Home სხვადასხვა დაიჯესტი უაზრო ომები, მასობრივი იმიგრაცია, კორპორაციების ძალაუფლება _ Fox News-მა ბაიდენის მმართველობის მიმართულებები...

უაზრო ომები, მასობრივი იმიგრაცია, კორპორაციების ძალაუფლება _ Fox News-მა ბაიდენის მმართველობის მიმართულებები იწინასწარმეტყველა

“ბაიდენის მხარდამჭერმა რამდენმა ადამიანმა იცოდა, რომ, სახელდობრ, ამას უჭერდა მხარს? როგორც ჩანს, ასეთი არც ისე ბევრია”

337
უაზრო ომები, მასობრივი იმიგრაცია, კორპორაციების ძალაუფლება _ Fox News-მა ბაიდენის მმართველობის მიმართულებები იწინასწარმეტყველა

გამომდინარე იქიდან, როგორი ადამიანების დანიშვნას აპირებს ჯო ბაიდენი თავის ადმინისტრაციაში საკვანძო პოსტებზე, მისი პოლიტიკური პროგრამა სრულიად საწინააღმდეგოა დონალდ ტრამპის პროგრამისა, _ ასეთი დასკვნა გააკეთეს ტელეარხ Fox News-ის კომენტატორებმა. მათი პროგნოზით, ძალიან მოიმატებს არალეგალური მიგრანტების რაოდენობა, შეიზღუდება მოქალაქეთა თავდაცვის უფლებები, დაიწყება ახალი ომები ახლო აღმოსავლეთში და ჩინეთის წაქეზება.

“ეს არის სრულიად საწინააღმდეგო პროგრამა იმისა, რომლითაც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა 2016 წლის არჩევნებში. ტრამპის პროგრამა ისეთი პოპულარული იყო, რომ, პოლიტიკური გამოცდილების უქონლობის მიუხედავად, ის პრეზიდენტად აირჩიეს. საერთოდ, ტრამპი პოლიტელიტის გარედან მოვიდა და ცოტა აღიზიანებდა კიდეც ადამიანებს, მაგრამ მაინც აირჩიეს; აირჩიეს იმიტომ, რომ მისი პროგრამა მოეწონათ. და ეს პროგრამა დღესაც პოპულარულია, მაგრამ ბაიდენი, როგორც ჩანს, სრულიად საწინააღმდეგოს ამზადებს:

ბევრ საჩუქარს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე ჩინეთისთვის; ბევრ უაზრო ომს ახლო აღმოსავლეთში, რომლებსაც მსოფლიოში მხარს არავინ უჭერს ვაშინგტონის ფარგლებს გარეთ; არალეგალი მიგრანტების რაოდენობის კოლოსალური მატებას და ამის ფონზე ამერიკელების შემოსავლების შემცირებას, რადგან ბაზარზე მუშახელის მოზღვავება შრომის გაიაფებას იწვევს, თუმცა ეს მათთვის მნიშვნელოვანი არ არის.

და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრთან ერთად იქნება მართვადი ქაოსი და არასტაბილურობა ქვეყანაში _ ამას ისინი, უკვე რამდენიმე თვეა, ცდილობდნენ. მათ მიერ შექმნილ ქაოსში სულ უფრო ცოტა ამერიკელს შეეძლება საკუთარი თავისა და ოჯახის დაცვა. და, აგრეთვე, იქნება კორპორაციების მეტი კონტროლი ჩვენს ცხოვრებაზე. ეს არის მიზანი და ლაიტმოტივი. იმედი ვიქონიოთ, რომ ვცდებით, მაგრამ დღეს ჩანს, რომ, სახელდობრ, ეს გველის.

საკითხავია: ბაიდენს მხარდამჭერმა რამდენმა ადამიანმა იცოდა, რომ, სახელდობრ, ამას უჭერდა მხარს? როგორც ჩანს, ასეთი არც ისე ბევრია.

rissian.rt.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here