აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოფნას “დიდი შვიდეულის” ქვეყნების შეხვედრაზე საღი აზრი მოითხოვს.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, საუბარი არ არის იმაზე, რა გააკეთა რუსეთის ლიდერმა სამიტში მონაწილეობისთვის, სამიტში რუსეთის მონაწილეობა ბევრი პრობლემის მოგვარებას შეუწყობს ხელს.
“ბევრი რამ, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ პუტინს ეხება, _ განაცხადა ტრამპმა, _ რომელმაც “დიდი შვიდეულის” სამიტი ივნისის ბოლოდან სექტემბერში გადაიტანა და გამოთქვა სურვილი, ამ სამიტზე მიიწვიოს რუსეთი, ინდოეთი, სამხრეთი კორეა და ავსტრალია. ტრამპის აზრით, G7-ის ფორმატი მოძველდა და არ წარმოადგენს მსოფლიოს.
მოამზადა
ლუკა მაისურაძემ