომ იწყებენ ლაპარაკს?!

და ა.შ. და ა.შ.

მაშინდელი საზოგადოება ასეთი საკითხების გაზეთის ფურცლებზე გამოტანას ვერ იგუებდა, ვერ მიიღებდა, აზიზი იყო, პრეტენზიული, ვერ დაიბინძურებდა გონებას არაესთეტიკური თემატიკით.

ასეთი დრო იყო.

რას წარმოიდგენდა ამ სტრიქონების ავტორი, რომელიც მაშინ “მესვეტეების” კრიტიკოსთა შორის იყო, რომ დიდი ხნის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული გაზეთის _ “საქართველო და მსოფლიოს” მკითხველს შესთავაზებდა რეპლიკას საზოგადოებრივი ტუალეტების შესახებ.

მართალია _ ინდოეთში.

მართალია _ მამათმავლობის პრობლემიდან გამომდინარე.

მაგრამ _ მაინც!..

ინდოეთის მთავრობამ ახლახან ნება დართო ტრანსგენდერებს, ისარგებლონ ნებისმიერი საზოგადოებრივი ტუალეტით, რომელსაც აირჩევენ _ გზა ხსნილია!

“მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, აირჩიონ, როგორი საზოგადოებრივი ტუალეტიც სურთ _ ქალებისა თუ კაცების და იმით ისარგებლონ”, _ ნათქვამია ინდოეთის სანიტარიის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.

როგორ განხორციელდება რეალურ ცხოვრებაში ეს ნეოლიბერალური პრინციპი, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენია. ვთქვათ, ტრანსგენდერმა კაცყოფილმა გადაწყვიტა ქალების ტუალეტით სარგებლობა და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების პროცესში იქ მყოფმა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებმა ყურადღება მიაქციეს მის ანატომიურ აგებულებას, ხომ ატყდება ერთი დავიდარაბა და წივილ-კივილი?! ან მისულმა როგორ უნდა დაამტკიცოს, რომ ტრანსგენდერია, ან დამხდურებმა რატომ უნდა დაიჯერონ, რომ არატრადიციულ სექსუალურ სიმახინჯესთან აქვთ საქმე და არა მანიაკთან?!

“კამასუტრაშიც” კი არაფერი მსგავსი ტრანსგენდერობისა არც აღწერილია, არც _ ნაჩვენები.

ეტყობა, ეს უხერხულობა გაითვალისწინა ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთის შტატ თამილ-ნადუს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და გადაწყვიტა, რომ ტრანსგენდერებისთვის კომფორტული პირობების შესაქმნელად ააგონ დამატებითი საზოგადოებრივი ტუალეტები.

მადრასის უმაღლესმა სასამართლომ კი დააზუსტა, რომ მთავრობამ უნდა ააშენოს უფრო მეტი საპირფარეშო არა “საერთო სარგებლობის”, არამედ მაინცდამაინც ტრანსგენდერებისთვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ წინასწარ უნდა შეიკრიბოს მონაცემები, “რათა მთავრობამ გადადგას საჭირო ნაბიჯები ექსკლუზიური საზოგადოებრივი ტუალეტების ასაშენებლად იქ, სადაც “მესამე სქესის” ბევრი წარმომადგენელი ცხოვრობს”.

გააკეთილშობილეს გარყვნილება “ექსკლუზიური ტუალეტებისა” და “მესამე სქესის” ტერმინების გამოყენებით.

და, რაც მთავარია, სექსუალური ორიენტაციადაკარგულების მიმართ ასეთი ზრუნვა და გულჩვილი დამოკიდებულება ნაკარნახევი ყოფილა 2014 წელს დაწყებული მოძრაობით, რომელიც სამთავრობო პროგრამის ჩარჩოებში მიმდინარეობს და ეწოდება “სვაჩ ბჰარათ” (სუფთა ინდოეთისთვის).

ორიგინალურად ესმით ინდოეთში სისუფთავის პრინციპი, რომლის განხორციელება ტრანსგენდერების გამოყენების გარეშე ვერ წარმოუდგენიათ. ამათ უნდა ასწავლონ თურმე ინდოეთის მრავალმილიონიან მოსახლეობას სანიტარული წესების დაცვა. ამ საქმიანობისთვის თავგადადებულ ტრანსგენდერებს ღირსეული ჯილდო ელოდება: მათი ძალისხმევა სათანადოდ დაფასდება, რაც დაეხმარება “გადალახონ საზოგადოებრიობისგან გაუცხოების პრობლემა… და ისარგებლონ საჭირო საპირფარეშოთი ზედმეტი პრობლემების გარეშე”, _ ნათქვამია ინდოეთის სანიტარიის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ახალ წესებში.

როგორც ჩანს, აქამდე არსებული წესები მოსაქმების პრობლემებს უქმნიდა ტრანსგენდერებს.

ტფუ!

საქართველოში რაო? _ არც არაფერი: საზოგადოებრივი საპირფარეშოების დეფიციტის პირობებში ტუალეტების ფუნქცია ყოველგვარი დადგენილებისა და წინასაარჩევნო დაპირების გარეშე დაკისრებული აქვს მიწისქვეშა გადასასვლელებს, რაიც წარმატებით ხორციელდება.

მკითხველებთან ბოდიშის მოხდით არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here