Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

მასწავლებელი

მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებთან სექსით ერთობიან და ჩვენი თავსატეხი

განათლების სისტემა დაგმეს _ საბჭოურიაო.

და ელოლიავებიან, ელაციცებიან ამ სისტემით უცხოეთში ნასწავლი რეფორმატორები ამერიკულ შტამპს, რომელიც ისევე, როგორც ფულის საბეჭდი დაზგა დოლარებს, ამრავლებს სკოლადამთავრებულ გონებაუმწიფრებს.

მასწავლებლის მოადგილე (ამერიკაში ასეთი თანამდებობაც ყოფილა) 23 წლის მადელინ მარქსი, რომელიც ოჰაიოში ცხოვრობს, ორ მოწაფესთან ორალური სექსით ერთობოდა.

ეტყობა, აშშ-ის განათლების სისტემის სასკოლო პროგრამებში ასეთი რამ კლასგარეშე დატვირთვად არის შეტანილი, რათა ყმაწვილები ცხოვრების დიდ გზაზე გასასვლელად ყოველმხრივ მომზადებული იყვნენ.

ინდივიდუალურად იტვირთავდა თავს ეს ამძუვნებული დიაცი და ერთის ნაცვლად ორს “ამეცადინებდა”, ერთდროულად თუ ცალ-ცალკე, ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მნიშვნელოვანი არის ის, რომ მასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეების გახრწნის სულ უფრო მეტი ფაქტი გასაჯაროვდა და ააღელვა მშობლები.

ჩამოგითვლით უზნეობის გამოვლენის წლევანდელ შემთხვევებს, რომლებსაც ამერიკული პრესა აქვეყნებს.

მიაქციეთ ყურადღება: მთავარი მოქმედი პირები ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებსაც ბავშვების აღზრდა მიანდეს:

* 22 წლის მასწავლებელი ქალის მოსწავლესთან სასიყვარულო კავშირი ამხილეს მოსწავლე ბიჭის მშობლებმა (ოკლაჰომა, აშშ);

* 40 წლის მასწავლებელი ქალი ბიჭებს გამოცდაზე ჩაჭრით ემუქრებოდა, თუ ისინი მასთან დაწოლაზე უარს იტყოდნენ (კოლუმბია, აშშ);

* 24 წლის ახალგაზრდა მასწავლებელთან სექსუალური ურთიერთობით ერთობოდა მისი ორი მოსწავლე, სანამ არ მობეზრდათ (ვისკონსონი, აშშ);

* 23 წლის მასწავლებელი ქალი წინდახედული აღმოჩნდა და თავის ორ, თექვსმეტი წლის მოსწავლესთან სექსუალურ კავშირს სკოლის მიღმა ამყარებდა (ოჰაიო, აშშ);

* სამაგიეროდ, 30 წლის ამძუვნებული მასწავლებელი, სახელად სიუზენი(ფლორიდა, აშშ);, ინტიმურ ურთიერთობას თავის მოსწავლე ჟაკლინთან ორი თვის განმავლობაში საკლასო ოთახში ამყარებდა.

ეს _ ფაქტები, რომლებიც გამჟღავნდა. ახლა კი რამდენიმე შემთხვევა, როცა ინტიმურ კავშირამდე საქმე არ მისულა, მაგრამ უფროსები ბავშვებს ამისკენ უბიძგებდნენ:

28 წლის მასწავლებელმა ქალმა ტეხასიდან (აშშ) მერვეკლასელ მოსწავლეს გაუგზავნა სოლარიუმში გადაღებული თავისი ფოტოები და სთხოვა, დაეხატა პატივცემული მასწავლებლის ნიუ;

14 წლის ყმაწვილმა (კალიფორნია, აშშ) სოცქსელში გამოაქვეყნა ვიდეოფირი _ ნახევრადშიშველი მასწავლებელი გამომწვევად პოზირებს მის (მოსწავლის) წინაშე და ალკოჰოლს წრუპავს. მასწავლებელი 32 წლისაა.

და თავისი ამერიკელი კოლეგების სიაში მეხუთე ბორბლად დამატებული: 41 წლის უილტშირელი (დიდი ბრიტანეთი) მასწავლებელი ქალი, რომელიც გაკვეთილის დროს  ყველას თვალწინ ეალერსებოდა 17 წლის ბიჭს და ცდილობდა, ეკოცნა.

ცდილობდა, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია.

რატომ? ამაზე პრესა დუმს.

იქაური პრესა დუმს, მაგრამ ქართული ალაპარაკდა, აქოთქოთდა, “ადებატდა”, “აშოუვდა”.

“რაშოვდა და რანუნი”… გაილექსნენ ყალბი მოძღვრები და ე.წ. სპეციალისტები: სკოლაა დამნაშავე იმაში, რომ მოსწავლეები ამოვარდნენ ზნეობრიობის კალაპოტიდან, ოჯახი თუ საზოგადოება.

თუ ხელისუფლება.

კისერიც უტეხიათ! მე ჩვენს ტრაგედიაზე ვლაპარაკობ, რომელიც წინა კვირაში დატრიალდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე.

სკოლა გაახსენდათ ახლა. ჯეჯელავებს მინისტრებად რომ ნიშნავდნენ, მაშინ დავიწყებული ჰქონდათ. ფქვავს ტელეწისქვილი დაზეპირებულ სიტყვებს დაშტამპული და უხასიათო იმპორტული რეკომენდაციების ფქვილად: შეუბერავ და ფუუ _ არაფერი დარჩება.

განათლების სისტემა დაგმეს _ საბჭოურიაო.

და ელოლიავებიან, ელაციცებიან ამ სისტემით უცხოეთში ნასწავლი რეფორმატორები ამერიკულ შტამპს, რომელიც ისევე, როგორც ფულის საბეჭდი დაზგა დოლარებს, ამრავლებს სკოლადამთავრებულ გონებაუმწიფრებს.

აბა, გამოიცან, სამი სავარაუდო პასუხიდან რომელია სწორი?

მოახვედრე? – დაირტყი ატესტატი და გზა გახსნილი გაქვს _ წადი და ახლა სხვას ასწავლე, იმასწავლებლე!

მასწავლებლობენ.

და ხრწნიან ბავშვებს.

კოლეჯში დილას წასული ბავშვი შეიძლება საღამოს შინ არ დაბრუნდეს: ვიღაც მანიაკი მოსწავლე, გაგდებული აღმზრდელი თუ ნებისმიერი გარეშე პირი შევარდება სკოლაში და დაცხრილავს ყველას, ვისაც მისწვდება.

“ამერიკის ტრაგედია” თავიდანაა დასაწერი. ვაგლახ, თეოდორ დრაიზერისთანა ავტორი არ ჩანს.

ვინ ასწავლის ბავშვებს, ვინ აღზრდის შთამომავლობას? გაქრა და უკვალოდ ჩაიწრიტა “რეფორმირებული” სასკოლო პროგრამების საცერში დამსახურებული მასწავლებლების თაობა.

ახალი არ ჩანს.

ამასობაში კი აქ, ჩვენთან, საქართველოს დედაქალაქის შუაგულში ბავშვები ხოცავენ ერთმანეთს _ სადისტურად, დაუნდობლად.

ორი სიცოცხლე დაკარგა საქართველომ.

დაამუხრუჭეთ მატარებელი, რომელიც უფსკრულისკენ მიექანება!

ჰეიდი რაიოსი
ჰეიდი რაიოსი

ამათაც დედა უნდა ერქვათ?!

აშშის ლუიზიანის შტატში 24 წლის ამერიკელმა ქალმა ჰეიდი რაიოსმა ახალშობილი მამამისს ფეხებში მიუგდო.

მამამ ახალშობილი საავადმყოფოში წაიყვანა. ექიმებმა გასინჯეს და დაადგინეს, რომ ბავშვს, რომელიც სამი კვირისა იყო, საფეთქლის ძვალი ჰქონდა გატეხილი.

დედამ რომელიც ირწმუნებოდა, რომ საყვარელთან ჩხუბისას ბავშვი შემთხვევით გაუვარდა ხელიდან, დაპატიმრებულია. მას ბრალი ედება ბავშვის მიმართ სასტიკად მოპყრობაში. რა სასჯელი ელის, არ იუწყებიან.

ამა წლის აგვისტოში ერთმა ჩინელმა გადაწყვიტა საკურიერო სამსახურის გამოყენებით ჩვილის თავშესაფარში ჩაბარება. მივიდა ფოსტაში პლასტიკატის პაკეტით, რომელშიც ბავშვი ჰყავდა მოთავსებული. კურიერი შეეცადა, გაერკვია, რა იყო პაკეტში, მაგრამ ქალმა აუკრძალა ამის გაკეთება. ფოსტის მუშაკმა  პოლიცია გამოიძახა.

ახალშობილი სულ რამდენიმე დღის იყო. დედას ხუთი წლით პატიმრობა ემუქრება.

საქართველოში გავრცელებული საკუთარი დედების მიმართ უწმაწური გინება “ჩემი დედა… “ ამ დედებისთვის ალალ იყოს!

 კლარკ ალენი
კლარკ ალენი

აშშში 83 წლის ფსიქოლოგს ბრალი დასდეს პაციენტი ქალის მიმართ ძალადობაში

ესღა აკლდა ამერიკას! რამუმიების გაცოცხლებადა რაღა დროს 83 წლის დონ ჟუანის სექსუალური ვნებები

ფსიქოლოგი, 83 წლის კლარკ ალენი კონექტიკუტის შტატიდანაა, ქალაქ გლასტონბერიდან. ის ფსიქოლოგიურ სეანსებს შინ ატარებდა. დაზარალებულის თქმით, “სექსუალური ხასიათის თავდასხმა” სწორედ ერთ-ერთი სეანსისას მოხდა.

28 ნოემბერს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბრალდებული შეიძლება გათავისუფლდეს 200 ათასი დოლარის გირაოს გადახდის შემთხვევაში.

17 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ჯეფრი თემბორმა ისეთი რამ აკადრა თავის კოლეგა თრეის ლისეტს, რომ ქალმა ასეთი დამოკიდებულება სექსუალურ ძალადობად აღიქვა. ინციდენტი სერიალ “სიცხადეს” გადასაღებ მოედანზე მოხდა: ქალბატონის განცხადებით, თემბორმა მას რაღაც უწმაწურობა უთხრა. ერთხელ კუთხეშიც მიიმწყვდია და “სექსუალური ხასიათის თავდასხმა განახორციელა”.

“მე კედლისკენ ზურგით ვიდექი, შიშველი ფეხები ტერფებზე მომაბჯინა ისე, რომ განძრევა არ შემეძლო და თავისი სხეულით წინსვლითი მოძრაობის განხორციელება დაიწყო”, _ თქვა მან. როგორ უნდა მოახერხოს ადამიანმა და კედელს მიყრდნობილ და ცალ ფეხზე მდგომ ადამიანს ტერფებზე ფეხები დააბიჯოს და რას ნიშნავს “წინსვლითი მოძრაობის” განხორციელება, გამოძიების თავსატეხია.

ეტყობა, ეს კაცი, თემბორი, ისეა ატეხილი, რომ ვეღარ არჩევს ვის ებღლარძუნება: ცოტა ხნის წინათ მას უჩივლა ტრანსგენდერმა ქალმა ვან ზარნემ.

პუბლიკაციაში გამოყენებულია  New York Post-ის მასალები   

1 COMMENT

  1. ამ ყველაფრს რომ წერთ, იმას რატომ არ უმატებთ, რომ ყველა აქ მოხსენიებულ მასწალებელს, სათანადო სასჯელი შეეფარდა?
    ისე გამოგყავთ, თითქოს ამერიკაში ეს ყველაფერი ნორმად ითვლება. რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
    რაც შეეხება “წინსვლით მოძრაობებს”, ყველა კარგად ხვდება ეს რასაც ნიშნავს, მიუხედავად იმსა, რომ თქვენეულ თარგმანში აზრი თითქმის დაკარგულია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here