Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

1015
რაილი-პრინც ჰაირონი

როცა დედა შვილს პედერასტად ზრდის

არ გსმენიათ? ახლა გაიგებთ, თუ, რა თქმა უნდა, წაიკითხავთ The Sunის მიერ გავრცელებუ ამ ინფორმაციას.

ბიჭი უკვე ხუთი წლისაა, ჰქვია რაილი-პრინც ჰაირონი, ცხოვრობს ბირმინჰემში, იპრანჭება გოგონების კაბებში, ატარებს დიადემას და დედას მეორე ყურის ბიბილოც გაუხვრიტია მისთვის საყურის ჩამოსაკიდებლად: ერთი ბიბილო დედამ ჯერ კიდევ ხუთი თვისას გაუხვრიტა. ქალბატონი ჩარლი პირველად სწორედ ამის გამო გააკრიტიკეს. კრიტიკა არც ახლა აკლია, მაგრამ იგი ჯიუტად დგას თავისაზე და არ აპირებს ბიჭის აღსაზრდელად აჩემებული პრინციპების შეცვლას. მიაჩნია, რომ “სისულელეა, ბიჭებს ერთი რამ მოსწონდეთ, გოგოებს _ მეორე. ნება მიეცით, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. და ნუ მასწავლით, როგორ უნდა აღვზარდო ჩემი ბიჭი. თუ არ მოგწონთ მისი გარეგნობა, ნუ უყურებთ”.

თავის მეოთხე დაბადების დღეზე ბიჭი პრინცესას კაბაში გამოწყობილი გამოეცხადა სტუმრებს.

25 წლის დედის აზრით, ბავშვის სქესი არავითარ როლს არ უნდა თამაშობდეს მის თვითგამოვლენაში. არადა, დედისავე თქმით, ბიჭი გატაცებულია ფეხბურთით და უყვარს თანატოლ ბიჭებთან თამაში.

უკრაინელი ბიზნესმენიოქსფორდის დიპლომებისგაყიდვის გამო დააპატიმრეს

უკრაინა კვლავ აღიბეჭდა დასავლეთის პრესის ყდებსა და თავფურცლებზე, და კვლავ სკანდალური მიზეზის გამო. ამჯერად საქვეყნოდ თავი მოიჭრა უკრაინელმა ბიზნესმენმა სავოვმა, რომელმაც ოქსფორდის ყალბი დიპლომების გაყიდვა დაიწყო.

უკრაინელმა თავისი ბიზნესი კლიენტებზე ორიენტული პრინციპით წამოიწყო: “განათლებას” მოწყურებულ ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, შეთავაზებული წინადადებებიდან, რომლებიც ხელს აძლევდა, ის აერჩიათ. საუკეთესო, ანუ VIP-პაკეტის ღირებულება 9 300 გირვანქა სტერლინგი ღირდა.

“სწავლის ძირი ძვირი არის”, _ ბოდიშის მოხდით გამოვიყენოთ დავით გურამიშვილის შეგონების ეს უხერხული რემინისცენცია.

The Times თავის პუბლიკაციაში წერდა, რომ უკრაინელი, არც მეტი, არც ნაკლები, თავისი “ბიზნესით” “ექსპლუატაციას უწევდა” “ოქსფორდის აკადემიურ რეპუტაციას” და უნივერსიტეტის სახელით ყალბი დიპლომებისა და სიგელების გაყიდვით მილიონობით(!) ფუნტ სტერლინგს ატრიალებდა.

გაიძვერამ ბიზნესი ააწყო ევროპის ბიზნესასამბლეის აბრის გამოყენებით. სწორედ ამ ორგანიზაციის მეშვეობით იყიდებოდა “დიპლომები”, გამოგონილი ჯილდოები, ისეთები, როგორიც იყო “სოკრატეს საერთაშორისო ჯილდო” და “დედოფალ ვიქტორიას სამახსოვრო ჯილდო”.

შეგახსენებთ, რომ წინა შემთხვევა, როცა უკრაინამ ბრიტანეთისა და ევროპის პრესაში “გაიბრწყინა” უკრაინელის მიერ ამერიკელი ბიზნესმენის გაუპატიურება იყო ლუდის ოქტობერფესტის ფესტივალზე გერმანიაში.

გარდაცვლილ საყვარელს ცოცხალი საყვარელი განასახიერებდა

აშშის ოჰაიოს შტატის მცხოვრები მამაკაცი მაცივარში ინახავდა თავისი გარდაცვლილი მეგობრის ცხედარს, რომელსაც საკმაო ხნის განმავლობაში მისი ახალი შეყვარებული განასახიერებდა.

როგორც ქალაქ იანგსთაუნის პროკურორმა თქვა, წყვილი გარდაცვლილი ქალის სახლში ცხოვრობდა. ამერიკელის ახალი საყვარელი გარდაცვლილის საკრედიტო ბარათებით სარგებლობდა, უვლიდა მის ძაღლს. ეს დანაშაულებრივი სქემა მას შემდეგ გაიშიფრა, როცა მაცივრის მფლობელმა მაცივარი თავის მეგობარს შესანახად გადასცა. ამ უკანასკნელმა ცხედარი შემთხვევით იპოვა და სასწრაფოდ შტატის ხელისუფლებას აცნობა.

ქალის სიკვდილის მიზეზს პროკურატურა ირკვევს. დანაშაულში ეჭვმიტანილები დააპატიმრეს.

ლგბტ დროშა
ლგბტ დროშა

იაპონიაში გამოსცეს დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელოები ლგბტ საგანში დაწყებითი კლასებისთვის

იაპონურმა გამომცემლობა Otsuki Shoter ასეთი სახელმძღვანელოების მთელი სერია დაბეჭდა, _ იუწყება Japan Times.

აბა, როგორ! იაპონელი პატარები იმთავითვე უნდა იყვნენ გათვითცნობიერებული ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერობის საფუძველებში. პატივისცემით უნდა მოეკიდონ არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს, მათ გენდერულ იდენტურობას. გამომცემლობა ირწმუნება, რომ დამხმარე სასწავლო საშუალებები ამ “კეთილშობილურ” და “კაცთმოყვრულ” მიზნებს ემსახურება. მაშასადამე, ტრანსგენდერობა, ბისექსუალობა, გეობა და ლესბოსელობა გადახრა კი არ არის, არამედ ღირსებაა.

ამ სახელმძღვანელოებში, სხვა მასალებთან ერთად, წარმოდგენილია რეალური ადამიანების ისტორიები, რომლებშიც ეს “გმირები” პატარებს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას იმ სიძნელეთა გადასალახად, რომლებიც მათ პირადად დაძლიეს პედერასტობის ყოველდღიურობაში. ეს არის საკუთარი თავის აღქმის შეცნობის პროცესი, ქამინ-აუტის რისკები, მიუღებლობა ახლობლების მიერაც კი და ტრანსგენდერობის გარდაქმნის რთული გზა.

ეს “ფილოსოფია” ბავშვებმა უკეთ რომ აღიქვან, სახელმძღვანელოები უხვად არის ილუსტრირებული.

მაგრამ თურმე ასეთი თავგამოდება საკმარისი არ ყოფილა: “საკითხის მნიშვნელობისა და აქტუალობის მიუხედავად, მასწავლებლები არასაკმარისად არიან მონდომებული, რათა ბავშვებს ჩაუნერგონ პატივისცემა სხვა ადამიანების მიმართ მათი განსხვავებული ნიშნების(?) გამო”, _ არ მალავს უკმაყოფილებას განათლების დარგის სპეციალისტი ნაოკი ოგი, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავს, რომ მდგომარეობა გამოსწორდება, რადგან, მისი აზრით, სიტუაცია უმჯობესდება. ამას კი ხელს შეუწყობს აღნიშნული დამხმარე “ლიტერატურის” გამოცემა.

ამ ნაბეჭდი პროდუქციის გავრცელება საქონლის რეალიზაციის თანამედროვე მიღწევების დონეზეა აწყობილი: შეტანილია სკოლებში, წიგნის მაღაზიებში, გამოწერა ინტერნეტის საშუალებითაც შეიძლება.

ასე ზრდიან იაპონიაში ახალ, წინწაწეულ თაობას და მასწავლებლებსაც ურჩევენ, მიჰყვნენ ლგბტ “ცნებასა”. ტოტიგის პრეფექტურის ერთ-ერთი მასწავლებელი კოლეგებს ასეთი რჩევით მიმართავს: “ბოლო დროს მოწყობილმა გამოკითხვებმა გვიჩვენა, რომ ყოველ კლასში ერთი ლგბტ-ბავშვი სწავლობს. თუ გსურთ, თქვენს მოსწავლეებთან ნდობისა და პატივისცემის ატმოსფერო შექმნათ, უნდა აითვისოთ ცოდნის აუცილებელი მინიმუმი”, ე.ი. პედერასტობის საფუძვლები ჯერ თქვენ თვითონ უნდა აითვისოთ.

იაპონიის განათლების სამინისტრომ ცოტა ხნის წინათ ოფიციალური ცირკულარით პედაგოგებს მოსთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ლგბტ-ყმაწვილების მიმართ.

მაგალითად, ასე: შედის პირველკლასელებთან ხანდაზმული პედაგოგი და ბავშვებს მიესალმება: დილა მშვიდობისა, ამომავალი მზის ქვეყნის ბავშვებო! განსაკუთრებული სითბოთი მოგესალმებით თქვენ, მომავალო მამათმავლებო, ტრანსგენდერებო, ლესბოსელებო და სხვანო, ვინც “მოდიხართ მანდ მომავლიდან!”

1 COMMENT

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: კ.მ Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here