Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპმა მაკრონს სულელი უწოდა და დაიმუქრა, რომ ფრანგულ ღვინოს ბაჟს დაუწესებს

ტრამპმა მაკრონს სულელი უწოდა და დაიმუქრა, რომ ფრანგულ ღვინოს ბაჟს დაუწესებს

302
ტრამპმა მაკრონს სულელი უწოდა და დაიმუქრა, რომ ფრანგულ ღვინოს ბაჟს დაუწესებს

აშშის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სულელი უწოდა და დაიმუქრა, რომ საბაჟო გადასახადს დაუწესებს ფრანგულ ღვინოს. ეს ტრამპმა სოციალურ ქსელში 26 ივლისს დაწერა.

26 ივლისიდან საფრანგეთში ამოქმედდა გადასახადები ამერიკელი ტექნოლოგიური კომპანიების პროდუქციასა და მომსახურებაზე, ე.წ. “გადასახადი Google”-ზე. ეს არის გადასახადი (3 პროცენტი) ციფრულ მომსახურებაზე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების წლიური შემოსავლიდან.

ეს კანონი შეეხო ისეთ ამერიკულ კომპანიებს, როგორებიც არის Amazon, Apple, Facebook და Google. აშშ-ის მთავრობამ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა ამ გადასახადის მიმართ და განაცხადა, რომ ის დისკრიმინაციული ხასიათისაა. მეტიც, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელმა უკვე დაიწყო გამოძიება ფრანგული გადასახადის დაწესების გამო ციფრულ მომსახურებაზე და ვაშინგტონი უფლებას იტოვებს, ამ მიმართულებით რეაგირება მოახდინოს საფრანგეთის პოლიტიკაზე.

აშშ-ის პრეზიდენტი არ მოერიდა მწვავე შეფასებებს და საფრანგეთის პრეზიდენტს სულელი უწოდა. მან, აგრეთვე, განაცხადა, რომ ციფრულ მომსახურებაზე გადასახადის დაწესების საპასუხოდ აშშ-ს შეუძლია, ბაჟი დაადოს ფრანგულ ღვინოს.

“საფრანგეთმა ახლახან გადასახადი დაუწესა შესანიშნავ ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს. თუკი ვინმემ უნდა დაუწესოს მათ გადასახადები, ეს ამ კომპანიების სამშობლო _ ამერიკის შეერთებული შტატებია. მაკრონის სისულელეს ჩვენ მალე საპასუხო ზომებით ვუპასუხებთ. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამერიკული ღვინო სჯობია ფრანგულს”, _ დაწერა სოციალურ ქსელში ტრამპმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here