Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

ზღვის ტალღებზე მოლივლივე სექსკრუიზი

1142

ტვინი რომ არ იჭყლიტოთ ამ რებუსის ამოხსნაზე, ახლავე გეტყვით, რაც ხდება: 26 ივნისს ვენეციაში სტარტი აიღო მსოფლიოში პირველმა სექსკრუიზმა. 700-მდე მგზავრი ერთკვირიან ცურვაში გაჰყვა მდიდრულ ხომალდ Azmara Quest, რომელზეცთავისუფლებისისეთი ატმოსფერო სუფევს, ედემის ბაღშიც რომ ვერ წარმოიდგენდნენ მისი პირველი მკვიდრნი.

ვერ წარმოიდგენდნენ იმიტომ, რომ ორნი იყვნენ _ ადამი და ევა, შიშვლები და თანაც ლეღვის ფოთლების გარეშე… ხოლო მაცდუნებელ გველს არ ეყოფოდა ფანტაზია იმ დონის “სექსუალური ზეიმის” წარმოსადგენად, რომელიც მოლივლივე ხომალდზე კოლექტიური სექსის ორგანიზატორებმა შექმნეს.

აქ ყველაფერი დასაშვებია: სექსუალური კავშირის დამყარება საზოგადოების თავშეყრის ზონებში, პარტნიორების გაცვლა, მამათმავლობა, ლესბოსელობა და ა.შ.

ოღონდ ძალადობის გარეშე!

ეს ბარდაგი დემოკრატიულობის პრინციპს განუხრელად იცავს. ტერორისტულ თავდასხმებზე კი ვერაფერს მოგახსენებთ, ვერც იმას გეტყვით, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას ასეთ შემთხვევებზე, თუ მოხდა.

აღნიშნული რეისით მგზავრობის მსურველი დასავლური ღირებულებების მქონე ადამიანი იმდენი იყო, რომ ორგანიზატორებმა გაისისთვის უკვე დაგეგმეს მეორე კრუიზის მოწყობა.

მანამდე გარყვნილების ამ კოლმეურნეობაში მოხვედრაზე მხოლოდ ოცნების თავისუფლება დარჩენიათ ამძუვნებულ მდედრებსა და მამრებს.

კოლექტიური ფერმა!

კრუიზის ორგანიზატორია მექსიკური კომპანია Original Group, რომელიც ორ კურორტს ფლობს მექსიკაში, სადაც “დასვენება” შეუძლიათ 21 წელს მიღწეულ ტურისტებს, ოღონდ _ წყვილად!

რა ხდება იმ წყვილთა “სამოთხეში”, ძნელი მისახვედრი არ არის… რაც “იქ ხდება”, იმის ზღვის სივრცეში გადატანა განიზრახეს და განახორციელეს კიდეც მოლივლივე ბორდელის ორგანიზატორებმა. “ჩვენ დიდი ყურადღებით შევარჩიეთ გემიც და მარშრუტიც, რათა უზრუნველგვეყო მგზავრები უმაღლესი კლასის დასვენებით და მისცემოდნენ განცხრომას მდიდრულ უსაფრთხო გარემოში”, _ განუცხადა ბრიტანულ “დეილი მეილს” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა როდრიგო დე ლა პენიამ.

“უდიდეს საზღვაო ორგიაზე” მოსახვედრი ბილეთის ფასი 3,2 ათასი დოლარი ღირს სტანდარტულ კაიუტაში, ხოლო ლუქსში _ 11 ათასი დოლარი თითოეულ ადამიანზე.

რა არის აკრძალული? _ კრუიზის სტუმრებს ეკრძალებათ კრუიზის სხვა მონაწილეთა გადაღება.

მიაქციეთ ამას ყურადღება!

აქაც კი, ამ სოდომიაშიც, იცავენ პირად ცხოვრებაში ჩაურევლობის პრინციპს, რომელიც, უთუოდ გახსოვთ, ფეხქვეშ ჰქონდა გათელილი სააკაშვილის ხელისუფლებას; გათელილი კი არა, სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აღაზევებდა, ევროპული იდეალების ერთგული “მიშიკო ნიკოლოზოვიჩი (როგორც მას უკრაინაში უწოდებენ).

ფრთხილობენ კრუიზის ორგანიზატორები და თადარიგს იჭერენ. არცთუ უსაფუძვლოდ, რადგან იქ, დემოკრატიის ციტადელ აშშ-შიც კი, სხვისი პირადი ცხოვრების ფირზე აღბეჭდვაზე არათუ უარს არ ამბობს ზოგიერთი, არამედ საკუთარი ცოლის ინტიმური მომენტების სააშკარაოდ გამოტანასაც არ ერიდება შურისძიების მიზნით.

37 წლის შონ დონისმა, რომელიც აშშ-ში, როკლენდში, ცხოვრობს, ეჭვი შეეპარა რა მეუღლის ერთგულებაში, სმარტფონის გამოყენებით შეძლო ვიდეოზე გადაეღო, როგორ ღალატობდა მას ნენსი საკუთარ ბოსთან.

შონმა გამოცემა თჰე შუნ-ს მოუთხრო, რომ სულის სიღრმემდე შეაძრწუნა მეუღლის ღალატმა და ამიტომ გაეყარა კიდეც.

გაეყარა და დამშვიდდა: შურისძიება განხორციელდა, მაგრამ აიქოჩრა ცოლყოფილი და სასამართლოში უჩივლა ყოფილ ქმარს უკანონო თვალთვალის გამო.

შონს 15 წლით პატიმრობა ემუქრება.

ვაი, ასეთ შურისძიებას და უი, ასეთ კანონმდებლობას და ამგვარი კანონმდებლობის განმახორციელებულ ძალოვან სტრუქტურას, რომელმაც 37 წლის მამაკაცი პატიმრობისთვის გაწირა, ხოლო 11 წლის გოგონას გამაუპატიურებელი 28 წლის მამაკაცი მოძალადედ არ მიიჩნია.

ეს შემთხვევა წლევანდელ აპრილში მოხდა, პარიზის შემოგარენში. გამოძიების მონაცემებით, მამაკაცმა გოგონა თავის ბინაში შეიტყუა და დაჰპირდა, რომასწავლიდა კოცნას”… რასაც, როგორც მოსალოდნელი იყო, სექსუალური კონტაქტი მოჰყვა.

ბავშვის მშობლები და იურისტები მოითხოვდნენ, რომ მამაკაცი მოძალადედ ეცნოთ; აცხადებდნენ, რომ გოგონა შიშისგან “პარალიზებული” იყო და “არ შეეძლო დაეცვა თავი”.

პროკურატურამ კი მიიჩნია, რომ ახალგაზრდა კაცის მხრიდან (რომელიც ორი შვილის მამა იყო) ადგილი არ ჰქონია არავითარ ძალადობას, არც მუქარას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გოგონა დათანხმდა საკუთარი სურვილით(!).

საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსით, “თანხმობის” ასაკი 15 წლით(!) არის განსაზღვრული. ესეც ნიშანდობლივია!

სასამართლო სხდომა 2018 წლის 13 თებერვლისთვის გადაიდო.

დევიდ ჰარტი
დევიდ ჰარტი

60 წლის პედოფილი წლების განმავლობაში აუპატიურებდა გოგონას

60 წლის დევიდ ჰარტს, ტაქსის მძღოლს სუონსიდან (დიდი ბრიტანეთი), ბრალი წაუყენეს გოგონას მრავალგზის გაუპატიურებაში. პირველად იგი მსხვერპლს თავს დაესხა მაშინ, როცა იგი 11 წლისა იყო; 2001-დან 2015 წლამდე ცხოვრობდა მასთან და ამ სქესობრივი კავშირის ჩანაწერს ვიდეოჩატის მეშვეობით ავრცელებდა.

დევიდ ჰარტის მსხვერპლმა პოლიციელებს დაწვრნილებით აღუწერა, როგორ ექცეოდა მას მოძალადე, რომ ზოგჯერ მეგობრის ძაღლთან სექსუალური კონტაქტის დამყარებასაც აიძულებდა.

“მე თავსაც ვიდანაშაულებ, რადგან შემეძლო მისი შეჩერება, მაგრამ ძალიან მეშინოდა მისი. მეზიზღება საკუთარი თავი, ამის გაკეთების უფლება რომ მივეცი. ეს ძალადობა მესიზმრება”, _ განაცხადა სასამართლო სხდომაზე მსხვერპლმა.

პედოფილი უარყოფდა წაყენებულ ბრალდებას და აცხადებდა, რომ აღნიშნული დროის განმავლობაში ფიზიკურად არ შეეძლო მასთან კონტაქტის დამყარება. 27 სექტემბერს სასამართლო სხდომაზე ჰარტი ცუდად გახდა, იგი სასწრაფოდ მოათავსეს უელსის ერთ-ერთ საავადმყოფოში. მას შემდეგ, რაც ნაფიცმა მსაჯულებმა იგი დამნაშავედ ცნეს გაუპატიურების 12 შემთხვევაში, ბრალდებული მიიმალა, მაგრამ იმავე საღამოს დააკავეს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რას მიუსჯიან დამნაშავეს.

ლი დონალდ ტრამი
ლი დონალდ ტრამი

ცრუწინასწარმეტყველს მრევლის წევრის ცოლისა და 6 შვილის გაუპატიურებისთვის 87 წლით პატიმრობა მიესაჯა

სასამართლომ 52 წლის ლი დონალდ ტრამს 87 წლით პატიმრობა მიუსაჯა ბავშვების გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულის ჩადენისთვის, _ იუწყება New York Post. სასამართლომ მისი დანაშაული დააკვალიფიცირა, როგორც სექსუალური მხეცობა.

გამოძიების მასალების მიხედვით, კაპლანი დაუმეგობრდა და ფინანსურად დაეხმარა დანიელ და სავილა შტოლუფსების ოჯახს 20 წლის წინათ, როცა ისინი ტოვებდნენ ამიშების თემს. ამის შემდეგ იგი თანდათან დაუახლოვდა ოჯახის ქალებს, როგორც “წინასწარმეტყველი”, და აიძულებდა მათ “ღმერთთან კავშირის დამყარებას”.

ხელისუფალთა ცნობით, შტოლცფუსების ოჯახმა დახმარების საფასურად კაპლანს თავიანთი უფროსი შვილი საჩუქრად მიართვა. გოგონა 14 წლისა იყო, როცა “მოძღვრისგან” პირველი შვილი შეეძინა. გოგონების დედამ განაცხადა, რომ მისი დანარჩენი გოგონებიც ხშირად იკეტებოდნენ კაპლანის საწოლ ოთახში, რის გამოც მას პროტესტი არასოდეს გამოუთქვამს. მაგრამ მას შემდეგ, რაც “წინასწარმეტყველთან” სექსუალური კავშირი თავად დაამყარა, დედამ თავისი ქალიშვილები მეტოქეებად აღიქვა, რომლებიც კაპლანის სასიყვარულო ვნებებს ართმევდნენ ამძუვნებულ მშობელს. გოგონებმა დაადასტურეს, რომ მოძალადემ მათთან სექსუალური კავშირი არასრულწლოვანების დროს დაამყარა. ერთ-ერთმა მათგანმა განაცხადა, რომ “ეს მოხდა მაშინ, როცა 6 წლის იყო”.

დანიელ და სავილა შტოლცფუსებს 6-6 წლით პატიმრობა მიესაჯათ თავიანთი შვილებისთვის არასასურველი გარემოს შექმნის ბრალდებით; კაპლანი კი 87 წელიწადს გაატარებს ციხეში, სადაც სული ამოხდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here