Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

1085
ტრანსგენდერი

მალე აღარ გვეყოლებიან ბიჭები და გოგონები

დასავლური მედია აღფრთოვანებით წერს ჯოჯოხეთური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტის შესახებ. “მალე აღარ გვეყოლებიან ბიჭები და გოგონები: შეიძლება, რომ ჩვენი შვილები უსქესონი იყვნენ?” ასეთი შოკისმომგვრელი სათაურით აქვეყნებს წერილსტელეგრაფი”. სტატიაში მოთხრობილია ცდებზე, რომლებსაც დაწყებითი სკოლის მესამეკლასელ მოსწავლეებზე ატარებდა დოქტორი ჯავიდ აბდელმონეიმი.

ექსპერიმენტი სკოლაში, რომელიც კუნძულ უაიტზეა, ექვსი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ტარდებოდა BBC-ის მონაწილეობითა და ადგილობრივი მასწავლებლის _ გრეჰემ ანდრეს დახმარებით. ფორმალური მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს “გენდერულ-ნეიტრალური აღზრდა” შვიდი წლის ბავშვებზე.

რატომ აირჩიეს ექსპერიმენტატორებმა 2010 წელს დაბადებული ბავშვები? იმიტომ, რომ ამ წელიწადს საყოველთაო თანასწორობის აქტი კანონად ჩამოყალიბდა. ცინიკურად ისმის? რა თქმა უნდა, მაგრამ ამას სჩადიან ცივილიზებული ბრიტანელები, მათთვის ყველაფერი ნებადართულია…

ფორმალურად წარმოდგენილი “გენდერულ-ნეიტრალური” აღზრდა, ფაქტობრივად, ბავშვის სქესობრივი ორიენტაციის 180 გრადუსით შემობრუნებას ითვალისწინებდა.

“შესავალმა” ტესტირებამ გამოამჟღავნა შედეგები, რომლებიც, რა თქმა უნდა, ხელს არ აძლევდა ტოლერანტ ორგანიზატორებს _ გოგონები აცხადებდნენ, რომ მათთვის სულერთი არ არის, როგორ გამოიყურებიან (იპრანჭებოდნენ), ბიჭები კი მრისხანებისკენ იჩენდნენ მიდრეკილებას (კაცური ჩვეულება).

“სიტუაციის გამოსასწორებლად” აბდელმონეიმმა აკრძალა ვარდისფერი და ცისფერი. დაიწყო ბავშვებისთვის მექანიკოსი ქალების, ბალეტის მოცეკვავეებისა და ვიზაჟისტი კაცების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ბოლოს და ბოლოს, ტესტებმა ორგანიზატორებისთვის სასურველი შედეგი გამოიღო _ ბავშვების ნორმალური სქესობრივი ორიენტაცია დაირღვა.

ამგვარი ცდები პირველი არ არის. არცთუ დიდი ხნის წინათ დასავლეთში აქტიურად განიხილავდნენ კანადელი დევიდ რეიმერის თვითმკვლელობის საკითხს. 8 თვის რომ იყო, მას წინდაცვეთის ოპერაცია ისე ცუდად გაუკეთეს, რომ სასქესო ორგანო დაუზიანეს. ამ შემთხვევის შესახებ შეიტყო ფსიქოლოგიის პროფესორმა ჯონ მანმა და ბიჭის მშობლებს ურჩია, შვილი ისე აღეზარდათ, როგორც გოგო. ასევე ურჩია, ბავშვისთვის ამოეჭრათ სასქესო ჯირკვლები და მიეცათ ჰორმონები. მშობლები პროფესორის ნებას დაჰყვნენ და, უწინარესად, შვილს სახელი შეუცვალეს, ბრენდა დაარქვეს. ბავშვი იზრდებოდა, მაგრამ გოგოობისა არაფერი ეტყობოდა _ ბიჭური სათამაშოებით ერთობოდა, სკოლაში ბიჭურად ერთობოდა. ყმაწვილობის ასაკს რომ მიაღწია, მისთვის კიდევ ერთი ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ და მშობლები იძულებულნი გახდნენ, ექსპერიმენტის შესახებ მისთვის სიმართლე ეთქვათ.

მაგრამ დევიდმა ბრენდად ყოფნა არ მოისურვა, სამჯერ შეეცადა თვითმკვლელობას, სამივეჯერ უშედეგოდ. ბოლო მცდელობისას ბავშვი კომიდან გამოიყვანეს. დევიდმა გადაწყვიტა მამაკაცური არსის დაბრუნება, რისთვისაც სპეციალური თერაპიის გავლა იყო საჭირო. მან ცოლიც კი შეირთო და სამი ბავშვი იშვილა.

მაგრამ იმას, რაც დევიდს თავს გადახდა, ვერ გაუძლო მისი ძმის ფსიქიკამ, რომელიც, ბოლოს და ბოლოს, ანტიდეპრესანტების ჭარბი დოზის მიღების გამო დაიღუპა. ეს რომ შეიტყო დევიდმა, დეპრესიაში ჩავარდა, სამსახური, ცოლ-შვილი მიატოვა და თავი მოიკლა.

ფაქტია, რომ პროფესორმა მანმა ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი ჩაატარა, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ შემთხვევის შემდეგ, თითქოს ბავშვების სქესობრივ თვითიდენტიფიკაციაზე საბოლოოდ ხელი უნდა აეღოთ, მაგრამ ასე არ მოხდა.

აბდელმონეიმის ექსპერიმენტმა ლგბტ-თემის აღფრთოვანება გამოიწვია და ამჟამად ფართოდ შუქდება შესაბამის ინტერენეტრესურსებში. თვით დოქტორი ეტალონური ნეოლიბერალი გლობალისტია, 2008 წლიდან მუშაობს ორგანიზაციაში “ექიმები საზღვრების გარეშე”, პარალელურად თანამშრომლობს “ალ-ჯაზირასთან”.

მისი ექსპერიმენტი სრულად ესადაგება მსოფლიოს გლობალისტი ელიტების იდეებსა და მისწრაფებებს, რომლებსაც ადამიანების ნაცვლად (რომლებსაც თავი გარკვეული ხალხის, კულტურის, ოჯახისა და სქესის წარმომადგენლებად მიაჩნიათ), სჭირდებათ უნებისყოფო, ამბივალენტური ბიომასა, რომლის შესაქმნელადაც, როგორც ჩანს, იღვწიან აბდელმონეიმის უკან მდგარი პიროვნებები.

ეს ადამიანები მსოფლიოს დაპატრონების სენით არიან დაავადებულნი.

ლესბოსელი

ამერიკელმა ლესბოსელებმა 10 ათასი დოლარი მოსთხოვეს მოხელეებს, რომლებმაც მათ ქორწინებას საზიზღრობა უწოდეს

ლესბოსელებმა დასავლეთ ვირჯინიის (აშშ) გილმერის ოლქის მოხელეებს მოუგეს სასამართლო დავა და კანონის ძალით აიძულეს, გადაეხადათ 10 ათასი დოლარი მათი უფლებების დარღვევის ბრალდებით. რა ჩაიდინეს ასეთი საწყალმა კლერკებმა?

რადა, ორ ლესბოსელს _ ამანდა აბრამოვიჩსა და სამანტა ბრუკოვერს, რომლებმაც მიიტანეს განცხადება მათი (ლესბოსელების) ქორწინების რეგისტრაციისთვის, პირში უთხრეს, რომ მათი კავშირი არის ბილწი და ისეთი ცოდვა, რომლის გამოც ღმერთი დასჯით.

აბა, ამას მოითმენდნენ ეს “უცოდველი კრავები”?!

არც მოუთმენიათ! გააშანშალეს საჩივარი და მიცუნცულდნენ სასამართლოში, რომელმაც, იხელმძღვანელა რა კანონით, მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც ზემოთ ვთქვით, და დამატებით, სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე “მგლებს” დაავალა, ბოდიში მოეხადათ “საწყალი კრავებისთვის” შეურაცხყოფის გამო.

ახლა კი მკითხველებს ვთხოვთ, გაიხსენონ ბავშვობაში ნასწავლი იგავი “მგელი და კრავი” და უპასუხონ შეკითხვას: მართალი იყო თუ არა მეიგავე, როცა გვიმტკიცებდა, რომ “დიდ კაცთან (ამ შემთხვევაში სახელმწიფო მოხელეებთან) პატარა კაცსა (ლესბოსელებს) როდის გასვლიათ მართალი?”

როდის და _ ჩვენს დღეებში, სად და _ შეერთებულ შტატებში, რომლის ტერიტორიაზე 2015 წლის 26 ივნისიდან ლეგალიზებულია ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

მაგ სიმართლით იარონ…

ცნობისთვის: ეს ინფორმაცია გაავრცელა სააგენტო “ასოშიაიტედ პრესმა”.

ჩვენც გადმოვიღეთ, სხვა რა ჩარა გვქონდა, რადგან ფეხაწყობილები მივუყვებით ჩვენი ლიბერასტების მტკიცე ნაბიჯებს “დასავლური ღირებულებებისკენ”: “მარცხენით! მარცხენით! მარცხენით!”

ვცდილობთ, მაგრამ ვერ ვეწევით. ან როგორ უნდა დავეწიოთ, როცა, სანამ ზემოთ წარმოდგენილ ინფორმაციაში ვერკვეოდით, დიდ ბრიტანეთში კონფესიათაშორისი ლგბტ-ქორწილი გადაიხადეს, რომელიც ნისლიანი ალბიონის ისტორიაში პირველი შემთხვევაა ერთნაირსქესიანთა ამგვარი შეუღლების.

ინდოელმა კალავათი მისთრიმ და იუდეველმა მირიამ ჯეფერსონმა ერთობლივი ცხოვრების 20 წლის თავზე ინდური ქორწილი გადაიხადეს. ეს იყო განსხვავებული კონფესიების ერთნაირსქესიანი ქალბატონების შეუღლების პირველი ფაქტი დიდ ბრიტანეთში. მათ დიდხანს ვერ შეძლეს თავიანთი ურთიერთობის დაკანონება, რადგან გაძნელდა ისეთი მღვდლის პოვნა, რომელიც დათანხმდებოდა ინდოელთა ტრადიციული საქორწინო ცერემონიის ჩატარებას.

მაგრამ მოგეხსენებათ, “არ არსებობს ისეთი ციხესიმაგრე, რომლის აღება ლგბტ-ელებს არ შეუძლიათ!”

ესენიც, მგონი, თავიანთი კომუნისტური მომავლისკენ მიისწრაფვიან, რომლის ბრწყინვალე მწვერვალებზე პედერასტების, გეების, ტრანსგენდერებისა და ა.შ. ხელიხელჩაკიდებული წყვილები დგანან და გამარჯვებული გადაჰყურებენ გაბედნიერებულ სამყაროს.

რომელიც ყარს

სოლომონ ბოსხელი

P.S. ცხვირზე თითებს ვიჭერთ და ნაბიჯს ვუჩქარებთ. გული ამოვარდნაზეა. რას დავეწევით.

ამიტომაც ჩამოვრჩით.

თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?”

მალაიზიის პოლიცია

მალაიზიელ მამას ბრალად დასდეს საკუთარი ქალიშვილის 600-ზე მეტჯერ გაუპატიურება

ამ გულისამრევ ფაქტზე წერსროიტერი”… მოიცალეს!

მაგრამ როგორც ჟურნალისტიკის ჭეშმარიტი პრინციპების დამცველები ამბობენ, მოსახლეობას უნდა ვუთხრათ სიმართლე, მათ შორის ისიც, თუ როგორ გარყვნილ გარემოში უწევს ცხოვრება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ 36 წლის მამაკაცი ცოლს გაეყარა. უფროსი ქალიშვილი, რომელიც იმხანად 13 წლისა იყო, მამასთან დარჩა, ორი უმცროსი და დედას გააყოლეს. მას შემდეგ ეს ორფეხა ცხოველი, მამად წოდებული, თითქმის ყოველდღიურად “ხმარობდა” თავის შვილს, არცთუ იშვიათად _ გაუკუღმართებულადაც. დადგენილია, რომ სექსუალური ურთიერთობა 626-ჯერ გამეორდა. კაცს ბრალი წარუდგინეს სოდომიაში, გაუპატიურებასა და ინცესტში.

ამ წლების განმავლობაში გოგოს არსად არაფერი განუცხადებია. არც დედისთვის გაუმხელია რაიმე. მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო ხმა, როცა გაიგო, რომ მამა სასამართლოს წესით დედას მიკუთვნებული შვილების თავისთან დაბრუნებას აპირებდა.

სექსუალური ძალადობის პრობლემა მალაიზიაში უმწვავესია. ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ 10 ასეთი შემთხვევა აღირიცხება, მათგან ნახევარი 16 წლამდე ბავშვების გაუბედურებაა. მაგალითად, 2005-დან 2014 წლამდე 28 ასეთი შემთხვევა მოხდა და მათგან მხოლოდ 3 პროცენტის განხილვის შედეგად გამოიტანა სასამართლომ საბრალდებო ვერდიქტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here