Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

878
გერმანია

სამმა ლტოლვილმა ერთი ქალი ცხრაჯერ გააუპატიურა

გერმანიის ქალაქ მიულჰაუზენში სასამართლო პროცესზე 28 წლის ქალმა დაწვრილებით ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ გააუპატიურა სამმა ეთიოპიელმა მამაკაცმა და როგორ გადაიღეს ეს კოლექტიური აქტი ვიდეოფირზე. იგი ამტკიცებდა, რომ იმიგრანტები ორალურ, ვაგინალურ და ანალურ სექსს ამყარებდნენ ზოგჯერ რიგრიგობით, ზოგჯერ _ ერთად, _ იტყობინება The Local.

დაზარალებულის მონათხრობით ირკვევა, რომ ერთ-ერთი მოძალადე ისააკ ნ-ი მიუახლოვდა მას, როცა ბაზრობიდან ბრუნდებოდა და უთხრა: “ახლა ჩვენ სექსით გავერთობით”. ქალმა გაქცევა დააპირა, მაგრამ ეთიოპიელმა ხელი ჩაავლო, წააქცია და შარვლის ჩახდა დაიწყო. მსხვერპლმა მოახერხა წამოხტომა და გაიქცა, მაგრამ მას წინ გადაეღობნენ 29 წლის მეჰანი ა. და 22 წლის დევიდ თ. “მიათრიეს ვიადუკთან და აუკრეს პირი, რომ არ ეყვირა”, _ განაცხადა ბრალდების მხარემ.

ეს კაცები მეორე დღესვე დააპატიმრეს. ორი მათგანის დნმ შეადარეს პოლიციის მიერ შეგროვებულ დნმ-ს. ისააკ ნ-მა აღიარა, რომ ჰქონდა სექსუალური კავშირი ქალთან, მაგრამ თქვა, რომ ეს ორმხრივი თანხმობით მოხდა. “ძალიან დავთვერი მეჯლისზე და მასთან მხოლოდ ერთხელ დავამყარე კავშირი. ჩემთან ერთად იყო ორი კაცი, მაგრამ არა მედჰან ა. და დევიდ თ.” ამ უკანასკნელებმა განაცხადეს, რომ არავითარი კავშირი არ აქვთ აღნიშნულ დანაშაულთან, იმ დროს შინ იყვნენ და ეძინათ.

The local-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან არ ჩანს, როგორ დამთავრდა აღნიშნული სასამართლო და დაისაჯნენ თუ არა დამნაშავეები.

ვაშინგტონი
ვაშინგტონი

რა ემღერებათ ამ უბედურებს

“ვაშინგტონის გეების გუნდმა” ანტიჰომოსექსუალური დემონსტრაციის მონაწილენი ალყაში მოაქცია და შეასრულა სიმღერა “აიძულე ისინი, გისმინონ შენ” (მიუზიკლიდან Ragtime). ვიდეოს აღწერილობაში მითითებულია, რომ პედერასტები ბრუნდებოდნენ ნოქსვილის მუსიკალური ფესტივალიდან; დაინახეს მანიფესტანტები, გაჩერდნენ, გარს შემოერტყნენ და იმღერეს. გეიმებრძოლები არ დაბნეულან: პირისპირ დაუდგნენ მომღერლებს შეძახილებით: “გვიყვარდეს ღმერთი, გვძულდეს ცოდვები!”

შოტლანდია
შოტლანდია

შოტლანდიის საეპისკოპოსო ეკლესიამ ერთნაირსქესიანებს ქორწინების ნება დართო

ახლა ამ მამათმავლებს, ტრანსგენდერებს, ლესბოსელებს უფლება აქვთ, ჯვარი იფსკვნან ტაძრებში. ბიბისი იტყობინება, რომ ედინბურგის სინოდმა ხმა მისცა კანონიკური წესის შესწორებას, რომლითაც დადგენილი იყო, რომ ქორწინება არის ქალისა და კაცის კავშირი.

შესწორებას შვიდი ეპარქიიდან ექვსმა ხმა მისცა. სინოდმა ასევე ნება დართო ღვთისმსახურებს, უარი თქვან ასეთ დაქორწინებაზე იმ შემთხვევაში, თუ ჰომოსექსუალი წყვილების შეუღლება მათ რწმენას არ ეთანხმება.

ამიერიდან გეიქრისტიანებს ნებისმიერი ანგლიკანური ეკლესიიდან შეუძლიათ იქორწინონ შოტლანდიის საეპისკოპოსო ეკლესიაში.

ინგლისისა და უელსის ტერიტორიაზე ჰომოსექსუალიზმი დეკრიმინალიზებულად გამოცხადდა “სექსუალურ დანაშაულთა შესახებ აქტის” მიღების შემდეგ. 1994 წელს ჰომოსექსუალური კონტაქტების დამყარების ნებართვა 18 წლის ასაკამდე შემცირდა.

2013 წლის 17 ივლისს ინგლისსა და უელსში მიიღეს ერთნაირსქესიანთა დაქორწინების ლეგალიზაციის კანონი. 2014 წელს ანალოგიური დოკუმენტი მიიღო შოტლანდიის პარლამენტმა. გაერთიანებული სამეფოს ერთადერთი ადმინისტრაციული ნაწილი, რომელიც თავს იკავებს ასეთი კავშირების ლეგალიზებისგან, ჩრდილოეთი ირლანდიაა.

2015 წელს დიდი ბრიტანეთის მასწავლებელთა კავშირის ყოველწლიურ კონფერენციაზე მიიღეს გადაწყვეტილება, ამიერიდან ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე მხოლოდ “პოზიტიური მხრიდან” უნდა ესაუბრათ. პედაგოგების განცხადებით, ეს აუცილებელია იმისთვის, რათა 21-ე საუკუნის მოსწავლეები გაგებით მოეკიდონ ადამიანების სექსუალობასა და სქესობრივ განსხვავებას.

ქრესიდა დიკი
ქრესიდა დიკი

სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელის ქამინაუტი

რაც ნიშნავს იმის საჯაროდ განცხადებას, რომ ერთნაირსქესიანთან ურთიერთობაში იმყოფება.

2017 წლის თებერვალში დედოფალმა ელიზაბეტ II-მ ქრესიდა დიკი სკოტლანდ-იარდის უფროსად დანიშნა. იგი პირველი ქალია, რომელმაც 1829 წელს დადგენილი ეს თანამდებობა დაიკავა. ახლა კი ამ თანამდებობაზე მომუშავე პირველ ლგბტ წარმომადგენლად გამოგვეცხადა.

მან პირველი ინტერვიუ მისცა გაზეთ Evening Standard-ს და საჯაროდ განაცხადა, რომ ურთიერთობს ქალთან, რომელიც ასევე პოლიციაში მუშაობს.

დიკი დედოფალმა შინაგან საქმეთა მინისტრ ემბერ რადის რეკომენდაციით დანიშნა.

ბრწყინვალე კარიერის მიუხედავად, დიკის დანიშვნას ინგლისში კრიტიკულად შეხვდენ.

2005 წლის 22 ივლისს ლონდონის პოლიციის თანამშრომლებმა მოკლეს ბრაზილიელი ჟან შარლ დე მენეზესა. იგი შეცდომით მიიჩნიეს ერთ-ერთ ტერორისტ-ჯიჰადისტად, რომელიც წინა დღეს დედაქალაქის მეტროსადგურში წარუმატებელ აფეთქებაში მონაწილეობდა. დიკი იყო ოფიცერი, რომელიც ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა.

“მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჟან შარლის სიკვდილი საშინელი იყო, და ყველა, ვის გამოც ეს მოხდა, ყოველდღიურად ნანობს მისი ტრაგიკული სიკვდილის გამო, _ თქვა კომისარმა ინტერვიუში, _ არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია განიცადოს ის, რაც მისმა ოჯახმა განიცადა. მე პატივს ვცემ ადამიანების უფლებას, იფიქრონ ჩემზე, რაც სურთ, და ილაპარაკონ ჩემზე ის, რასაც ჩემზე ლაპარაკობენ”.

ინციდენტის შემდეგ ქრესიდა დიკსა და სხვა ოფიცრებს წარუდგინეს ბრალდებები, მაგრამ ისინი გამართლდნენ. გამოძიებას აწარმოებდა პოლიციელებზე საჩივრების საკითხების დამოუკიდებელი კომისია. საბოლოოდ დადგინდა ლონდონის პოლიციის, როგორც ორგანიზატორის, ბრალი და დაეკისრა 175 000 ფუნტი სტერლინგის ჯარიმა. არც ერთი თანამშრომელი პერსონალურად არ დაუსჯიათ.

ქრესიდა დიკი დაჯილდოებულია სამეფო პოლიციის მედლით და ბრიტანეთის იმპერიის მედლით.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here