ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის საარჩევნო რბოლა სულ უფრო იძაბება. ყოფილი ვიცეპრეზიდენტის უპირატესობა, რომელიც ივლისსა და აგვისტოში აღინიშნებოდა, ამჟამად თითქმის გამქრალია.
Rassmusen-ის სოციოლოგებმა გამოაქვეყნეს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართული კანდიდატების საერთო ეროვნული რეიტინგები. ტრამპს მხარს უჭერს გამოკითხულთა 52%. ეს მეტია ბარაკ ობამას 2012 წლის მაჩვენებელზე. Rassmusen-ს რესპუბლიკელების მხარდამჭერად მიიჩნევენ, მაგრამ მის მიერ გამოქვეყნებული ბოლო არჩევნების პროგნოზი საკმაოდ ზუსტი იყო.
დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაცია თრაფალგარ Gროუპ-მა ტრამპი პირველ ადგილზე დაასახელა მიჩიგანში _ არჩევნებში უმნიშვნელოვანეს ჩრდილო-დასავლეთის შტატში. იქ ტრამპი ბაიდენს 0,7%-ით უსწრებს.
Trafalgar Group-მა სახელი გაითქვა იმით, რომ მან ზუსტად იწინასწარმეტყველა 2016 წლის არჩევნების შედეგები (და ტრამპის გამარჯვება მიჩიგანსა და პენსილვანიაში). Monmouth-ის ლიბერალურად განწყობილმა სოციოლოგებმა ტრამპს აიოვაში 50% მიაკუთვნეს, ბაიდენს _ 44%. აიოვა მნიშვნელოვანი “ფლიუგერული” შტატია, რომელიც განწყობებს განსაზღვრავს დასავლეთში.
ვირჯინიაში ტრამპის ჩამორჩენა ბაიდენის მიმართ 14-დან 5%-მდე შემცირდა. ეს შტატი მემარცხენეებისაა და იქ ტრამპის გამარჯვება ნაკლებად სავარაუდოა.
ბაიდენის რეიტინგის დაცემა გამოწვეულია არა მხოლოდ მისი შვილის, ჰანტერ ბაიდენის, კორუფციული სკანდალებით, რომელთა მიჩქმალვასაც ამერიკული ლიბერალური პრესა გულმოდგინედ ცდილობს, არამედ ბაიდენის პასიურობითაც _ ბაიდენს, უკვე 10 დღეზე მეტია, საარჩევნო ღონისძიება არ ჩაუტარებია.
სანამ ტრამპი სრულიად ამერიკაში ყოველკვირეულად 5 შეხვედრას მაინც მართავს, ბაიდენი რამდენიმე ვიდეოკონფერენციით შემოიფარგლება და მყისვე დასაძინებლად მიდის.
ეს არის პოტიომკინის სოფელი და დიდი პროფანაცია წინასაარჩევნო კამპანიის საფარქვეშ, მაგრამ ამ კამპანიის ბიუჯეტი რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია.
Russtrat.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა