Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოკრატიის სახელით

უზნეობა დემოკრატიის სახელით

მარგოტ ვალსტრემი

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკაში სექსუალური ძალადობის შესახებ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მარგოტ ვალსტრემის განცხადებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები უცხო არ არის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეც კი. ამის შესახებ  მან შვედეთის სააგენტოს TTის კორესპონდენტთან შეხვედრისას ილაპარაკა.

“მე პირადად შემემთხვა ასეთი რამ”, _ დასძინა მან.

მინისტრმა მხარი დაუჭირა ამერიკელი მსახიობის, ალისა მილანის, სექსუალური მოძალადეების წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას  “მეც აგრეთვე”.

ანჯელინა ჯოლი და ცნობილი პროდიუსერის სხვა მსხვერპლი “გაბედული ქალები მთელ მსოფლიოში გამოდიან ძალადობის წინააღმდეგ, მაგრამ მე, როგორც პოლიტიკოსს, მაინტერესებს: როგორ უნდა ვებრძოლოთ ამას?” _ აღნიშნა მან.

ვანშტეინის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ “საქართველო და მსოფლიო” წინა ნომერში წერდა. დღეს შეგვიძლია დავუმატოთ, რომ ჰარვი ვაინშტეინმა თავისი უზნეობა ახალი გამოხდომით “გაამდიდრა”, განაცხადა, რომ ის, რაც ხდება, არის ტიპური შეთქმულება, რომელიც მას მოუწყო კომპანია The Welnstein Company-ს თანათავმჯდომარემ, მისმა საკუთარმა ძმამ რობი ვაინშტეინმა, რათა სრულად დაეუფლოს აღნიშნულ კინოკომპანიას.

მაგრამ ეს ძმაც მოძალადე აღმოჩნდა! სერიალ “ღამის წყვდიადის” აღმასრულებელმა პროდიუსერმა ამანდა სეგელმა ბრალი დასდო მას სექსუალურ ძალადობაში. ქალბატონმა განაცხადა, რომ (რობიმ) არაერთხელ შესთავაზა ერთად ევაშხმათ, _ იუწყება Variety.

“ერთხელ თქმული “არაც” საკმარისი უნდა ყოფილიყო. “არას” შემდეგ ნებისმიერმა შემომთავაზებელმა თავი უნდა დაგანებოთ. მაგრამ რობი გადამეკიდა, მეუბნებოდა, რომ ჩემთან მეგობრობა სურდა. სინამდვილეში მას მეგობრობა კი არ უნდოდა, არამედ სულ სხვა რამ. ვიმედოვნებ, ამას იქით ჩემი “არა” საკმარისი იქნება”, _ თქვა სეგელმა.

სეგელმა დასძინა, რობი ვაინშტეინის თავხედობა სამ თვეს გაგრძელდა, სანამ იგი არ დაემუქრა მოძალადეს, რომ “ღამის წყვდიადის” აღმასრულებელი პროდიუსერის თანამდებობიდან წავიდოდა.

კევინ უილშოუ
კევინ უილშოუ

ბრიტანეთის ნეონაცისტების ლიდერი პედერასტი აღმოჩნდა

ებრაული წარმოშობის კევინ უილშოუმ განაცხადა, რომ არატრადიციული ორიენტაციისა, _ იუწყება Channel 4 News.

ჩვენმა მკითხველებმა იციან, რომ ფაშისტები ერთნაირი შეუბრალებლობით დევნიდნენ ებრაელობასა და მამათმავლობას. როგორც ჩანს, თანამედროვე ნაციზმი ისე დალპა, რომ ებრაელი, თანაც პედერასტი, შეიძლება ლიდერადაც კი მოევლინოს ამ გახრწნილ ორგანიზაციას.

ამ ნაკაცარმა განაცხადა, რომ გმობს ფაშიზმს და ტოვებს ნეონაცისტების რიგებს; აღიარებს, რომ აქტიურად მონაწილეობდა ნაცუმცირესობების დევნაში, მაგრამ, ახლა რომ იხსენებს, “გული ერევა”; ამბობს, რომ იბრძოლებს თავისი ყოფილი ამხანაგების წინააღმდეგ.

სამაგიეროდ პედერასტიას ელოლიავება.

რამდენად გულწრფელია “აღსარება”?

დიდი რუსი მწერალი მაქსიმ გორკი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-იან წლებში წერდა: “მოსპეთ ჰომოსექსუალიზმი და გაქრება ფაშიზმი”.

უოლშოუმ 1980 წელს, სხვა ინიციატორებთან ერთად, დააარსა “ბრიტანეთის ეროვნული ფრონტი”, შემდეგ კი მის სათავეში მოექცა. ორგანიზაცია გამოდიოდა, როგორც “რასის სიწმინდის” დამცველი, და მოითხოვდა გაერთიანებული სამეფოდან იმიგრანტების სრულად გაძევებას.

ევროპის დეგრადაცია

ევროპის დეგრადაცია: ბიჭებს აიძულებენ, ითამაშონ თოჯინებით, გოგონებს _ ითამაშონ ომობანა

თოჯინების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია TOYS Rusმა თავის საშობაო კატალოგში გოგონების ყველა ფოტო ბიჭების ფოტოებით შეცვალა, ბიჭებისა კი _ გოგონების ფოტოსურათებით. ეს ნაბიჯი კომპანიამ  მას შემდეგ გადადგა, რაც ბრალი დასდეს გენდერული სტერეოტიპების პროპაგანდაში, _ იუწყება Newsru შვედურ გაზეთ The localზე დაყრდნობით.

შვედეთის სათამაშოების კომპანია Top Toy ამ გზით შეეცადა რეაბილიტაციას, მას შემდეგ, რაც ქვეყნის რეკლამების რეგულატორმა საყვედური გამოუცხადა, რომ საშობაო კატალოგში გამოაქვეყნა პრინცესების კაბებში გამოწყობილი გოგონებისა და სუპერგმირების სამოსში გამოწყობილი ბიჭების სურათები. ამით თურმე დიდი დანაშაული ჩაუდენიათ გენდერული თანასწორობის წინაშე, რომელიც მყისიერად აღმდგარა მას შემდეგ, როგორც კი ბიჭები გააგოგონეს, გოგოები კი _ გააბიჭეს: თოჯინა ბიჭუნები, რომლებსაც ხელში ავტომატები ეჭირათ, გოგონებით შეცვალეს; გოგონები კი, რომლებიც სახლობანას თამაშობდნენ, ბიჭებად აქციეს.

მავანი იტყვის დეტალებიაო.

დეტალებში, ტრადიციულად, ეშმაკები სხედან, ამ შემთხვევაში _ პედერასტია ზის, რომლისთვისაც შვედმა ცრულიბერალურ ღირებულებათა მაღმერთებლებმა საკუთარი მომავალი თაობა გაწირეს.

თუმცა რა უნდა გაგვიკვირდეს, როცა ამ ღირებულებებით შექმნილ საზოგადოებაში ადამიანების გონება იმ ზომამდე დაავადდა, რომ მრავალშვილიანმა დედამ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰაერღუმელში დაწვა და მათი დაფუფქული სხეულების სურათები ნიშნის მოსაგებად მამას ინტერნეტით გაუგზავნა. აშშ-ის ჯორჯიის შტატის ქალაქ ატლანტაში მომხდარი ამ შემაძრწუნებელი ფაქტის შესახებ  The Atlanta Journal-Constitution იუწყება.

და, როგორც ყოველთვის, ამგვარი არაადამიანური ფაქტების შემთხვევაში, აშშ-ის შესაბამისი უწყებები მიზეზად დამნაშავეების გონებრივ აშლილობას ასახელებენ, ამჯერადაც იგივე გაიმეორა აღნიშნულმა გამოცემამ.

ზნეობის ფეხქვეშ გათელვის შედეგია საზოგადოებრიობის დეგრადაცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here