Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპს “სი-ენ-ენის” ნაცვლად ახალი მედიასაშუალების შექმნა სურს

ტრამპს “სი-ენ-ენის” ნაცვლად ახალი მედიასაშუალების შექმნა სურს

360
ტრამპს “სი-ენ-ენის” ნაცვლად ახალი მედიასაშუალების შექმნა სურს

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ტელეარხისიენენიდა სხვა ამერიკული მედიასაშუალებები აშშის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო და წამოაყენა წინადადება, შეიქმნას ახალი მედია უცხოეთში მაუწყებლობისთვის. ტრამპის აზრით, “რადიო თავისუფლებადაამერიკის ხმათავს ვეღარ ართმევენ, თვალყურს ვეღარ ადევნებენ ტრამპის სტენოგრამებს, რომლებიც თეთრი სახლის ვებგვერდზე ქვეყნდება.

პრეზიდენტის განცხადებით, უცხოეთში ყოფნისას მას ხშირად ეუბნებიან, რომ ამერიკულ მასმედიას სძულს აშშ. “ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა!” _ განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის ლიდერის აზრით, “სი-ენ-ენი” ძალიან ვნებს აშშ-ს და ამიტომ საჭიროა, ქვეყანაში შეიქმნას ახალი მასობრივი ინფორმაციის საშუალება, რომელიც “ნამდვილ ახალ ამბებს” გაავრცელებს. “ჩვენ რაღაც უნდა მოვუხერხოთ ამას. ავიყვანოთ ნიჭიერი ადამიანები და არ დავუშვათ ყალბი ინფორმაციის გავრცელება”, _ განაცხადა დონალდ ტრამპმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here