Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

კრისტინა ბეიკერ კლაინი

აშშის ყოფილი პრეზიდენტისსექსუალური ვნებანი”?!

ქალბატონი კლაინი წერს:

_ ფოტოგრაფი ჩვენთვის (კლაინი, მისი ქმარი და ჯორჯ ბუში-უფროსი) ფოტოსურათის გადაღებას აპირებდა. ჩემი ქმარი ინვალიდის სავარძლის ერთ მხარეს იდგა, მე _ მეორე მხარეს. პრეზიდენტმა ბუშმა ხელი მომხვია და წელს ქვემოთ დამადო ხელისგული. მოხვია ხელი ბუშმა, შესძახა: “დევიდ კოპ-ა-ფილ!” და უკანალზე ხელი წაავლო. ფოტოგრაფმა გადაიღო, მწერალმა ქალმა კი ინსტინქტურად მოიცილა ნაპრეზიდენტალის ხელი.

სექსუალური ძალადობის ეპიდემია, რომელიც ამერიკელ კინოპროდიუსერზე თავდასხმით დაიწყო, ბრიტანელ პარლამენტარებზე გავრცელდა.

“სად დავკარ და სად გასკდაო?!”

მთლად ასეც არ არის, რადგან ჯერ იქ გასკდა, სადაც დაჰკრეს, შემდეგ გავრცელდა ბებერ ევროპაში, რომელსაც, თავისი ხანდაზმულობის გამო, სექსუალური წათამაშების არც თავი, არც სურვილი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ აიტაცა ჰოლივუდის ახალი პიარმოძრაობა და ისე შეტოპა, რომ აბსურდამდე მივიდა.

წარბიც არავის შეუხრია, ანუ სინდისის ძარღვი, როცა ხანდაზმული ბრიტანელი ლეიბორისტი სამსახურიდან დაითხოვეს კომპლიმენტისთვის, რომელიც მან ეს-ემ-ესით გაუგზავნა მავან ქალბატონს. როდის? არც ერთ მხარეს არ ახსოვს.

წლები თავისას იქმს.

მერე როგორ იქმს!

ამერიკელმა მწერალმა ქალმა კრისტინა ბეიკერ კლაინმა ბრალი დასდო აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს (უფროსს) სექსუალურ ძალადობაში. ბილ კლინტონის “მონიკალევინსკიადას” შემდეგ რა უნდა გაგვიკვირდეს, ერთი უხერხულობა რომ არა: მამა ჯორჯ ბუში ახლა 93 წლის არის და კრისტინა კლაინი ისეთი რა ზებუნებრივი მშვენიერებით იყო დაჯილდოებული, რომ ბაბუ ბუში აღეგზნო და სექსუალური გმირობის ჩასადენად თავი გადაედო.

კლაინმა ბრალდება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ასეთი რა უბედურება ჩაიდინა ამერიკის ყოფილმა მიხრწნილმა პრეზიდენტმა?

ფაქტს “ადგილი ჰქონია” 2014 წლის აპრილში, ჰიუსტონში გამართულ ღონისძიებაზე, ჩვენს ტელესივრცეში დამკვიდრებული ქართულით რომ ვთქვათ, “რა დროსაც” უკადრებელი უკადრებია ჯორჯ ბუშ-უფროსს.

ქალბატონი კლაინი წერს:

_ ფოტოგრაფი ჩვენთვის (კლაინი, მისი ქმარი და ჯორჯ ბუში-უფროსი) ფოტოსურათის გადაღებას აპირებდა. ჩემი ქმარი ინვალიდის სავარძლის ერთ მხარეს იდგა, მე _ მეორე მხარეს. პრეზიდენტმა ბუშმა ხელი მომხვია და წელს ქვემოთ დამადო ხელისგული.

მოხვია ხელი ბუშმა, შესძახა: “დევიდ კოპ-ა-ფილ!” და უკანალზე ხელი წაავლო. ფოტოგრაფმა გადაიღო, მწერალმა ქალმა კი ინსტინქტურად მოიცილა ნაპრეზიდენტალის ხელი.

ღონისძიების შემდეგ კლაინი ქმართან ერთად სასტუმროსკენ გაემართა. გზაში ქალბატონმა მწერალმა მომხდარის შესახებ უამბო ქმარს. მეგობარმა ქალმა, რომელიც მანქანას მართავდა, ცოლ-ქმარს ურჩია: “იმედი მაქვს, წინდახედულად მოიქცევით”.

სამი წელიწადი “წინდახედულად” იქცეოდნენ, ახლა კი ადგნენ და განაცხადეს _ ჯერ ერთი, მოდაა და აჰყვნენ, მეორეც _ ვინმეზე ნაკლები უკანალი თუ მაქვს, იმ ფურმა დამწიხლოსო.

რა ქნა ისეთი, ქვეყნის სამასხარაოდ რომ გაიხადა თავი 90 წელს გადაცილებულმა კაცმა?

უწყინარად უხუმრია აშშ-ის 41-ე პრეზიდენტს: შეძახილი “დევიდ კოპ-ა-ფილ!” ცნობილი ილუზიონისტის, დევით კოპერფილდის, გვარ-სახელივით ჟღერს და ნიშნავს მოულოდნელს, უცნაურს, მაგალითად, ყველასათვის მოულოდნელად ქალის მკერდზე ან დუნდულებზე ხელის წავლებას.

უხამსობაა?

შეიძლება ასეც შეფასდეს, მაგრამ იქ, ამერიკაში, მიღებულია, სხვათა შორის, ისევე, როგორც ჩვენთან, მაგალითად, “იმედის” ტელეეთერში _ “მეგობრების” შოუში  გარითმული გინების ხშირ-ხშირი გამოყენება იუმორის კატასტროფული დეფიციტის პირობებში.

ჩვენი ფურები არავისაზე ნაკლებს არ იწველიან!

ცნობისთვის: უფრო ადრე ასეთივე ბრალდება წაუყენეს ბუშს მსახიობმა ქალებმა: ჯორდანა გროლნიკმა და ჰეზერ ლინდმა, მაგრამ მაინცდამაინც მწერალმა ქალმა გაუხმაურა საქვეყნოდ.

საოცარია, მაგრამ მაინცდამაინც მწერალი ქალები გამოდიან დაზარალებულების როლში.

ცნობილ ამერიკელ მსახიობს, დასტინ ჰოფმანს, ასევე მწერალმა ქალმა, ანა გრემ ჰანტერმა, უჩივლა. “გარდიანი” იმოწმებს ჰანტერს და წერს, რომ ჰოფმანი, ჯერ კიდევ როდის, 17 წლის მსახიობ გოგონას “არაკომფორტულ სიტუაციაში” აყენებდა.

ის დრო დადგა, როცა სექსუალურ ურთიერთობაში ოდესღაც მყოფ წყვილთაგან ერთი მსხვერპლად უნდა წარმოჩნდეს, მეორე (აუცილებლად მამაკაცი) _ მოძალადედ.

მაგალითად, ერთი კვირის წინათ აგორებული სკანდალის ფიგურანტის, გიტარისტ ჯორდი უაიტის (თვიგი რამირესის) ყოფილმა საყვარელმა ჯესიკა ადამსმა განაცხადა, რომ უაიტმა იგი ჯერ კიდევ გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში გააუპატიურა. წლების განმავლობაში ტკბილად და უშფოთველად ცხოვრობდნენ.

ახლა იფეთქა შეურაცხყოფილმა ქალწულობამ.

ახლა მოდურია.

ზოგიერთმა წყვილმა კი წლების წინათ ჩადენილი “დანაშაულის” გამო მონახა საერთო ენა, შეთანხმდნენ, რომ არავითარი პრეტენზია არ აქვთ ერთმანეთისადმი, მაგრამ ამოუქექეს, როგორც ეს The Sun -მა გააკეთა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ მაიკლ ფელონისა და ჟურნალისტ ჯული ჰარტლი-ბრიუერის შემთხვევაში. რა დანაშაული ჩაუდენია ახლა უკვე ყოფილ თავდაცვის მინისტრს? 15 წლის წინათ კონსერვატიული პარტიის კონფერენციის შემდეგ გამართულ ვახშამზე ფელონი თურმე ცდილობდა, ჟურნალისტი ქალის მუხლზე დაედო ხელი, ხოლო 2010 წელს “დეილი ტელეგრაფის” ჟურნალისტ ქალს, ბრაიონი გორდონს, კახპა უწოდა.

იყო და არა იყო რა.

მაგრამ სწორედ ეს, უკვე “წასული ნატურა” მიზეზი გახდა იმისა, რომ თემთა პალატის თავმჯდომარე ანდრეა ლედსომს განეცხადებინა, _ ინგლისის პარლამენტში შეიქმნება სპეციალური, დამოუკიდებელი კომისია, რომელიც განიხილავს სექსუალური ძალადობის შემთხვევებს, თუ ასეთი ფაქტების შესახებ მას მიმართავენ პარლამენტის თანამშრომლებიო.

კევინ სფეისი
კევინ სპეისი

ამძუვნებული მამათმავლობა

მამამ საკუთარი ვაჟი გააუპატიურა, დედა არ შეწინააღმდეგებია. ასეთ წარმოუდგენელ საზიზღრობაზე წერს გაზეთი Daily Mail.

მსახიობ კევინ სპეისის ძმამ რენდალ ფოულერმა ბრალი დასდო თავის მამას _ თომას ჯოფრი ფოულერს გაუპატიურებაში. დედამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია 4 წლის განმავლობაში, რაც ეს უბედურება გრძელდებოდა.

მაშინ 12 წლის იყო ბიჭი.

რენალდ ფოულერმა ისიც თქვა, უფროსი ფოულერი ამერიკულ ნაცისტურ პარტიაში შევიდა და ადოლფ ჰიტლერის ულვაშიც დაიმშვენაო.

ამის მოწმე კევინი საკუთარ თავში ჩაიკეტა და შინიდან გაიქცა.

30 ოქტომბერს კევინ სპეისიმ განაცხადა, რომ “გეის ცხოვრებას ირჩევს”. ეს მან განაცხადა მას შემდეგ, რაც მსახიობმა ენტონი რეპმა არ დამალა, რომ კევინი სექსუალურად ეღლაბუცებოდა. არ გაინტერესებთ როდის? 1986 წელს, როცა იგი 14 წლისა იყო, სპეისი _ 26-ის.

დედა, ეს რა პედერასტული სექსუალური წარსული ჰქონიათ ამერიკელ მსახიობებს?!

აი, თუნდაც, ამერიკელი შავკანიანი მსახიობისა და პროფესიონალი ფეხბურთელის _ ტერი კრუსის მაგალითი ავიღოთ, რომელმაც ახლახან განაცხადა, რომ 2016 წელს ჰოლივუდის ერთმა ცნობილმა ტოპმენეჯერმა, რომლის გვარსაც არ ასახელებს, სასქესო ორგანოზე ხელი წაავლო. ამ მამათმავლური ამძუვნების უნებური მოწმე კრუსის ცოლი იყო.

გადაირია ქალი, გაგიჟდა კაცი და მოძალადეს ცხვირ-პირის გაერთიანება მოუნდომა, მაგრამ, როგორც ახლა აცხადებს, ვერ გაბედა, რადგან კანონისა და მასმედიის რეაქციის შეეშინდა.

საინტერესოა, არა? ნორმალურ მამაკაცს შეეშინდა კანონის, რომელიც მაინცდამაინც მამათმავლების დასაცავად არის შექმნილი, პრესა კი დაუყოვნებლივ ჰომოფობად მონათლავს ყველას, ვინც აგრესიულ პედერასტზე ხელს აღმართავს… მიუხედავად იმისა, რომ ხელის წამვლები სექსუალურად დაუკმაყოფილებელი ის ნაკაცარია.

კანონებიც მისნაირების მიღებულია და პრესა, როგორც ჩანს, აღარ კმაყოფილდება “მსოფლიოში მეორე უძველესი პროფესიის” სახელით და უახლესი, უგავრცელებულესი სექსუალური გაუკუღმართებულობის პირველ რიგებში გადასანაცვლებლად იღვწის.

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here