ჰომოსექსუალიზმი _ ერთ–ერთი საგანი აშშ–ის სკოლებში
კალიფორნია აშშ–ის პირველი შტატია, რომელშიც დაწყებით სკოლებში გამოიყენებენ ლგბტ–თა პროპაგანდის სახელმძღვანელოებს. მშობლებისგან უარის თქმა გამორიცხულია, რადგან არჩევანი მათ ნაცვლად ხელისუფლებამ გააკეთა.
მიღებული კანონი მოითხოვს “სამართლიანად, ზუსტად, ინკლუზიურად და პატივისცემით” მოეპყრან ჰომოსექსუალ, ბისექსუალ, ტრანსგენდერ და ლესბოსელ ამერიკელებს.
გამართლებაც მოძებნეს: “ჩვენ არ ვცდილობთ, ვაიძულოთ ვინმე, გახდეს გეი; არ ვამბობთ, რომ არის ასეთი დღის წესრიგი; არ ვამბობთ, რომ ეს ადამიანები სხვებზე უკეთესები არიან; ჩვენ ვამბობთ _ ეს არის ამერიკელების ჯგუფი, რომლებიც ცრურწმენებს აწყდებიან”, _ განაცხადა გამომცემელმა მარკ ჯარეტმა, რომლის ისტორიის სახელმძღვანელოებში ლაპარაკია ისეთი ისტორიული პიროვნებების სექსუალურ გადახრებზე, როგორებიც იყვნენ ჯეინ ადამსი, ემილი დიკინსონი, ნათანიელ ჰოტორნი, პრეზიდენტი ჯეიმს ბიუკენენი.
“ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვთქვათ, _ განაგრძობს ჯარეტი, _ რომ ბიუკენენი არასოდეს დაქორწინებულა. ჰყავდა ძალიან კარგი მეგობარი, რომელიც მასთან ცხოვრობდა. შესაძლებელია, იგი გეი იყო, მაგრამ იმ დროს გეიდ ყოფნა ცუდ ტონად ითვლებოდა”.
კალიფორნიის ხელისუფლებამ მოიწონა მე-8 კლასის სახელმძღვანელოები, რომლებიც ჯერატის მიერ იყო შედგენილი. მათში ნათქვამია, რომ ლეგენდარული მრბოლელი ჩარლი პარკჰერსტი “იყო ქალი, რომელიც კაცად იყო იდენტიფიცირებული”, რომ ჯორჯ ვაშინგტონის შტაბის უფროსი, ბარონი ფონ შტიუბენი, “შესაძლოა, იყო გეი”, და რომ პოეტი უოლტ უიტმენი “ისწრაფვოდა ახალგაზრდა კაცებისკენ… მაგრამ საჯაროდ უარყოფდა თავის სექსუალურ მიდრეკილებას”.
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამგვარი ცნობების უმეტესობა სპეკულაციაა, მაგრამ კალიფორნიაში უარი უთხრეს სხვა გამომცემლებს, რომლებმაც თავიანთ სახელმძღვანელოებში არ ახსენეს ისტორიული პიროვნებების სექსუალური გადახრები.
აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ აიძულა გამომცემელი, დაემატებინა ინფორმაცია ლესბოსელობის შესახებ NASA-ს ასტრონავტ სალი რაიდზე საუბრისას. TR (rtuthrevolt.org) წერს, რომ დემოკრატიული პარტია ოდესღაც იყო “არჩევის” პარტია: “ცხადია, რომ სახელმწიფომ მშობლებზე უკეთ იცის, რა უნდა ისწავლონ მათმა შვილებმა”, _ ასკვნის გამოცემა.
ეკლესიის მსახური ბიჭებს აუპატიურებდა და…
და სამახსოვროდ თმას აჭრიდა თავისი კოლექციისთვის.
50 წლის მამაკაცმა ადგილობრივ გაზეთში წაიკითხა, რომ ყოფილმა საეკლესიო მუსიკოსმა ჯონ ჰენდერსონმა აღიარა მის მიერ ჩადენილი ათი დანაშაული, რომლებიც ათი-თოთხმეტი წლის ბიჭების გაუპატიურებაში გამოიხატა, და გადაწყვიტა, ხმა ამოეღო. მსხვერპლმა, რომლის სახელი არ მჟღავნდება, განაცხადა, რომ, როცა იგი ათი წლისა იყო, ბრალდებულმა დაათვალიერებინა პორნოგრაფიული ჟურნალი და სთხოვა შარვლის ჩახდა, _ იუწყება Metro.
დაზარალებულის თქმით, ჯონმა იგი ცალკე მდგარ შენობაში შეიტყუა და აღასრულა თავისი ბინძური ფანტაზია. შემდეგ შეაჭრა თმა და სამახსოვროდ წაიღო. ასევე მოექცა იგი ორ სხვა ბიჭსაც.
დაზარალებულის თქმით, ამ საზიზღარი აქტის შემდეგ მან თავი ბინძურ ადამიანად იგრძნო, შეზიზღდა საკუთარი სხეული, რის გამოც დღემდე ფსიქიკური აშლილობით იტანჯება.
სხვა დაზარალებულები ყვებიან, რომ ჰენდერსონი იცვამდა ტანზე შემოტმასნილ შორტებს საცვლის გარეშე. ბავშვებს სათამაშოებს აჩუქებდა ხოლმე და სექსუალური კავშირისთვის იყოლიებდა. ერთ-ერთი მსხვერპლი აცხადებდა, რომ ამის შემდეგ იგი ნარკოტიკებს მიეძალა, მიატოვა სკოლა და მთელი ცხოვრების განმავლობაში იღებდა დეპრესანტებს.
ჰენდერსონის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები მამის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო (მამა იორკის ტაძარში ორღანისტი და გუნდის ლოტბარი იყო). იგი განერიდა გარესამყაროს მას შემდეგ, რაც ოჯახი დაკარგა. მომდევნო 13 წლის განმავლობაში არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.
ჰენდერსონს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
ორმა სექტანტმა ერთმანეთის 7 და 8 წლის გოგონები ცოლად შეირთეს
ეს ორი მამაკაცი გაერთიანებული იყო მეორედ მოსვლის კულტის სექტაში. 34 წლის სემიუელ შაფერს და 33 წლის ჯონ ქოლტჰარპს გატაცების ბრალდება წაუყენეს. ჯონს, აგრეთვე, ბრალად ედება არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურება, _ იუწყება People.
ორივე მამაკაცი “ბროლის მახვილის რაინდების” სექტის წევრები არიან. ეს სექტა მორმონების ეკლესიის განშტოებაა. მრავალცოლიანობა აქ დასაშვებად არის მიჩნეული. სამუელი იყო “წინასწარმეტყველი” მანამდე, სანამ ჯონს არ გადასცა თავისი უფლებამოსილება. პოლიციამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ჯონის ყოფილმა ცოლმა ოთხი შვილის გატაცების შესახებ განაცხადა.
ჯონი თავის ბინაში დააპატიმრეს, მაგრამ ბავშვები იქ ვერ იპოვეს. შემდეგ პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა დასახლებაში ლუნდის მახლდობლად, სადაც სექტანტები სატვირთო კონტეინერებში ცხოვრობდნენ. იქ მხოლოდ ორი ბიჭი იპოვეს, გოგონები არსად ჩანდნენ.
დაკავების შემდეგ სამუელმა განაცხადა, რომ გოგონები წყლიან კასრებში გადამალა, სადაც ისინი ყინვიან ამინდში დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ. დანარჩენები გაუწყლოებისა და ლეთარგიის სიმპტომებით აღმოაჩინეს ტრაილერში. გოგონები სასწრაფოდ გადაიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
აშშ–ში გამოსცეს წიგნი სანტა–კლაუსის გეიქორწინების შესახებ
“სანტას ქმარი. ჭეშმარიტი ისტორია მისტერ და მისტერ კლაუსების შესახებ”, _ ასე ჰქვია საბავშვო გამოცემას, რომელიც აშშ–სა და კანადაში გასაყიდად გამოიტანეს. შინაარსი სრულიად ესადაგება სათაურს: ამერიკელი თოვლის ბაბუის ანალოგი თავის კოლეგაზეა დაქორწინებული.
“ტოლერანტობის კანონებს სრულად უპასუხებს ეს ქორწინება, რომელიც არა მხოლოდ არატრადიციულია, არამედ რასთაშორისიც: ერთი სანტა თეთრკანიანია, მეორე _ აფროამერიკელი (ჩრდილოეთი პოლუსი ხომ მათი ტრადიციული ბინადრობის ადგილია!).
წყვილი მხიარულად და მეგობრულად ცხოვრობს, თუმცა პრობლემებიც აქვთ. ქარხნებისა და ფაბრიკების მუშაობა გლობალური დათბობის მიზეზი ხდება _ სანტების სახლი შეიძლება დადნეს. მფრინავი ირმების დანაყრება ორგანული საკვებით უხდებათ (ავტორმა რეალურად შეკრიბა და გამოიყენა დასავლეთის ლიბერალური პროპაგანდის ყველა შტამპი ყოველგვარი ირონიის გარეშე). ამასთანავე, უნდა მოაგვარონ საკამათო საკითხები ელფების (ტყის სულიერი არსებანი გერმანულ-სკანდინავიურ და კელტურ ფოლკორში) პროფკავშირთან, რომლებიც ახარისხებენ საშობაო საჩუქრებს, “მაგრამ ისინი (მეუღლეები) ყოველთვის გამონახავენ საშუალებას ერთმანეთის საკოცნელად და გასამხნევებლად ჭიქა რძისა და ნამცხვრების მირთმევისას” (რაც ილუსტრირებულია ორი მამაკაცის კოცნის ნახატით).
წიგნის შემქმნელი დანიელ კიბლსმითი მუშაობს ტელეპროგრამა “გვიანი შოუ სტივენ კოლბერთან ერთად”, რომელსაც ამერიკული ტელეარხი CBS გადასცემს. ასე რომ, ჩვენ წინაშეა ნამდვილი მეინსტრიმი, რომელიც ამერიკაში ვრცელდება ხელოვნების, განათლებისა და მასმედიის მეშვეობით. ნიშანდობლივია ერთი რამ: ამ ცნობის დაწერის მომენტისთვის უდიდეს ონლაინ-მაღაზია “ამაზონში” წიგნი 30-პროცენტიანი ფასდაკლებით იყიდებოდა, აუდიოვერსიას კი უფასოდ ურიგებდნენ მსურველებს. მსურველები კი, როგორც ჩანს, შემოლევიათ. ეს დაახლოებით ისეა, როგორც ჩვენთან “სეილების” (ფასდაკლების) აქციების ჩატარებისას, მაგრამ საქართველოში მყიდველთა სიმცირე უსახსრობითაა გამოწვეული, ამერიკაში კი, მადლობა ღმერთს, სულის წაწყმედის მსურველთა სიმწირით.