ელიტური კოლეჯის “ტრადიციული” ორგიები
სიდნეის უნივერსიტეტის სტრუქტურაში შემავალ კოლეჯ ST.Paul’s College –ში სკანდალმა იფეთქა, რომლის მიზეზი მედიაში გაჟონილი ინფორმაცია გახდა ნარკოტიკული შეკრებებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ, რომლებიც ამ სასწავლო დაწესებულებაში ყოფილა ფეხმოკიდებული.
ამ კოლეჯის კურსდამთავრებულები უმსხვილესი კომპანიების ტოპმენეჯერები და მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსები არიან. დაარსებულია 1856 წელს სიდნეის შემოგარენში და მას შემდეგ მწვანე კონტინენტის პრესტიჟულ სასწავლებლებს შორის ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე რჩება. ერთი წლის სწავლების საფასური აქ 30 ათასზე მეტი დოლარია.
კოლეჯში, როგორც გაირკვა, დიდი ხანია, აირია მონასტერი. ზოგიერთი კურსდამთავრებული გოგონას მონაყოლით, კოლეჯი სახელგანთქმულია არა მხოლოდ თავისი მდიდარი ისტორიითა და სწავლების ხარისხით, არამედ სტუდენტური ცხოვრების სპეციფიკური ტრადიციებით. ერთ-ერთმა გოგონამ “დეილი მეილ ავსტრალიას” მოუთხრო, რომ კამპუსის ტერიტორიაზე ხშირად იმართება დახურული შეკრებები, მოსწავლეები გონების დაკარგვამდე თვრებიან, ერთობიან სიძვით პრაქტიკულად ყველას თვალწინ. ამ ღონისძიებებზე იწვევენ მხოლოდ ისეთ ქალიშვილებს, რომლებიც გარკვეულ პარამეტრებს უპასუხებენ. უპირატესობას ანიჭებენ პირველკურსელებს და ეფექტიანი გარეგნობის გოგოებს.
სტუდენტმა, რომელიც კორესპონდენტს წარუდგა, როგორც კეროლი, განაცხადა, რომ კოლეჯში მოქმედებს ფაილების გაცვლის ქსელი. მისი მეშვეობით უფროსკურსელები ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას გოგონებზე, რომლებთანაც ღამე გაატარეს, რასაც ეროტიკულ “რეცენზიებსა” და დამამცირებელ კომენტარებს ურთავენ.
სქესობრივი დისკრიმინაციის მრავალი ფაქტის შეტყობის შემდეგ სასწავლებლის ხელმძღვანელობამ დაიწყო შემოწმება და გაავრცელა განცხადება, რომლითაც აღიარებს, რომ პრობლემა აუცილებლად გადასაწყვეტია.
ჯერჯერობით ამით კმაყოფილდებიან.
92 წლის პედოფილი მაშინ დააკავეს, როცა 11 წლის გოგონასთან პაემანზე მივიდა
ბრიტანეთის უხუცესი პედოფილი მოქალაქეებმა დააკავეს მაშინ, როცა იგი შეეცადა, შეხვედროდა ბავშვს, რომელთანაც სექსუალური კავშირის დამყარებას გეგმავდა. სამხედრო–საჰაერო ძალების ეს გამოყეყეჩებული ვეტერანი ციხეში 18 თვით მოათავსეს.
სამხრეთ უელსელი ივორ გიფორდი სოცქსელების მეშვეობით პორნომინიშნებითი ხასიათის ტექსტებს უგზავნიდა 12 წლის ჯოდისა და 11 წლის ჯესის. გამომძიებლების განცხადებით, ეს ბებრუხანა კარგად ერკვევა ინტერნეტტექნოლოგიებსა და თანამედროვე “ახალგაზრდულ ენაში”. თავის ცოდნას იგი ბინძურ ბადეში გოგონების გასაბმელად იყენებდა.
პედოფილმა “ჯესის” წინასწარ შესთავაზა, სექსუალურ ტანსაცმელში გამოწყობილიყო. გოგონას “აკაუნტი” შექმნა საინიციატივო ჯგუფმა, რომლის მიზანია სოცქსელებში პედოფილების პოვნა და მხილება.
სასამართლოს შენობაში ინვალიდის ეტლით მიყვანილ ივორს მოსამართლე დენიელ უილიამსმა ასე მიმართა: “თქვენ აპირებდით გოგონებისთვის თქვენი პენისის ფოტოსურათის გაგზავნას. თქვენ 92 წლის ხართ. წლოვანება აისახა თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ არა გონიერებაზე”.
მოკლედ, გამოტვინებული ხარო.
პედოფილი რამდენიმე წლის განმავლობაში ურთიერთობდა “გოგონებთან” სოცქსელების მეშვეობით, ეკითხებოდა, სურდათ თუ არა სექსუალური სიამოვნების მიღება. თავისი გარყვნილი სურვილები რომ გაანდო, პედოფილმა სთხოვა, მისთვის გაეგზავნათ თავიანთი “შიშველი” ფოტოსურათები. როცა “ჯოდიმ” უთხრა, რომ მისი ტელეფონის კამერა არ მუშაობს, ივორმა აღუწერა, რას ნიშნავს სქესობრივი აქტი. მოგვიანებით არ დაუმალავს, რომ ერთ-ერთი მათგანის ქალწულობის დაუფლება სურდა, და დაუნიშნა პაემანი.
პაემანზე მისული პედოფილი მიხვდა, რომ “ჯესის” “აკაუნტის” უკან საინიციატივო ჯგუფი იდგა. სწორედ ამ ჯგუფის წარმომადგენლებმა დააკავეს იგი და პოლიციას გადასცეს. გამოძიების პროცესში დამნაშავეს ინსულტი და ინფარქტი დაემართა.
ამ საზიზღრობის გამჟღავნების შემდეგ პედოფილს ოჯახი განუდგა.
ვაჟებს შორის ფიგურულ სრიალში მსოფლიო ჩემპიონი გაგვითხოვდა
ცნობილმა კანადელმა ფიგურისტმა ერიკ რედფორდმა ხელი და გული შესთავაზა ესპანელ მოციგურავე ლუის ფენეროს.
“როცა წარმოვიდგენ ლუისთან ერთად ცხოვრებას, _ წერს “ინსტაგრამში” ეს მამათმავალი მეორე მამათმავალზე, _ სიმსუბუქის ისეთი განცდა მეუფლება, როგორიც გიჩნდება მთებზე გადაფრენისას. მსურს, რომ ამას ყოველთვის განვიცდიდე, ამიტომ ვთხოვე მას, გამომყვეს (ცოლად თუ ქმრად არ აზუსტებს) და ისიც დამეთანხმა”.
ეშმაკმა შეჰყარა ერთფერი.
რედფორდი ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ვინც მის გამოსვლებს უყურა, გაიხსენებს ამ მოციგურავის ნარნარ, ლამის ქალურ მოძრაობებს, რომლითაც მსაჯები განსაკუთრებით მოხიბლა. ამან და ტექნიკურმა შესრულებამ მას ორგზის ჩემპიონობა მოუტანა.
2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ ტურნირში მეწყვილესთან, მეგენ დიუამელთან, ერთად მეორე ადგილზე გავიდა.
25 წლის მათემატიკის მასწავლებელი ქალი მოსწავლეებთან ინტიმური კავშირის გამო დააპატიმრეს
ეს მოხდა აშშ–ის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში. ავხორც მასწავლებელს ბრალად წაუყენეს სამ მოსწავლესთან სექსუალური ურთიერთობა. მათ შორის ორი ჩვიდმეტი წლის ყმაწვილია, ერთი _ თექვსმეტის.
პოლიციამ ერინ მაკოლიფი სკოლის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე დააპატიმრა. სკოლიდან, რა თქმა უნდა, მოიშორეს. ამჟამად აღვირახსნილი მასწავლებელი ციხეშია მოთავსებული.
გამომძიებელთა თქმით, იგი თავის მოწაფეებს გაკვეთილების დამთავრების შემდეგ იტოვებდა მათემატიკაში აკადემიური მოსწრების მიზნით დამატებითი მეცადინეობის ჩასატარებლად. იგი თურმე “ამუშავებდა ალტერნატიულ მეთოდებს, რომლებსაც უნდა აემაღლებინა მოსწავლეებში საგნის ათვისების ეფექტიანობა”. როგორც ჩანს, სექსუალური კავშირის დამყარება ყმაწვილებთან ამ “მეთოდის” მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო.