Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპს წამოსცდა, უკრაინას ეწყინა

ტრამპს წამოსცდა, უკრაინას ეწყინა

ტრამპი-პოროშენკო

 20 ივნისს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოსთან შეხვედრის დროს აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაუნებური შეცდომა დაუშვა”, როცა ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას უკრაინის სახელწოდებას დაუმატა არტიკლი The, _ იუწყება გამოცემავაშინგტონ პოსტი”.

ჟურნალისტი წერს, რომ, მართალია, ზოგიერთი ქვეყნის სახელწოდება ინგლისურ ენაში მოითხოვს აღნიშნული არტიკლის ხმარებას (ასეთები კი მხოლოდ ორია _ ბაჰამები და გამბია, რომელთა სახელწოდებები ინგლისურად იწერება The Bahamas და The gambia), უკრაინას ეს არ ეხება. მიუხედავად ამისა, რაოდენ პარადოქსულადაც შეიძლება გვეჩვენოს, ათწლეულების განმავლობაში უკრაინას აშშ-ში The Ukraine-დ მოიხსენიებენ. ასე უწოდებდნენ მას საბჭოთა ეპოქაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც ამგვარად წერენ და მოიხსენიებენ, ამიტომ უკრაინის მთავრობამ ოფიციალურად მიმართა ინგლისურენოვან გამოცემებს, გამოესწორებინათ ეს უზუსტობა.

საიდან და რატომ გაჩნდა ეს ენობრივი ნორმა, უცნობია. შეცდომა შეიძლება ისტორიული ხასიათის იყოს: 1919-დან 1991 წლამდე ამ ქვეყნის ოფიციალური სახელწოდება იყო უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (The ukrainian Soviet Socialist Republic) და გამორიცხული არ არის, რომ სწორედ აქედან შემორჩა უკრაინას თავსართი The, _ ასეთია წერილის ავტორის აზრი. სხვა ჰიპოთეზის მიხედვით კი არტიკლი განსაზღვრულია თვით სიტყვა “უკრაინის” ეტიმოლოგიით, რომელიც წარმოქმნილია სიტყვიდან “ოკრაინა” (განაპირა), _ აღნიშნავს ჟურნალისტი.

სწორედ ამან გამოიწვია უკრაინელების გაღიზიანება, განგვიმარტავს “ვაშინგტონ პოსტის” მიმომხილველი. “ეს წამოცდენა შეიძლება მიიჩნიეს მინიშნებად იმაზე, რომ უკრაინა შეიძლება აღვიქვათ, მხოლოდ როგორც დამოკიდებული ქვეყანა თავის დიდ მეზობელ რუსეთზე, დაკნინებაზე, რომელსაც განიცდიდა საბჭოთა, მანამდე კი მეფისდროინდელ ეპოქებში, _ წერს ავტორი.

უკრაინის მოხსენება The ukraine-დ მის სუვერენიტეტში დაეჭვებას ნიშნავს.

ჟურნალისტის აზრით, ტრამპის ასეთი ლაფსუსი, როცა ფართოდაა გავრცელებული აზრი რუსეთთან მისი თბილი დამოკიდებულების შესახებ, განსაკუთრებით უხერხულად ჟღერს. მიუხედავად იმისა, რომ პოროშენკომ არ შეიმჩნია (ან ვერ გაიგო) ტრამპის ეს ლაფსუს ლინგვე, “ტვიტერის” მომხმარებლებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება. მაგალითად, რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ ამგვარი შეცდომები ცხადყოფს ტრამპის გაუცნობიერებლობას, ხოლო მისმა მრჩეველებმა სათანადოდ ვერ (ან არ) გაარკვიეს იგი უკრაინაში არსებულ სიტუაციაში პოროშენკოსთან შეხვედრის წინ.

“ტვიტერის” მომხმარებლებმა გაიხსენეს, რომ ანალოგიური შეცდომა დაუშვა მაკფოლის ყოფილმა უფროსმა, ტრამპის წინამორბედმა ბარაკ ობამამ 2014 წელს.

სიტყვამ მოიტანა და ბარემ ვთქვათ, რომ სოციალურ ქსელებში პოროშენკოს მიბრძანებას თეთრ სახლში ენაკვიმატებმა “შეხვედრა ფოტოს გადაღებისთვის” დაარქვეს.

“ტურისტის იღბალიც” დაარქვეს: შეიყვანეს უკრაინის პრეზიდენტი, როგორც ჩვეულებრივი ტურისტი, თეთრი სახლის დასათვალიერებლად და, როცა ოვალურ კაბინეტში შეახედეს, იქ შემთხვევით დონალდ ტრამპი დახვდა. 3 წუთის განმავლობაში ქათინაურები გაცვალეს, მომდევნო 3 წუთი ფოტოსესიას მოახმარეს. სახელმწიფო დეპარტამენტში ამ სალამ-ქალამის პრეზიდენტების შეხვედრად კვალიფიცირებისაც კი შერცხვათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here