Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპს 3-სიტყვიანი სტატია მიუძღვნეს

ტრამპს 3-სიტყვიანი სტატია მიუძღვნეს

756
დონალდ ტრამპი

გაზეთმა New York Postმა მწვავედ უპასუხა აშშის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჟურნალისტების შეურაცხმყოფელ განცხადებას.

“შეჩერდი, უბრალოდ, შეჩერდი!” _ წერია 30 ივნისის გაზეთში გამოქვეყნებულ რეპლიკაში სათაურით “ტრამპის ტვიტების შესახებ”.

გაზეთ New York Post -ის რედაქტორმა მეგი კუგლანმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოაქვეყნა გამოცემაში დაბეჭდილი მასალის ფოტო. ასეთი რეაქცია ჰქონდა New York Post -ს ტრამპის განცხადებაზე, რომლითაც მან შეურაცხყო ტელეარხ MSNBC-ის გადაცემა Morning joe-ს წამყვანები მიკა ბჟეზინსკი და ჯო სკარბორო.

ეს მოხდა მას შემდეგ, როცა ჟურნალისტებმა აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკეს. ტრამპმა მიკა ბჟეზინსკის “დაბალი IQ-ს მქონე გიჟი” უწოდა, მის კოლეგას კი _ “ფსიქოპათი”.

ტრამპი პრეზიდენტად არჩევამდეც ხშირად აკრიტიკებდა აშშ-ის წამყვან მედიასაშუალებებს და მათ “ყალბსა” და “ჩაფლავებულებს” უწოდებდა, ამ მედიასაშუალებებში მომუშავე ჟურნალისტებს კი _ “ყველაზე უსინდისო ადამიანებს”.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here