Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპმა პუტინს ტაიგაში ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა

ტრამპმა პუტინს ტაიგაში ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა

493
ტრამპმა პუტინს ტაიგაში ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით საუბრისას, რომელიც ამერიკის მხარის ინიციატივით გაიმართა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ციმბირში ბუნებრივი ხანძრების ჩაქრობაში დახმარება შესთავაზა.

პრეზიდენტმა პუტინმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა კოლეგას ყურადღებიანი დამოკიდებულებისა და დახმარების სურვილისთვის.

პრეზიდენტმა პუტინმა ამერიკელი კოლეგის წინადადება შეაფასა, როგორც მომავალში მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობის ნორმალიზაციის შესაძლო საწინდარი.

ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ვაჭრობის საკითხები, შეთანხმდნენ სამომავლო კონტაქტებზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here