Home ახალი ამბები მსოფლიო უახლესი ბრიტანული ტანკები, რომლებიც 5 მილიარდი დოლარი დაჯდა, უვარგისი აღმოჩნდა

უახლესი ბრიტანული ტანკები, რომლებიც 5 მილიარდი დოლარი დაჯდა, უვარგისი აღმოჩნდა

163
უახლესი ბრიტანული ტანკები, რომლებიც 5 მილიარდი დოლარი დაჯდა, უვარგისი აღმოჩნდა

მთავრობის მოხსენებაზე დაყრდნობით გაზეთი The Daily Telegraph იუწყება, რომ ტანკები, რომლებშიც დიდი ბრიტანეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 5 მლრდ დოლარი დახარჯეს, პრაქტიკულად, უსარგებლო და სახიფათო აღმოჩნდა ეკიპაჟებისთვის.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ Ajax-ის ტიპის დაჯავშნილმა მანქანებმა ეკიპაჟების წევრებს ჯანმრთელობა დაუზიანეს. ამ მანქანებით გადაადგილების შემდეგ ეკიპაჟის წევრები უჩიოდნენ სახსრების ტკივილს და ხმაურს ყურებში. ამის გამო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით ტანკები არ გამოუყენებიათ. ამასთანავე, სარდლობამ შეზღუდვები დააწესა Ajax-ის უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის, მაგალითად, საათში 30 კმ-მდე შემცირდა მაქსიმალური სიჩქარე, ეკიპაჟები კი ყოველი საათ-ნახევრის შემდეგ უნდა შეიცვალოს. გამოცემა წერს, რომ არმიისთვის შესყიდულია 600-მდე ტანკი. რა უნდა მოუხერხონ მათ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მანქანების გამოუყენებლობა კონსტრუქციაში არსებულმა დეფექტებმა განაპირობა, რომლებიც მეტისმეტი ვიბრაციითაა გამოწვეული. ეს კი ხელისშემშლელია მოძრაობისას სროლაში.

lenta.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვთ მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here