Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

“ორიგინალური” სასიყვარულო სამკუთხედი

ინტერნეტში გავრცელდა ორი ქალიშვილის ისტორია, რომლებიც თავიანთი საყვარლის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, შემდეგ კი ერთმანეთის საყვარლები გახდნენ.

ეს ამბავი ენჯელ მერი ბლიუმ, რომელიც ნიუ იორკის ერთ-ერთი კოლეჯის სტუდენტია, თავისი “ტვიტერის” მეშვეობით ინტერნეტის მომხმარებლებს მოუთხრო ივნისის ბოლოს. გარკვეული დროის განმავლობაში მისი საყვარელი ახალგაზრდა საიდუმლოდ ხვდებოდა სხვა ქალიშვილს, რომელმაც ასევე არ იცოდა, რომ მის ბიჭს სხვა საყვარელი ჰყავდა.

როცა ეს ყველაფერი გაირკვა, ქალებმა ერთმანეთი თმებით კი არ დაითრიეს, არამედ გადაწყვიტეს რევანშის აღება და გაერთიანდნენ ამ იდეის განსახორციელებლად. თავიდან მათ შური იძიეს იმით, რომ მოღალატეს დაუზიანეს ავტომანქანა, ტანსაცმელი, ზოგიერთი ნივთი. ამ საქმეს რომ მორჩნენ, ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები გახდნენ.

ენჯელის “პოსტმა” 34 ათასი “ლაიქი” და “რეტვიტი” დააგროვა, მაგრამ ისტორია ამით არ დამთავრებულა. ყველაზე საინტერესო და მოულოდნელი ამბავი შემდეგ მოხდა.

ორი კვირის შემდეგ ენჯელმა თავის მონათხრობს რამდენიმე საინტერესო დეტალი დაუმატა და მკითხველებს აუწყა “სასიხარულო” ამბავი: “ჩვენ ახლა ერთმანეთს ვხვდებით”. ეს გოგოები ერთმანეთის საყვარლები გახდნენ, ის ბიჭი კი ცარიელზე დატოვეს. ეს სიახლე ინტერნეტმომხმარებლებმა ერთსულოვნად აიტაცეს და მათმა რაოდენობამ 332 ათასს გადააჭარბა.

ახალი და მოულოდნელი აქ არაფერია: ყველაზე მეტი მნახველი ინტერნეტში პორნოსაიტებს ჰყავს.

გოგოები კი აცხადებენ: “ჩვენ ბედნიერები ვართ!”

ლესბოსელობას ახლა ბედნიერება ჰქვია.

თომას დეკერი
თომას დეკერი

გმირებისადატერმინატორისვარსკვლავმა მსახიობმა თომას დეკერმა საჯაროდ აღიარა, რომ გეია

დეკერმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ღია წერილი, რომლითაც მკითხველებს შეატყობინა, რომერთი ცნობილი გეი სიტყვით გამოსვლისას შეეცადა მისთვის აუტინგის მოწყობას” (აუტინგი _ ადამიანის სექსუალური ორიენტაციის საჯაროდ გამჟღავნება). მიუხედავად იმისა, რომერთი ცნობილი გეის გვარიარ დაუსახელებიათ, გასაგები იყო, რომ იგულისხმებოდა პროდიუსერი ბრაიან ფულერი და მისი გამოსვლა ლგბტფილმების ფესტივალ Outfestზე.

ფულერი “გმირების” შოურანერი (ერთდროულად სცენარისტის, აღმასრულებელი პროდუსერისა და სცენარების რედაქტორის მოვალეობის შემსრულებელი) იყო და განაცხადა, რომ იძულებული გახდა, უარი ეთქვა დაგეგმილ გეისიუჟეტზე ერთ-ერთ პერსონაჟთან მსახიობის წინააღმდეგობის გამო. ამასთან, ეს მსახიობი თავადვე არის ფარული გეი.

“ამ კვირაში ჩემი სექსუალური ორიენტაცია კვლავ გახდა განხილვის საგანი, _ დაწერა ინსტაგრამაში დეკერმა, _ და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სახელი არ გაუმჟღავნებიათ, საზოგადოებრიობამ და პრესამ იოლად შეაჯამა ორს პლუს ორი”.

ბრაიან ფულერმა განაცხადა, რომ უარი თქვა გეიპერსონაჟზე მას შემდეგ, რაც მსახიობის მენეჯმენტი დაემუქრა, რომ გაწყვეტდა კონტრაქტს, თუ მისი გმირი ჰომოსექსუალად იქნებოდა წარმოდგენილი.

დეკერი ამ ბრალდებას ჯერ კიდევ 2007 წელს უარყოფდა: “არც მე, არც ჩემს მენეჯმენტს არასოდეს გვქონია გეიპერსონაჟებთან დაკავშირებული პრობლემები. ჩემთვის მსახიობის პროფესია ნიშნავს ნებისმიერი როლის შესრულებისთვის მზადყოფნას. ის, რაც “გმირებში” მოხდა, გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ ახსნა, რომ ზოგიერთს “შეეშინდა” ჩემი გმირის _ ზაკის ჰომოსექსუალად წარმოჩენა. მე ძალიან სერიოზულად ვეკიდები პერსონაჟს, რომელიც შოუს დასაწყისში შევქმენი. ზაკი კლერისადმი სიყვარულით იწვოდა. მე შევქმენი პერსონაჟი ისეთი, როგორიც სცენარში იყო წარმოდგენილი: კლერზე შეყვარებული”.

მსახიობი აღნიშნავდა, რომ გადაღების დაწყებისას არ გააფრთხილეს, რომ მის პერსონაჟს ელოდება “მოულოდნელი სიუჟეტური გადახვევა”. იგი ირწმუნება, რომ მის წასვლას სერიალიდან “გმირები” არაფერი საერთო არ აქვს “გეიგარჩევებთან” და აიხსნება მხოლოდ იმით, რომ იგი მიიწვიეს კინოფილმ “ტერმინატორში” მონაწილეობის მისაღებად.

სხვა წყაროები საწინააღმდეგოს აცხადებენ, კერძოდ, რომ გეიპერსონაჟი “მის იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებდა”.

დეკერმა საზოგადოებრიობას აუწყა, რომ ოფიციალურად არის დაქორწინებული მამაკაცზე. აგრეთვე, აღიარა, რომ დიდი ხნის განმავლობაში აპირებდა კარადიდან გამოსვლას, მაგრამ ყოველთვის ეგონა, რომ ამის დრო ჯერ არ იყო. “მე ვეთანხმები, რომ საჯარო აღიარება მნიშვნელოვანია, რადგან ეს დაეხმარება სხვა ადამიანებს, ირწმუნონ საკუთარი თავის, შეჰმატებს მათ რწმენასა და ძალას”, _ დაასკვნა უკანალის საკითხებში მორალისტმა მსახიობმა.

ფრანჩესკო კოკოპალმერიო
ფრანჩესკო კოკოპალმერიო

კარდინალის ბინაში ვატიკანის პოლიცია გეიორგიის მონაწილეებს თავზე დაადგა

ეს მოხდა ერთი თვის წინათ კონგრეგაციის სასახლეში, მაგრამ გამჟღავნდა ახლახან. ჩხრეკა ჩატარდა მღვდლის _ ფრანჩესკო კოკოპალმერიოს ბინაში, რომელიც კარდინალის მდივნად მუშაობს, პაპთან არსებული საკანონმდებლო ტექსტების საბჭოს ხელმძღვანელი და რომის პაპის პირადი მრჩეველია. პოლიციელებმა ჰომოსექსუალების ნარკოტიკული თრობის ორგია დააფიქსირეს.

სკანდალმა პრესაში გაჟონა. ჟურნალისტების მონაცემებით, “ცუდი ბინის” თაობაზე მეზობლებმა იჩივლეს. სწორედ მათ აცნობეს პოლიციას საეჭვო სტუმრების შესახებ, რომლებიც თითქმის ყოველდღე იკრიბებოდნენ სასულიერო პირთან.

გამოაშკარავდა, რომ იქ გახრწნილთა “ბუნაგი” იყო მოწყობილი: სამართალდამცველებმა ადგილზე აღმოაჩინეს ნარკოტიკები. ნარკოტიკულ თრობაში მყოფი შიშველი ახალგაზრდა კაცები სექსით იყვნენ გართულნი. ბინის პატრონი ფრანჩესკო კოკოპალმერიო დააპატიმრეს. ამ ფაქტმა რომის პაპი ფრანცისკი გააცოფა, რადგან ინციდენტმა კიდევ უფრო დაამძიმა მისი მმართველობის ისედაც რთული პერიოდი.

შეგახსენებთ, რომ ახლახან ავსტრალიის კარდინალი ჯორჯ პელი არასრულწლოვანთა მიმართ გარყვნილ ქმედებაში ამხილეს.

ნარკოტიკები
ნარკოტიკები

ინგლისში ნარკოტიკების მოხმარებისთვის სკოლებიდან მოსწავლეთა რეკორდული რაოდენობა გარიცხეს

გასულ ორ წელიწადში მათმა რაოდენობამ 9250 შეადგინა. ამას იუწყებაბიბისი”, განათლების სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით.

გარიცხვების უმეტესობა იორკშირსა და ჰამბერზე მოდის. ამ რეგიონებში მოსწავლეები დროებით 50 ათასზე მეტჯერ გაირიცხნენ სასწავლებლებიდან.

ნარკოტიკების მომხმარებელი ბავშვების რაოდენობის ზრდას სპეციალისტები იმით ხსნიან, რომ ხშირად მათ საზოგადოებაში ეს “სოციალურ ნორმად” ითვლება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here