Home სხვადასხვა დაიჯესტი ტრამპმა ესპანეთის პრემიერს პრეზიდენტი უწოდა და მისი სახელიც დაავიწყდა

ტრამპმა ესპანეთის პრემიერს პრეზიდენტი უწოდა და მისი სახელიც დაავიწყდა

ტრამპი

 “ტვიტერშიგამოქვეყნებული პრესკონფერენციის ანონსშიც შეცდომაა დაშვებული _ ესპანეთის პრემიერი პრეზიდენტად არის მოხსენიებული.

მოლაპარაკების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ესპანეთის პრემიერმინისტრ მარიანო რახოის  “ბატონი პრეზიდენტი” უწოდა და “ტვიტერში” მისი სახელი შეცდომით ჩაწერა.

_ ჩემთვის დიდი პატივია ესპანეთის პრეზიდენტის მარიანორ ჯოის მიღება. მადლობელი ვარ, რომ მხარს უჭერთ ჩვენს ძალისხმევას, რომელიც ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის იზოლაციისკენ არის მიმართული, _ აღნიშნულია ტრამპის მიმართვაში.

პრესკონფერენციაზე ტრამპმა რახოი ჟურნალისტებს პრეზიდენტად წარუდგინა. ესპანეთის პრემიერი მკვეთრად შებრუნდა ტრამპისკენ და თეთრი სახლის პატრონს გაკვირვებით შეხედა.  ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს რახოის თანამდებობა ხმამაღლა შეახსენეს, მაგრამ მან ამას ყურადღება არ მიაქცია.

გამორიცხული არ არის, რომ ასეთი შეცდომა შეიძლება მოსვლოდათ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწეებს, რადგან რახოის თანამდებობა ესპანურად ასე ჟღერს _ Presidente del Gobierno, რაც სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც “მთავრობის პრეზიდენტი”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here