Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპმა ტერეზა მეის შეახსენა ჯიჰადიზმის პარპაში დიდ ბრიტანეთში

ტრამპმა ტერეზა მეის შეახსენა ჯიჰადიზმის პარპაში დიდ ბრიტანეთში

946
ტერეზა მეი

 აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის სოციალურ ქსელში მიმართა: “ტერეზა მეი, ყურადღებას ჩემზე ნუ ამახვილებ, ყურადღება მიაპყარი დამანგრეველი, რადიკალური ისლამის ტერორიზმს, რომელიც მძვინვარებს გაერთიანებულ სამეფოში!” 

28 ნოემბერს ტრამპმა თავის გვერდზე გადმოიტანა სამი “პოსტი”, რომლებიც ბრიტანეთის პოლიტიკური პარტია Britain First-ის ლიდერის, ჯაიდა ფრანსენის, გვერდზე იყო განთავსებული. ერთი კვირის წინათ აქტივისტი  ანტიისლამისტური გამოსვლის ბრალდებით ბელფასტის ცენტრში დააკავეს.

ტრამპმა გამოაქვეყნა ვიდეორგოლები სახელწოდებით “ისლამისტების ბრბომ ბიჭი სახურავიდან გადმოაგდო და ცემით სიკვდილის პირამდე მიიყვანა”, “მუსლიმმა დაანგრია ღვთისმშობლის ქანდაკება” და “მუსლიმმა მიგრანტმა ყავარჯნიანი მოზარდი სცემა”.

როცა დაუნინ-სთრითზე ეს შეიტყვეს, მეის პრესმდივანმა განაცხადა, რომ რადიკალებს საზოგადოების გახლეჩა სურთ, ბრიტანელები ერთსულოვანი არიან და გმობენ იმ რიტორიკას, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ღირებულებებს _ ღირსებას, ტოლერანტობასა და პატივისცემას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here