ხანდაზმულმა ლესბოსელებმა სასამართლოში უჩივლეს მეზობელს, რომელსაც მოსწონდა სიმღერა “როცა კაცს უყვარს ქალი”
ლესბოსელთა წყვილმა საუტჰემპტონის სასამართლოში უჩივლა 56 წლის მილიონერ მეზობელს იმის გამო, რომ იგი ყოველ დილით მაქსიმალურად ხმამაღლა რთავს ერთსა და იმავე სიმღერას _ “როცა კაცს უყვარს ქალი”.
თანამედროვე ვარიანტია “ჭირვეული მეზობლების”. დღეს მიწის მიტაცებაზე ან ბაკულას ღორების მიერ ბოსტნის გაჩანაგებაზე კი არ დავობენ მეზობლები, ან წიწაკაანთ მაროს ღორის ტრაგიკული დაღუპვის საქმეს კი არ განიხილავს “ბატონი სუდი”, არამედ _ ადამიანის უფლებათა ხელყოფის გამო შეტანილ საჩივრებს. მაგალითად, ისეთი არნახული დათრგუნვის მცდელობის გამო, როგორიც დილაობით მამლის ყივილია.
ამას ჩივის ერთი მხარე, კერძოდ, ბიზნესმენი, ნეილ დიმოტი, რომლის ცხოვრების მყუდრო და უხინჯოდ მდინარე წესს უხეშად არღვევს ბებერი ლესბოსელების “საკუთრებაში მყოფი მამალი”, მისი სექსუალური ორიენტაციაშეცვლილი პატრონებისგან განსხვავებით, ტრადიციულ პარამეტრებში რჩება და ყივის ისე და იმ დროს, როგორიც ბუნებისგან აქვს მინიჭებული, ვითარცა მამრს.
ბიზნესმენმა რამდენჯერმე სთხოვა ჰელენა რიჩარდსონსა და პაულა ჰოლანდს, მოეშორებინათ თავქოჩორა ფრინველი. ლესბოსელებმა ეს თხოვნა ერთ ყურში შეუშვეს და მეორიდან გაუშვეს, უგულებელყვეს ისევე, როგორც ტრადიციული მორალის პრინციპები.
ფეხებზე დაკიდება ასე არ უნდაო, და ნეილმა მაქსიმალურად ხმამაღლა აახმიანა სიმღერა, რომელსაც ლგბტ-ის წარმომადგენლები ჰომოფობიად მიიჩნევენ.
ლესბოსელი ქალბატონები აღაშფოთა ნეილ დიმოტის “თავხედობამ” და მისი სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტეს. კანონი მათ უფლებებს იცავს და წაფრატუნდნენ სასამართლოში. მაგრამ იქ მათ ჯერჯერობით ვერ წარადგინეს წონადი არგუმენტები იმის დასამტკიცებლად, რომ მეზობელი ბიზნესმენი ჰომოფობია. დიმოტი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე და აცხადებს, რომ ეს “მავნე ქალბატონები” ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ, მიაყენონ უსიამოვნება და მას გამოგონილი ბრალდებებით ებრძვიან. რიჩარდსონისა და ჰოლანდის ერთადერთი, ისიც არაპირდაპირი, სამხილი არის ის, რომ მეზობელი სპეციალურად ჩართავს ხოლმე სიმღერას “როცა კაცს უყვარს ქალი” მაშინ, როცა ისინი მის სახლს ჩაუვლიან.
“ერთხელ მან ჩართო ეს სიმღერა და მთელი საათის განმავლობაში ატრიალებდა. ჩვენს ჯიბრზე იქცევა ასე”, _ აცხადებს ჰელენა რიჩარდსონი. ამ მოსაზრებას სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს, და, საერთოდაც, ვერ გაურკვევია, რას მოითხოვენ ლესბოსელი ქალბატონები. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის თქმით, მომჩივნები ცდილობენ, “ყურით მოათრიონ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლების უფლებათა ხელყოფის” ბრალდება.
მილიონერი ნეილ დიმოტი თავის სიმართლეში დარწმუნებულია, ლესბოსელები _ თავისაში. “მათ სჯერათ, რომ დედამიწა მათ გარშემო ტრიალებს. ვერ დაამტკიცეს, რომ ჰომოფობი ვარ და ახლა ცდილობენ, ჩემგან მონსტრის შექმნას. რაც შეეხება სიმღერას _ “როცა კაცს უყვარს ქალი”, მე იგი ძალიან მომწონს. ეს “ქათმებზე” უკეთესია”.
მამალი კი ყივის და წარმოდგენაც არ აქვს, რა ვნებათაღელვა ტრიალებს მის გარშემო.
აეროპორტ ნიუარკის მესაზღვრეებს ბრალად ედებათ კოლეგების გაუპატიურება
ადგილობრივი პროკურატურის მონაცემებით, 38 წლის ტიტო კატოტა, 40 წლის პარმენიო პერეზი და 32 წლის მაიკლ პაპანი მასხრად იგდებდნენ ქალებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას. აშშ–ის ნიუარკის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო და სასაზღვრო კონტროლის ბიუროს ოფიცრებს ბრალად ედებათ ძალადობა თავიანთ კოლეგებზე.
წესრიგის დამცველთა ვერსიით, 2016 წლის ოქტომბერში ოფიცრები თავს დაესხნენ ქალს, დააწვინეს მაგიდაზე, შემდეგ კი ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. მესაზღვრეებმა ანალოგიური დანაშაული ერთი თვის შემდეგაც გაიმეორეს. ბიუროს კიდევ ერთმა თანამშრომელმა ქალმა განაცხადა, რომ ძალადობით ემუქრებოდნენ.
_ მსგავსი საქციელი ნებისმიერ სფეროში საზიზღრობაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე სამართალდამცავ ორგანოებს ეხება, _ იმოწმებს ტელეარხი ABC ადვოკატ უილიამ ფიტცპატრიკს.
ცნობილია, რომ ბრალდებულები იმ ქვედანაყოფის წევრები იყვნენ, რომლებიც აღკვეთდნენ ქვეყანაში კონტრაბანდის შედინებას და იცავდნენ სახელმწიფოს ეროვნულ უშიშროებას.
40 წლის მასწავლებელმა სექსუალური კავშირი დაამყარა 15 წლის მოსწავლეთან
მსგავს ფაქტებზე არაერთხელ გამოგვიქვეყნებია მასალა, არა იმიტომ, რომ სპეციალურად ამოვქექავთ ხოლმე. არა.
საქმე ის არის, რომ არასრულწლოვანთა შეცდენის ფაქტებმა ტენდენციის ხასიათი მიიღო _ ამძუვდნენ მათი პედაგოგები.
40 წლის ფიზკულტურის მასწავლებელი ქალი დააპატიმრეს სწორედ ასეთი აღვირახსნილობის გამო. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის განსხვავება 25 წელიწადია. ოლქის შერიფმა მიიღო შეტყობინება ამ ამორალური ფაქტის შესახებ, დაიწყო გამოძიება. ინფორმაცია მართალი აღმოჩნდა.
მასწავლებელთან სექსუალური კონტაქტის მომენტისთვის ყმაწვილი მე-9 კლასში გადადიოდა. გამოძიებამ შონეტა რისი დაადანაშაულა მცირეწლოვანის გახრწნაში და უფლებამოსილების გადამეტებაში.
გარყვნილი პოლიციელები ნუდისტებს ვერტმფრენიდან უთვალთვალებდნენ
იორკშირის პროკურატურამ დააკავა ბრიტანელი პოლიციელები, რომლებიც ვერტმფრენსა და ვიდეოკამერას იყენებდნენ იმ მოქალაქეების თვალყურის მისადევნებლად, რომლებიც ნუდისტურ პლაჟებს ეტანებიან და იმ წყვილებისთვისაც, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროს უკაცრიელ ადგილებში სექსით ერთობოდნენ.
პროკურატურის ორგანოებში უკვე განაცხადეს, რომ ასეთი ვიდეოგადაღება პირადი ცხოვრების კონფიდენციალობისა და ხელშეუხებლობის “უხეში დარღვევაა”.
პროკურორი რიჩარდ რაიტი მიიჩნევს, რომ ვერტმფრენების ამ მიზნით გამოყენება ყოვლად წარმოუდგენელია და რომ საზოგადოებრიობა ამას არ დაუშვებს. ერთმა პოლიციელმა _ 50 წლის ადრიან პოგმორმა _ უკვე აღიარა თავისი დანაშაული, მისი ოთხი კოლეგა კი უარყოფს.
პროკურატურაში ასევე განაცხადეს, რომ დაზარალებულთა შორის არის ოჯახური წყვილი, რომელმაც ერთ-ერთ მოთვალთვალეში ძველი ნაცნობი ამოიცნო. კომპმა აღნიშნა, რომ მეგობრები რომანტიკულ შეხვედრაზე მოიწვია ბუნების წიაღში, უთვალთვალა მათ; ხოლო ყველაფერი, რასაც შეესწრო, გადაიღო და მათი სასიყვარულო გართობის პროცესი რვაწუთიან სიუჟეტად დაამონტაჟა.