Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

848
სკოლის მოსწავლეები

ანგლიკანურმა ეკლესიამ ბიჭებს ნება დართო, ატარონ ბალერინების  პაჩკები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

ბიჭებმა დაწყებით კლასში შეიძლება ჩაიცვან საბალეტო პაჩკა (მოცეკვავე ქალის ერთგვარი კაბა კლასიკურ ბალეტში), ტიარები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიამის შესახებ საუბარია მასწავლებელთა სახელმძღვანელოში, რომელიც ანგლიკანურმა ეკლესიამ შეიმუშავა ტრანსგენდერთა აღზრდის საკითხებზე. _ იუწყება The Telegraph-ი.

ეტყობა, ამ ეკლესიას საკუთარი რჯულის კანონი აქვს, რადგან ისეთ რეკომენდაციებს გასცემს, რომლებსაც  საერთო არაფერი აქვს წმინდა წიგნთან, პირიქით _ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ დოგმებს.

ან რა ეკლესიის საქმეა, ვინ რას ჩაიცვამს, ან ვინ აღჭურვა ასეთი სულელური რეკომენდაციების გაცემით?!

ჯერ ერთი, რატომ უნდა გაუჩნდეთ ბიჭებს ქალის კაბაში გამოწყობის სურვილი, რა მასობრივი მოვლენა ეს არის, რომ ანგლიკანური რწმენის მეუფეებმა ამრიგად დამოძღვრონ თავიანთი ეკლესიის მრევლი?!

შეისწავლეს, გაარკვიეს, გააანალიზეს და საჭიროდ ჩათვალეს ასეთი “ინდულგენციის” გამოცემა: მოდით, ჩვენო შვილებო, ამ გზით იარეთ, მოგეტევებათ! შეიძლება აზრადაც არ მოგსვლიათ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით პაკი-პუკი, მაგრამ, იქნებ, მაინც გსურთ გაგოგოება?

აბა დაფიქრდით!..

ამისკენ უბიძგებენ _ გადედლებისკენ!

თავიანთი რეკომენდაცია-ნებადართვით ანომალური გამონაკლისები გააოფიციალურეს, ნორმალურობის განზომილებაში გადაიყვანეს. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ფარული პროპაგანდა არასრულწლოვანთა აუდიტორიის დონეზე.

ანგლიკანელმა ოხროხინეებმა არც გოგონები დაივიწყეს, მათ ნება დართეს, ატარონ მძიმე ქამრები, მეხანძრეთა მუზარადები, სუპერგმირების კოსტიუმები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უფლება, “შეისწავლონ იმის აუცილებლობა, ვინ შეიძლება იყვნენ” და ამის გამო არ უნდა იყვნენ გაკიცხვისა და დაცინვის ობიექტები.

არქიეპისკოპოსები აღნიშნავენ, რომ სულ უფრო მეტი ბავშვი ვერ ერკვევა გენდერულ სტერეოტიპებში, ეჭვდება _ გოგოა თუ ბიჭი(!) და უფროსებს მოუწოდებენ, იარლიყებს ნუ ჩამოჰკიდებთო.

ეს მოწოდება ასე იშიფრება: თუ ოჯახში ბიჭი ეზრდებათ, მშობლებმა ეს რეალობა ჭეშმარიტებად არ უნდა აღიქვან, უნდა ჰკითხონ თავიანთ ნაშიერს, _ ბიჭად ყოფნა სურს თუ გოგონად ყოფნას ამჯობინებს და პასუხიდან გამომდინარე გაზარდონ გოგონები _ ბიჭებად, ბიჭები _ გოგონებად.

ამ მითითების დამრღვევი მშობლები “ჰომოფობებად” გამოცხადდებიან, რადგან პატარების სურვილების უარყოფა ბავშვის ფსიქიკის დაზიანებას გამოიწვევს, დეპრესიას და შეიძლება თვითმკვლელობის მიზეზიც კი გახდეს.

ბავშვების სიცოცხლეს სასწორზე დებენ ეს უნამუსოები, ასეთი ტრაგედიის შესაძლებლობით აშინებენ მშობლებს.

ასეთია მათი მორალი!

რომელ მორალზეა ლაპარაკი, ახლავე გეტყვით:

Danmarks Radio-ს ცნობით, ლუთერანული ეკლესიის მღვდელს, დანიის მოქალაქეს, 47 წლის დენ პეშაკს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა არასრულწლოვანთა გაუპატიურებისთვის.

ეს გარყვნილი კაცი 10 წლის განმავლობაში აცდუნებდა 7 ბიჭსა და ერთ გოგონას. მისი აღვირახსნილობის ყველაზე მცირეწლოვანი მსხვერპლი 12 წლისა იყო. დადგენილია, რომ სქესობრივ აქტებს იგი ვიდეოფირზე იღებდა.

სასამართლოს დადგენილებით, მას დაეკისრა 370 ათასი დანიური კრონის ჯარიმის გადახდა დაზარალებულთა სასარგებლოდ. სასჯელის მოხდის შემდეგ მას აკრძალული აქვს 18 წლამდე პირებთან მარტოდ დარჩენა.

ეს ყველაფერი ამ მოძალადის “მოღვაწეობის” ერთი მხარეა. ამასთან ერთად, იგი “სკაიპში” თავს ახალგაზრდა ქალად ასაღებდა, კონტაქტს ამყარებდა ყმაწვილებთან და აიძულებდა მასტურბაციას ვებკამერების წინაშე.

ესეც _ ტექნიკური პროგრესის დანერგვის ნიმუში გარყვნილების სფეროში.

მაისში დააპატიმრეს კათოლიკე მონაზონი, რომელიც ხელს უწყობდა მღვდლებს ყრუ-მუნჯი ყმაწვილების, ინტერნატის მოსწავლეების გახრწნაში. ამ სპეციფიკური ნაკლის მქონე სხვა ბიჭებს არ ესმოდათ, რა ხდებოდა საშხაპეებსა და შენობის სარდაფში.

andi mack

დისნეის სტუდიის მიერ გადაღებულ სერიალში პირველად გამოჩნდა გეიპერსონაჟი

სერიალ Andi Mackის მეორე სეზონში ანდი და მისი საუკეთესო მეგობარი საირუსი ერთი და იმავე ბიჭის გულის მოგებისთვის იბრძოდნენ. ავტორების განსაზღვრით, ამ პროექტის აუდიტორია არისმაყურებლები 10 წლისა და მეტი ასაკის”.

მეორე სეზონმა 27 ოქტომბერს აიღო სტარტი. 13 წლის გოგონას, ანდის, და მის საუკეთესო მეგობარს ერთი და იგივე თანაკლასელი ბიჭი შეუყვარდათ.

ბავშვების ტელეარხის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ასეთი კოლიზია ყმაწვილების ტოლერანტული აღზრდის მიზნით არის ჩაფიქრებულია.

_ სერიალმა მაყურებლებს, რომელთა საშუალო ასაკი 10 წელია, უნდა ასწავლოს, რომ პატივი უნდა სცეს, ადამიანებს მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, _ განაცხადეს ფილმის შემქმნელებმა. თან ირწმუნებიან, რომ ჰომოსექსუალიზმის საკითხს “დიდი დელიკატურობით” მიუდგნენ.

დელიკატურობა ჰქვია თურმე მოზარდთა შორის მამათმავლობის შეფარულ პროპაგანდას _ ბიჭს ბიჭი შეუყვარდა და ამაში უცნაური არაფერია.

არც არაბუნებრივი: ვაშა დემოკრატიას, რომელიც კაცს კაცთან შეაუღლებს და ქალი თავის სარეცელში ჩაიწვენს ქალს!

კინოფილმ “ძლიერ რეინჯერებში” კინოს ისტორიაში პირველი ლესბოსელი ქალი გამოჩნდა _ სუპერგმირი: ლესბოსელი ქალიშვილი ყვითელ კოსტიუმში. ამ როლის შემსრულებელ მსახიობ ბეკი ჯის მიაჩნია, რომ “თითოეულმა ბავშვმა თავის თავს არ უნდა უღალატოს და მონახოს საკუთარი ადგილი ცხოვრებაში”. ეს მოწოდება ასე იშიფრება: ბავშვს უფლება უნდა ჰქონდეს, საკუთარი თავი წარმოიდგინოს მომავალ მამათმავლად ან პერსპექტიულ ლესბოსელად.

ბავშვმა უნდა განსაზღვროსო!

ფრთხილად, მშობლებო, პედერასტია შვილებს გართმევთ!

ჯეკი სპაიერი
ჯეკი სპაიერი

აშშის კონგრესში სექსუალური სკანდალი აგორდა

 წარმომადგენელთა პალატის წევრმა დემოკრატიული პარტიიდან, ქალბატონმა ჯეკი სპაიერმა განაცხადა, ამერიკის კონგრესში არიან დეპუტატები, რომლებიც თავის დროზე მხილებული იყვნენ, როგორც სექსუალური მოძალადეებიო.

მან თქვა, რომ გასული 10-15 წლის განმავლობაში კონგრესმა მოძალადეების მსხვერპლ ქალებს 15 მილიონამდე დოლარი გადაუხადა, ასე ვთქვათ, ფარული კომპენსაციის სახით, რათა არ გაეხმაურებინათ უზნეობის ეს შემთხვევები.

ამ სკანდალში გახვეული კონკრეტული პოლიტიკოსების გვარები სპაიერს არ დაუსახელებია, აღნიშნა მხოლოდ, რომ ორი მათგანი დღესაც კონგრესშია: ერთი რესპუბლიკელია, მეორე _ დემოკრატი.

ამასობაში დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უძველეს კემბრიჯის უნივერსიტეტში უკვე გაიმართა დუნდულების კონკურსი. ამჯერად უკანალების შეჯიბრების ფინალში ათი სტუდენტი მონაწილეობდა. გაიმარჯვა, ცხადია, ერთმა, მაგრამ რა მოთხოვნებს უპასუხებდა პირველ ადგილზე გასული სტუდენტის დუნდულები, ამაზე ბრიტანული პრესა დუმს.

დუმან დუნდულების პატრონებიც.

დუმა ცხვარს აქვს. ცხვარი პირუტყვია. კემბრიჯის უნივერსიტეტი განათლების კერაა…

მომზადდა The Telegraph-ის, BBC-ისა და New York Post-ის მასალების მიხედვით  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here